შინაარსზე გადასვლა

ჰაინრიხ V (საქსონია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინრიხ V ლუკა კრანახის (უფროსი) მიერ შესრულებილი

ჰაინრიხ V მორწმუნე (გერმ.: Heinrich V. der Fromme) (დ. 16 მარტი, 1473, დრეზდენი, საქსონია — გ. 18 აგვისტო, 1541, იქვე) — საქსონიის ჰერცოგი 1536–1541 წლებში.


ჰაინრიხმა მამისაგან, ალბრეხტისაგან მემკვიდრეობით მიიღო ფრისლანდია. თუმცა 1505 წლის 30 მაისს მისი მმართველობით უკაყოფილო ფრიზებმა მის მორჩილებაზე უარი განაცხადეს და ჰაინრიხი იძულებული გახდა სამფლობელოები ძმისთვის გადაეცა. თვითონ კომპენსაციის სახით მიიღო ციხე-ქლაქები ფრეიბერგი და ვოლკენშტაინი.

1536 წელს ჰაინრიხ V ლუთერანობა მიიღო და იმავე წელს კათოლიკე ძმის გეორგ I-ის გარდაცვალების შემდეგ საქსონიის ჰერცოგი გახდა. მისი ჰერცოგობის დროს პროტესტანტიზმი სახელმწიფო რელიგია გახდა, რასაც შედეგად უამრავი ადამიანის იძულებით რწმენის შეცვლა, ქვეყნიდან განდევნა ან საპყრობილეში ჩასმა მოჰყვა.

ჰაინრიხს ცოლად ჰყავდა კატარინა ფონ მეკლენბურგი, ჰერცოგ მაგნუს II ფონ მეკლენბურგ-შვერინის ასული.