ჰაირაბეტოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაირაბეტოვის სახლი
რუს. Дом Гайрабетова
კოორდინატები 47°12′45″N 38°56′02″E / 47.212615° ჩ. გ. 38.933953° ა. გ. / 47.212615; 38.933953
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი მიხეილ პეტროვი
ტიპი პროვინციული კლასიციზმი
გახსნის თარიღი 1861

ჰაირაბეტოვის სახლი (რუს. Дом Гайрабетова) — უძველესი სამსართულიანი სახლი ცენტრალურ ტაგანროგში. განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლებს. ამჟამად მასში განთავსებულია ანტონ ჩეხოვის სახელობის ტაგანროგის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 66.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1861 წელს დონის ნახიჩევანელმა ვაჭარმა მარკ ჰაირაბეტოვმა მიიღო გააწყვეტილება აღედგინა თავისი ორსართულიანი სახლი პეტროვის ქუჩაზე. სახლის განახლება მიმდინარეობდა ქალაქ ტაგანროგის პირველი არქიტექტორის მიხეილ პეტროვის (1867-1873 წწ.) მიერ. სახლს ზემოდან დააშენეს ერთი სართული, ფასადი გააფორმეს რვა სვეტით, რომელიც სრულდებოდა სამკუთხა ფრონტონით. პირველი სართული გააფორმეს რელიეფური ქვებით.

ჰაირაბეტოვის სახლის გაყიდვამდე პირველ სართულზე მოქმედებდა ტაგანროელებში საკმაოდ პოპულარული კაფე „ტრატორია“. 1860 წლიდან სახლი გამოიყენებოდა კომერციული შეხვედრებისათვის, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი შეხვედრებისათვის. სახლის ნაწილი ეკავა ფეხსაცმელების მაღაზიას (უფროსი ტ. ი. ილენკო), მამაკაცის ქუდებისა და შლიაპების მაღაზიას (უფროსი ი. ლევი), ველოსიპედების, საკერავი მანქანებისა და სხვა სახის მაღაზიებს (უფროსი ი. როზენშტეინი). ასევე შენობაში მოქმედებდა ა. კარელინის თამბაქოს მაღაზია და ჩაის მაღაზია.

პირველი მსოფლიო ომი დროს სახლში მოქმედებდა ლაზარეთი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობაში მოქმედებდა: პროფკავშირის მუშაკთა სახლი, ატამანთა პოლკის კლუბი და მუზეუმი, საგუბერნიო კურსები და სხვ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობაში მოქმედებდა კვების ტექნიკუმი, ხოლო 1955 წლიდან შენობას იკავებს პედაგოგიური ინსტიტუტი.

ჰაირაბეტოვების სახლი განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლების კატეგორიას.

ამჟამად ჰაირაბეტოვების სახლში განთავსებულია ანტონ ჩეხოვის სახელობის ტაგანროგის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობამ თანამედროვე სახე მიიღო 1861 წლის გადაკეთების შედეგად. სახლის ფასადზე დაამატეს რვა სვეტისგან შემდგარი კოლონა, რომელიც სრულდება სამკუთხედი ფრონტონით. პირველი სართული რუსტიკებითაა გაფორმებული. შენობის ცენტრალურ ნაწილს დაშენებული აქვს მესამე სართული. ფანჯრის ღიობები სწორკუთხაა. მეორე სართულზე ფანჯრებს ამშვენებს სანდრიკები.

ქუჩის მხრიდან შენობას აქვს რამდენიმე შესასვლელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]