ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი
ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი مطار حمد الدولي Hamad International Airport
| ||
---|---|---|
![]() | ||
ინფორმაცია
| ||
ტიპი | სამოქალაქო | |
ოპერატორი | კატარის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო | |
ადგილმდებარეობა | დოჰა, კატარი | |
ჰაბი | Qatar Airways | |
სიმაღლე ზდ | 4 | |
კოორდინატები | 25°16′23″ ჩ. გ. 51°36′29″ ა. გ. / 25.27306° ჩ. გ. 51.60806° ა. გ. | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||
ნომერი | ზომები | საფარი |
16R/34L (დ) | 4250 | ასფალტი |
16L/34R (ა) [2] | 4850 | ასფალტი |
ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار حمد الدولي) — საერთაშორისო აეროპორტი კატარის დედაქალაქ დოჰაში.[3] ადრე ცნობილი როგორც დოჰის ახალი საერთაშორისო აეროპორტი (დასა), თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს 2009 წელს ძველი დოჰის საერთაშორისო აეროპორტი უნდა შეეცვალა, მაგრამ მშენებლობის დასრულების ვადის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, 2014 წლის 30 აპრილს აეროპორტი საბოლოოდ გაიხსნა Qatar Airways-ის რეისის დაფრენით დოჰის საერთაშორისო აეროპორტიდან. ეროვნული ავიაგადამზიდი Qatar Airways ახალ აეროპორტში 2014 წლის 27 მაისიდან გადავა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტის გეგმა 2003 წელს შემუშავდა, ხოლო მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. ახალი აეროპორტი ამჟამინდელი აეროპორტიდან 5 კილომეტრით აღმოსავლეთით აშენდა. ის განთავსებულია 3600 ჰექტარ ტერიტორიაზე.
ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის აშენების მთავარი მიზეზი გაზრდილი ტრაფიკი იყო რომელსაც არსებული აეროპორტი ვეღარ უმკლავდებოდა. ახალ აეროპორტს გახსნისას წელიწადში 29 მილიონი მგზავრის მომსახურების საშუალება ექნება, რაც ამჟამინდელზე სამჯერ მეტია. დასრულების შემდეგ წელიწადში 50 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ზოგიერთის გათვლით კი აეროპორტს წელიწადში 93 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება, რაც მას დუბაის შემდეგ მეორე უდიდეს აეროპორტად აქცევს რეგიონში.[4] გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ აეროპორტი 320 000 თვითმფრინავსა და 2 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. სარეგისტრაციო და სავაჭრო ზონები დღეს არსებულზე 12-ჯერ დიდი იქნება. აეროპორტი ქალაქ დოჰის ფართობის 2/3 ზომის იქნება.[5]
აეროპორტს გააჩნია ოაზისის თემატიკა. ბევრ ნაგებობას გააჩნია წყლის მოტივები, ტალღისებური სახურავითა და უდაბნოს მცენარეულობით.[6]
გახსნის გადავადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სატვირთო ოპერაციები 2013 წლის 1 დეკემბერს დაიწყო Qatar Airways Cargo-ს საინაუგურაციო რეისით ევროპიდან.[7] ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2014 წლის იანვარში, მსუბუქი გახსნის შემდეგ დაიწყო.[8] 2013 წლის 2 აპრილის ორიგინალური მსუბუქი გაშვება გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არადამაკმაყოფილებელი პასუხები იყო რასაც შემდგომი დამუშავება სჭირდებოდა 9 თვის განმავლობაში.[9] აეროპორტის გახსნის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ პირველი ორი ფაზისა და მესამე ფაზის ნაწილის გახსნა 2014 წელს არის დაგეგმილი.[10] მესამე საბოლოო ფაზა დაგეგმილია 2015 წელს. აეროპორტი გაშენებულია 36 კმ²-ზე, რომლის ნახევარიც ხელოვნურად შექმნილ მიწაზეა.[11]
გახსნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი თავის პირველ მგზავრებს შეხვდა, Qatar Airways-ის კუთვნილი Airbus A320 ბოტზე 130 მაღალი დონის სტუმრით ადგილობრივი დროით 11:30-ზე დაეშვა ახალ აეროპორტში. რეისს ჟურნალისტები და ძირითადი მედიასაშუალებების წარმომადგენლები დახვდნენ. გაიმართა აეროპორტის გახსნის მოკრძალებული ცერემონია.
აღჭურვილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინალი 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დარბაზი A — აქვს 10 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით და მდებარეობს სარეგისტრაციო ზონისა და მთავარი ტერმინალის დასავლეთით. ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად.
- დარბაზი B — აქვს 10 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით და მდებარეობს სარეგისტრაციო ზონის აღმოსავლეთით. ის გაიხსნა 2014 წლის 30 აპრილს დოჰის საერთაშორისო აეროპორტიდან გადმოსული 10 ავიაკომპანიისათვის. ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად. აქ არის პატარა ყავის მაღაზია B დარბაზის ბოლოში, მოსაწევი ოთახები, საოჯახო ზონები და ექსპრეს უბაჟო მაღაზიები. აეროპორტის მთავარი უბაჟო ვაჭრობის ზონა 27 მაისს გაიხსნება.[12]
- დარბაზი C აქვს 13 სამგზავრო გასასვლელი რეაქტიული ხიდებით, ორი გასასვლელი გათვლილია Airbus A380-ის მისაღებად.
ტერმინალი 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კატარი ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ტერმინალის აშენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ მგზავრთა რაოდენობა პროგნოზირებულ ციფრს გადააჭარბებს.
ბილიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტში ორი პარალელური ბილიკია, რომლების ერთმანეთისაგან 2 კილომეტრითა დაშორებული და გათვლილია ერთდროულ აფრენასა და დაფრენაზე. პირველი არის 4850 მ x 60 მ და ის ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკია დასავლეთ აზიაში, ხოლო ერთ-ერთი უგრძესი ბილიკი მსოფლიოში. მეორე ბილიკი არის 4250 მ x 60 მ.[13]
ავიაკომპანიები და მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამგზავრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მომსახურება 2014 წლის 30 აპრილიდან დაიწყო ათი მსხვილი ავიაკომპანიის საშუალებით.[14] დანარჩენი ავიაგადამზიდავები აეროპორტის გამოყენებას 2014 წლის 28 მაისიდან დაიწყებენ.[15]
იხილეთ აგრეთვე დოჰის საერთაშორისო აეროპორტი
სატვირთო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ICAO-ს კოდი
- ↑ East Runway Sign
- ↑ Overview of NDIA on airliners.net
- ↑ albawaba.com middle east news information::$3.63 trillion earmarked for Middle East hotels and supporting tourism infrastructure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-22. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
- ↑ Airport Technology - New Doha International Airport, Qatar
- ↑ „Is the Hamad International ever going to open?“. Qatar Chronicle. July 6, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 12, 2013. ციტირების თარიღი: July 16, 2013.
- ↑ Qatar Airways Cargo inaugurates freight operations at New Doha Airport
- ↑ Doha's hamad airport to open in January 2014
- ↑ new Doha Airport launch put off
- ↑ http://gulfnews.com/business/aviation/new-17-5b-doha-airport-to-open-on-12-12-12-1.1016632
- ↑ Gulfnews: Qatar targets 24m annual passengers in new airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-23. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ http://www.caa.gov.bh/ais/eAipjan2013/2012-10-18-AIRAC/pdf/OB-eSUP-2012-09-en-BH.pdf[მკვდარი ბმული]
- ↑ New April 30 soft launch date set for Hamad International Airport
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ „Qatar Airways Announces Non-Stop Service to Dallas/Forth Worth“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. December 4, 2013. ციტირების თარიღი: December 4, 2013.
- ↑ http://www.qatarairways.com/english_india/press-release.page?pr_id=pressrelease_230314_djibouti_launch
- ↑ „Qatar Airways Announces New Route to Edinburgh“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 20 November 2013. ციტირების თარიღი: 20 November 2013.
- ↑ „Qatar Airways Continues China Expansion With Flights to Hangzhou“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 5 November 2013. ციტირების თარიღი: 6 November 2013.
- ↑ „QATAR AIRWAYS TO COMMENCE FOUR WEEKLY SERVICES TO ISTANBUL’S SABIHA GOKCEN AIRPORT“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 3 December 2013. ციტირების თარიღი: 4 December 2013.
- ↑ Qatar Airways: Miami will be next U.S. destination. USA Today (21 October 2013). ციტირების თარიღი: 21 October 2013.
- ↑ http://www.qatarairways.com/english_qatar/press-release.page?pr_id=pressrelease_131027-dwc-sharja-announcement
- ↑ http://www.arabianbusiness.com/qatar-air-launch-sixth-saudi-route-in-october-515191.html
- ↑ „Tokyo's Haneda Airport named Qatar Airways third destination in Japan“ (პრეს-რელიზი). Qatar Airways. 6 March 2014. ციტირების თარიღი: 6 March 2014.
- ↑ 25.0 25.1 United Airlines will end service to Qatar in August. USA Today (May 30, 2014). ციტირების თარიღი: May 30, 2014.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-29. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ http://www.tradearabia.com/news/STN_222451.html[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-17. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ MP Cargo winter 2012 timetable. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-27. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
- ↑ 31.0 31.1 31.2 http://www.thehindubusinessline.com/news/qatar-airways-cargo-plans-freight-services-to-hyderabad-stansted/article5746728.ece
- ↑ Qatar Airways cargo routemap
- ↑ New Saudia Europe-Doha freighter service. Freightweek.org. ციტირების თარიღი: 2014-05-26.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოჰის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი დაარქივებული 2018-08-07 საიტზე Wayback Machine.