ჰამბურგის აზია-აფრიკის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამბურგის აზია-აფრიკის ინსტიტუტი
Asien-Afrika-Institut
ტიპი academic department[1]
ქალაქი ჰამბურგის დროშა ჰამბურგი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია

აზია-აფრიკის ინსტიტუტიჰამბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს აფრიკანისტიკის, ეთიოპისტიკის, ავსტრონეზისტიკის, ინდოლოგიის, ირანისტიკის, ისლამოლოგიის, იაპონოლოგიის, კორეისტიკის, სინოლოგიის, ტაიისტიკის, ტიბეტოლოგიის, თურქოლოგიისა და ვიეტნამისტიკის განყოფილებები.

იაპონიის ენისა და კულტურის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაიმარის რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის ენისა და კულტურის კათედრა პირველად 1914 წელს დაფუძნდა ჰამბურგში. მისი დამფუძნებლის კარლ ფლორენცის (Karl Florenz (1865-1939)) მთავარი ინტერესი მოდერნიზმამდელი ლიტერატურითა და რელიგიით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ის არანკლებ იყო დაინტერესებული თანამედროვე იაპონიით.

მესამე რაიხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს ვილჰელმ გუნდერტმა (Wilhelm Gundert (1880-1971)) ჩაიბარა განყოფილების ხელმძღვანელობა, მაგრამ 1945 წელს მას სწავლების უფლება ჩამოართვეს ნაცისტთა მმართველობის დროს მის მიერ უნივერსიტეტში გატარებული პოლიტიკისა და ნაცისტებთან სიახლოვის გამო.

მესამე რაიხის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950-დან 1980-იან წლებში იაპონიის ენისა და კულტურის განყოფილებაზე მასწავლებლობდნენ ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი ოსკარ ბენლი (Oscar Benl (1914-1986)) და ენათმეცნიერი გიუნთერ ვენკი (Günther Wenck (1916-1992)).

1957-1978 წლებში ამ განყოფილებაზე მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მეცნიერები:

  1. 1957-1978 გეზა დობრადი (Geza S. Dombrady) საგანი: ლიტერატურა.
  2. 1983-2005 წლებში როლანდ შნაიდერი (Roland Schneider) საგანი: შუა საუკუნეების ენა და ლიტერატურა.
  3. 1987-1993 კი კლაუს ანტონი (Klaus Antoni) საგანი: კულტურის ანთროპოლოგია.
  4. 1994 წლიდან მოყოლებული მანფრედ პოლი (Manfred Pohl) სამეცნიერო და პედაგოგიურ თემები და აქცენტები: სახელმწიფო, პოლიტიკა და საზოგადოება.
  5. 1995-დან 1999 წლებში კაი გერენცი (Kay Genenz) კვლევისა და სწავლების მთავარი საგანი: კულტურის განვითარება და ენის დიდაქტიკა.
  6. 2006 წლიდან დღემდე იორგ კვენცერი (Jörg B. Quenzer) კვლევისა და სწავლების მთავარი საგანი: ლიტერატურა და კულტურის ისტორია.

ჩინეთის ენისა და კულტურის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინოლოგია ჰამბურგში ორ სპეციალობადაა დაყოფილი "ჩინეთის ენა და ლიტერატურა" (სინოლოგია I) და "ჩინეთის სახელმწიფო და საზოგადოება" (სინოლოგია II) სტუდენტებს საშუალება აქვთ ამ ორთაგან ერთი მთავარ სპეციალობად აირჩიონ. ორი სინოლოგიური სპეციალობის ერთმანეთთან შეხამება არაა შესაძლებელი.

კორეისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამბურგის აზია-აფრიკის ინსტიტუტში ფუნქციონირებს კორეისტიკის განყოფილებაზე აგერ უკვე მრავალი წელი რაც ნაყოფიერად მუშაობს პროფესორი ვერნერ ზასე (Werner Sasse).

სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ენებისა და კულტურების განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრონეზისტიკა (ინდონეზიისა და სამხრეთ ოკეანეთის არეალის ენები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრონეზისტიკის დარგში ჰამბურგის აზია-აფრიკის ინსტიტუტს აქვს ასევე მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მუშაობა გაშლილი. ამ დარგს ხელმძღვანელობს პროფესორი დრ. რაინერ კარლე (Rainer Carle).

წინა აზიის ისტორიისა და კულტურის განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს ჩინეთის ენისა და კულტურის სემინარის ფარგლებში დაფუძნდა კიდევ ერთი სასწავლო განყოფილება, რომელსაც ტაილანდის, ბურმისა და ინდოჩინეთის განყოფილება ეწოდა. პირველ ხანებში მას ხელმძღვანელობას უწევდა იაპონოლოგის პროფესორი ოსკარ ბენლი. 1970 წელს კლაუს ვენკს (Klaus Wenk) მეინიჭა პროფესორის წოდება აწ უკვე სახელგადარქმეული „სამხრეთ აზიის ენებისა და კულტურების განყოფილებისა“. ამ განყოფილებას პროფესორი კლაუს ვენკი 22 წლის განმავლობაში უდგა სათავეში. მისი კვლევის მთავარი თემები ტაილანდური ლიტერატურას მოიცავდა. ტაილანდური ლიტერატურა ასევე პროფესორ კლაუს როზენბერგის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანი 1970 წლიდან, ვიდრე მის გადაცვალებამდე (1988 წ.). 1992 წელს განყოფილების ხელმძღვანელობა გადაიბარა პროფესიით ეთნოლოგმა ბარენდ იან ტერვიელმა, რომელიც ტაილანდის ისტორიას ბუდიზმსა და კულტუროლოგიას შეისწავლის და იკვლევს.

ბირმული ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასულ წლებში შესაძლებელი იყო ამ განყოფილებაზე ბურმის, ან ბირმის ენის (დღევანდელი მიანმარი) შესწავლა. ინტერესის ნაკლებობის გამო ამ ენის შესწავლა ოფიციალურად შეჩერდა. მიუხედავად ამისა დრ. ჰანს-ბერნდ ცელნერი (Hans-Bernd Zöllner) დაინტერესებულ პირთ აძლევს ბირმული, იმავე მიანმარული ენის საფუძვლების დაუფლების შესაძლებლობას.

ვიეტნამისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამბურგის ამ სპეციალიზირებულ ინსტიტუტში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ვიეტნამის შესწავლას . 2002 წელს იორგ თომას ენგელბერტს (Jörg Thomas Engelbert) ვიეტნამური ენისა და კულტურის პროფესორის წოდება. პროფესორ ენგელბერტის მთავარი სამუშაო თემებია ვიეტნამის უახლესი ისტორია, განსაკუთრებით კი ამ ქვეყნის სამხრეთისა. ეთნიკური განვითარება ინტერეთნიკური კავშირები ვიეტნამს, კამბოჯასა და ლაოსს შორის. ასევე განსაკუთრებული შესწავლის საგანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ვიეტთა ხალხური ლიტერატურა.

ინდოეთისა და ტიბეტის ენების და კულტურების განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტოლოგიის შესწავლა გერმანიის ოთხ უნივერსიტეტშია შესაძლებელი. ესენია; ჰამბურგის უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი. ჰამბურგის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აგრეთვე სპეციალური კათედრა, სადაც ბუდიზმს იკვლევენ.

წინა აზიის ისტორიისა და კულტურის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა აზიის ისტორიისა და კულტურის განყოფილება 1908 წელს ჩამოყალიბდა ჰამბურგის კოლონიალური ინსტიტუტის ბაზაზე. მისი პირველი დირექტორი იყო გერმანული ისლამოლოგიის დამაარსებული კარლ ჰაინრიხ ბეკერი, რომლის ტრადიციები მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააგრძელეს ბერტოლდ შპულერმა (Bertold Spuler), ალბრეხტ ნორთმა (Albrecht Noth), ხოლო 2001 წლიდან კი ლორენს კონრადმა (Lawrence I. Сonrad).

თავდაპირველად სემინარი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთის ქვეყნებში მომავალი ინვაზიებისთვის ვაჭრებისა და მოხელეების ენობრივი და ქვეყანათმცოდნეობითი კუთხით მომზადებას.

ისლამმცოდნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამმცოდნეობა დაკავებულია ისლამური სამყაროს ისტორიისა და კულტურის შესწავლით დასაბამიდან დღემდე. ამ მეცნიერების შესწავლის საფუძველს წარმოადგენს ამ კულტურულ-გეოგრაფიული სივრცეში ისტორიულად არსებული ლიტერატურული ენების (არაბული, სპარსული, თურქული) წერილობითი ძეგლების შესწავლა.

ჰამბურგის ისლამმცოდნეობის კვლევის მთავარი აქცენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მთავარი თემებს წარმოადგენს „ადრული ისლამური ისტორია“ და „წყაროთა კრიტიკა“. გარდა ამისა, დიდი ინტერესის საგანია „მედიცინის ისტორია ისლამურ სამყაროში“.

„მტრის ხატის“ და ისლამური სამყარო არის ერთ-ერთი გერმანული ისლამოლოგიის შესწავლისა და კვლევის ერთ-ერთი მთავარი საგანი, რომელიც გულისხმობს სინქრონული და დიაქრონული მეთოდიკებით ოპერირებას.

გარდა ამისა, კომპარატივისტული ანალიზის დონეზე მიმდინარეობს მეცნიერული დამუშავება „მტრის ხატისა“ არა მარტო არაბთა, თურქთა, სპარსთა და საერთოდ მუსლიმთა შორის, არამედ ევროპულ, ქრისტიანულ სამყაროში არსებული „მტრის ხატისაც“ ისლამურთან მიმართებაში.

არაბულენოვანი პრესა წარმოადგენს განსაკუთრებული დაკვირვებისა და კვლევის საგანს.

გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი „ისლამი“, რომელიც აღმოსავლეთის პრობლემების შესწავლისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ძველი, სპეციალიზირებული სამეცნიერო პერიოდიკაა ევროპაში საერთოდ .

თურქოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქოლოგიის საგანი არის თანამედროვე თურქეთის ენის, ისტორიიისა და კულტურის მეცნიერული შესწავლა. ჰამბურგის სამეცნიერო და კვლევითი ინტერესები მიმართულია ოსმალეთის იმპერიისა და თურქეთის, როგორც ამ ყოფილი იმპერიის ერთ-ერთი ისტორიულ-კულტურული ფრაგმენტის მეცნიერულ შესწავლა-დამუშავებას – ოსმალური და თანამედროვე თურქეთის ლიტერატურის კვლევას.

შუა აზიის სწავლებათა ფარგლებში კი განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს აზერბაიჯანი.

ჰამბურგის თურქოლოგიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს ანემარი ფონ გაბენის პროფესორად დასახელებასთან ერთად თურქეთის კვლევები ისლამოლოგიას გამოეყო და ცალკე სპეციალობად დაფუძნდა. თავდაპირველად ეს სპეციალობა არსებობდა ზოგადი თურქოლოგიის განხრით, სადაც შეისწავლიდნენ ძველი თურქული ენასა და ცენტრალური აზიის თურქული ენებს ალტაისტიკასთან, ფინო-უგრისტიკასთან და სინოლოგიასთან მჭიდრო კავშირში (ჩინური და შუა აზიური ბუდიზმი). ფრაუ გაბენის მემკვიდრემ ბარბარა ფლემინგმა თურქოლოგიური მუშაობა თურქეთის თურქული ენის საენათმეცნიერო, ისტორიული და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების მიმართულებით წარმართა. ჰანა ზორვაიდე განსაკუთრებულ ყურადღებას ოსმანისტიკას უთმობდა. პეტრა ფონ კლაპერტმა კი თურქოლოგია თავის დამოუკიდებელ სამუშაო სფეროდ გადააქცია.

გერმანიის თურქობა – შესწავლის განსაკუთრებული საგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული მიმდინარეობს თურქთა საყურადღებო მასის განუწყვეტელი შემოდინება და ასევე გადინება პირიქითა მიმართულებით, თურქეთში. ამავდროულად თურქი მიგრანტები წარმოადგენენ რელიგიური თვალსაზრისით ყველაზე კონსერვატიულ ფენას გერმანიის მუსლიმთა შორის.

გერმანიაში მცხოვრებ თანამედროვე თურქთა წინაპართა უმეტესობამ კი თავის დროზე სწორედ იმიტომ დატოვა მშობლიური სახლ-კარი, რომ თურქეთის რესპუბლიკის პირობებში, გარკვეული შეზღუდვების გამო, ისინი ჯეროვნად ვერ ახერხებდნენ საკუთარი რელიგიური თვითობის რეალიზებას. ევროპული დემოკრატიის პირობებში კი მათ შესძლეს თურქული იდენტობის არა მარტო შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო განავითარეს თავიანთი რელიგიურ-ნაციონალური თვითმყოფადობა ისე, რომ დღესდღეობით მათი რიცხვი (მხოლოდ გერმანიაში) 3-4 მილიონს აღწევს. მიუხედავად ინტეგრაციის წარმატებული შემთხვევებისა, საზოგადოების ამ ნაწილის გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა მაინც დიდი პრობლემას წარმოადგენს დღემდე.

გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელისშემშლელი ფაქტორები კი ძირითადად უკავშირდება თურქების, როგორც გარკვეული ეთნო-სოციალური ფენის სხვადასხვა მახასიათებლებს, ან მიდრეკილებებს:

  1. ერთი მხრივ თვითსეგრეგაციისადმი გერმანიის შიგნით,
  2. მეორე მხრივ გასაოცარ გახსნილობას თურქეთის თურქობისადმი.

ეს ღიაობა კი გამოიხატება გერმანიასა და თურქეთს შორის გაცხოველებულ მიმოსვლაში. მათი ამგვარი მობილობა კიდევ ერთ ბარიერს ჰქმნის თურქთა ადგილზე დაყოვნებისა და მათი გერმანულ საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირების გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თურქული საზოგადოება დასავლური საზოგადოების ყველა დემოკრატიული მონაპოვრით სარგებლობს, იგი მაინც ხშირად უწევს ოპონირებას ამავე საზოგადოებას, ამ საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს და ეს ოპონირება არცთუ იშვითად მკვეთრად არადემოკრატიულ ხასიათს მქონეა. დღემდე არაერთხელ იქნა გამოვლენილი და აღკვეთილი ე.წ. გერმანიის მოქალაქეობის მქონე ისლამისტთა მონაწილეობით საკუთრივ გერმანიის ტერიტორიაზე განსახორციელებლად დაგეგმილი ტერორისტული აქტები. ისლამისტთა შორის მრავლად იყვნენ თურქი ეროვნების პირები.

აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გერმანიაში მცხოვრებ თურქ მიგრანტთა ყოფა-ცხოვრებაზე, მათ ზნე-ჩვეულებასა და ფასეულობათა სისტემაზე, ისევე როგორც ამ ფასეულობათა ცვალებადობაზე მეცნიერული დაკვირვების წარმოება.

ირანისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანისტიკას 1919-1930 წლებში ჰ. იუნკერი (Heinrich F.J. Junker) და ჰ. რაიხერტი (H. Reichelt) წარმოადგენდნენ, ხოლო 1937-დან 1954 წლებში კი – ჯეჰანგირ თევადია (Jehangir Tavadia). 1948 წელს ჰამბურგის ირანისტიკამ ვ. ლენცის მოწვევით მიმართულება შეიცვალა და საენათმეცნიერო და ინდოლოგიური იწყო მუშაობა, მოგვიანებით, 1966 წლიდან კი ირანისტიკა დამოუკიდებელ სპეციალობად ჩამოყალიბდა და ორ კვლევითი მიმართულება გამოცხადდა პრიორიტეტულად: ხოტანური თავის ბუდისტური ლიტერატურით და შაჰნამე (Schāhnāme).

აფრიკანისტიკისა და ეთიოპისტიკის განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკანისტიკის სახელგანთქმული პროფესორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aligned ISNI and Ringgold identifiers for institutions // zenodo — 2017. — doi:10.5281/ZENODO.758080