ჰაიკანუშ დანიელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიკანუშ დანიელიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 (15) დეკემბერი, 1893[1]
დაბ. ადგილი თბილისი[2] [1]
გარდ. თარიღი 19 აპრილი, 1958(1958-04-19)[2] [1] (64 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი[2] [1]
დასაფლავებულია Tokhmakh cemetery
ეროვნება სომხები[1]
ჰაიკანუშ დანიელიანი ვიკისაწყობში

ჰაიკანუშ ბაღდასარის ასული დანიელიანი (სომხ. Հայկանուշ Դանիյելյան; დ. 3 დეკემბერი (ახ. სტ. 15 დეკემბერი), 1893, თბილისი, — გ. 19 აპრილი, 1958, ერევანი) — სომეხი მომღერალი (ლირიკული კოლორატურული სოპრანო). საბჭოთა კავშირის (1939) და საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946).

1920 წელს დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1922–1932 წლებში იყო თბილისის, 1933–1943 წლებში — ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრების სოლისტი. 1943–1951 წლებშI იყო ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი (1949 წლიდან — პროფესორი). შესრულებული აქვს პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „ლატავრა“; ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელია, 1928); ანუში (ა. ტიგრანიანის „ანუში“); ოლიმპია (ტ. ჩუხაჭიანის „არშაკ II“); ანტონიდა (მ. გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“) და სხვ. გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი. დიმიტრი არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. გამოირჩეოდა ლამაზი ტემბრის ხმით, მაღალი ვოკალურ-სცენური ოსტატობით, მკაფიო არტისტული ინდივიდუალობით. იყო სსრკ უმაღლეს საბჭოს 2 მოწვევის (1946-1950) და სომხეთის სსრ უმაღლეს საბჭოს I და III მოწვევების დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1939).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]