ჰამბურგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰამბურგერი (ბიგ მაკი)

ჰამბურგერი ან შემოკლებით ბურგერი — სენდვიჩი, რომელიც შედგება ორთქლზე მომზადებული ან შემწვარი პურის ნაჭრების შორის მოთავსებული კატლეტისგან.ხშირად ემატება ყველი, პომიდორი, სალათის ფურცელი, კიტრი, ხახვი, წიწაკა, ავოკადო, ანანასი, სოკო, სოუზები - კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, სოიოს სოუსი, ყველის სოუსი, ხანდახან რამდენიმე ერთად. ხშირად გაიცემა კარტოფილ ფრისთან, შემწვარ კვერცხთან ან რაიმე სალათასთან ერთად. ყველიან ჰამბურგერს ჩიზბურგერი ეწოდება. ჰამბურგერს ხორცის სხვა სახეობების კატლეტებით ეწოდება ქათმის ბურგერი, ინდაურის ბურგერი, თევზის ბურგერი და ა.შ. ხორცის სახეობის მიხედვით. ვეგეტერიანულ უხორცო ჰამბურგერს ბოსტნეულის ბურგერს უწოდებენ. იყიდება სწრაფი კვების ობიექტებში, სასადილოებში, ხანდახან უფრო მაღალი კლასის რესტორნებშიც, სადაც სწრაფი კვების რესტორანთან შედარებით რამდენიმეჯერ ძვირი ღირს, მაგრამ რესტორნის მენიუში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი აქვს. არსებობს ჰამბურგერის ბევრი ვარიაცია რესტორნის და რეგიონის მიცედვით.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ჰამბურგერი გერმანიის მეორე უმსხვილესი ქალაქის, ჰამბურგის დემონიმია[1] ანუ ჰამბურგში წარმოშობილს ნიშნავს. ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა გერმანიაში წარმოშობილ სხვა ხორცის პროდუქტებშიც, მაგ. სოსისის სახეობები wiener და frankfurter (გერმ. ვენელი, ფრანკფურტელი). შემდგომში შემოკლებული „ბურგერი“ სხვა სენდვიჩების სახელწოდებადაც იქცა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1758 წლის ინგლისელი კულინარიული წიგნების მწერლის ჰანა გლასის რეცეპტების წიგნში მოიძებნება „ჰამბურგის სოსისის“ - ტოსტზე დადებული შემწვარი სოსისის რეცეპტი. მსგავსი კერძი პოპულარული იყო ჰამბურგში „თბილი პურის“ სახელწოდებით XIX საუკუნეში[2] და ზოგი წყაროს თანახმად ამერიკაში მიმავალი გერმანელი ემიგრანტები მას გზაში მიირთმევდნენ. ჰამბურგერის წარმოშობის ზუსტი ისტორია ბოლომდე უცნონად რჩება, თუმცა ეს ფაქტები მისი გამოგონების და სახელის შესაძლებელ ახსნად ითვლება. შემდეგ ჩნდება „ჰამბურგერული სენდვიჩის“ ხსენებები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, მის გამოგონებას იბრალებს სხვადასხვა ამერიკელი მზარეული და რესტორანი. წერილობითი წყაროების ნაკლებობის გამო თანამედროვე ჰამბურგერის გამომგონებლის დადგება შეუძლებელია.

დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hamburger (2).jpg

ჩვეულებრივად ჰამბურგერი სწრაფი კვების რესტორნებში გვხვდება, სადაც მზადდება ქარხნულად, გაყინულად ინახება და თბება გაცემამდე. ტრადიციული ამერიკული ბურგერი უფრო დიდი და სქელია და მზადდება ხელით. კატლეტი ჩვეულებრივად მრგვალია, მაგრამ ზოგ რესტორანში, მაგ., Wendy's-ის ქსელში კატლეტებს ოთხკუთხედად ჭრიან. ითვლება აშშ-ს ერთ-ერთ სიმბოლოდ.

ქვეყნების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში ჰამბურგერს ფრანგული სამზარეულოს წესით ამზადებენ ადგილობრივი პროდუქტებით და სოუზებით, ხშირად კარტოფილ ფრისთან ერთად. 2012 წლის კვლევის თანახმად წლიურად ერთი ფრანგი საშუალოდ 14 ჰამბურგერს ჭამს. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი მეორეა ევროპაში ბრიტანეთის შემდეგ და მეოთხეა მსოფლიოში[3]. ბრიტანეთში კერძი ამერიკულისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა ბრიტანული რესტორანთა ქსელები ამერიკულებს დიდ კონკურენციას უწევენ.

მექსიკაში ჰამბურგერს ლორით[4], ამერიკული ყველით, ჰალაპენიოთი, ავოკადოთი, ხახვით და პომიდვრით ამზადებენ. ხანდახან ემატება ბეკონი, შიგნით ან ცალკე. პოპულარულია ასევე ჰამბურგერი ანანასის ნაჭრით. ცნობილი როგორც „ჰავაის ბურგერი“.

აზიის ქვეყნებში პოპულარულია ბრინჯის ბურგერი, ჩინეთში კი არსებობს ჰამბურგერის მსგავსი ჩინური ქუჩის საკვები რუჯამო, რომელსაც ჩინურ ჰამბურგერსაც უწოდებენ. იაპონიაში ჰამბურგერი ხანდახან უპუროდაც გაიცემა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]