ალბრეხტ ჰალერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰალერი, ალბრეხტ)
ალბრეხტ ფონ ჰალერი

ალბრეხტ ფონ ჰალერი (გერმ. Albrecht von Haller; დ. 16 ოქტომბერი, 1708, ბერნი — გ. 12 დეკემბერი, 1777, იქვე) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და პოეტი. გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი (1736-1853). წიწილის ემბრიოგენეზის შესწავლის საფუძველზე ცდილობდა პრეფორმაციის თეორიის დასაბუთებას. ექსპერიმენტულად დაადგინა კუნთოვანი ბოჭკოების თვისებები. შექმნა მცენარეთა მისეული სისტემა, რომელიც ემყარებოდა ნაყოფის აგებულებასა და მცენარის გარეგნობას. მან, როგორც პოეტმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შვეიცარიული და გერმანული ლიტერატურის ისტორიაში.

Elementa physiologiae corporis humani VIII

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]