ჰაკა
იერსახე
ჰაკა — ახალ ზელანდიელი მაორების ტრადიციული საბრძოლო ცეკვა. ეს არის ჯგუფური ცეკვა, რიტმული ყვირილის ფონზე შესრულებული ენერგიული მოძრაობებითა და პოზირებით. ჰაკას შემსრულებლებს ეწოდებათ კაპა ჰაკა (კაპა მაორის ენაზე ნიშნავს რიგს). სიტყვა ჰაკა-ს აქვს პოლინეზიური ფუძე, და აღნიშნავს 'სიმღერის ფონზე ცეკვას'. ზოგ ენაში მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად ტიკოპიაზე ეწოდება საკა და ნიშნავს 'გარკვეულ სარიტუალო მოქმედებას'. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჰაკას ასრულებს თამაშის წინ, რამაც ეს ცეკვა გახადა ცნობადი.
მითოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაორის მითოლოგიის თანახმად მზის ღმერთ ტამა-ნუი-ტე-რას ჰქონდა ორი: ზაფხულის ჰინე-რაუმატი და ზამთრის ჰინე-ტაკურუა სახე. ჰაკა გამოსახავს ჰინე-რაუმატის გამოსვლას.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Haka – A New Zealand icon
- Photo დაარქივებული 2011-01-04 საიტზე Wayback Machine.