ჰალიოტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცოცხალი ჰელიოტისი აკვარიუმში.
მოლუსკისგან მომზადებული კერძი მაკაოში

ჰალიოტისი, „ზღვის ყური“ (ლათ. Haliotis) — ზღვის მოლუსკების გვარი, მიეკუთვნება ჰალიოტიდების ოჯახს (Haliotidae) და აერთიანებს ათეულობით სახეობას. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ თბილ ზღვაში. მოლუსკის სხეული დაფარულია ნიჟარით, რომლის გარეთა ზედაპირს აქვს მცირე ზომის ხვრელების რიგი. სხეულის ზრდასთან ერთად ამ ხვრელების უმეტესობა იხურება, ნაწილი ღია რჩება და ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოსაყოფად გამოიყენება. სხეულის საშუალო ზომა 10-25 სმ-ია. უდიდესი სახეობაა H. rufescens, რომლის ზომა 30 სმ აღწევს. ნიჟარის მბზინავი შიდა ზედაპირი, რომელიც ირიზაციით ხასიათდება, გამოიყენება დეკორატიული მიზნით, ხოლო კუნთოვანი ფეხი ძვირფას საკვებად ითვლება. სამრეწველო თევზჭერა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში (კალიფორნია), მექსიკაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]