ჰაიდი ტალიავინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიდი ტალიავინი

ჰაიდი ტალიავინი (დ. 1950 ბაზელი, შვეიცარია) — შვეიცარიელი დიპლომატი, რომელიც ცნობილია საერთაშორისო დახმარებისა და მშვიდობისმყოფელ მისიებში შეტანილი წვლილისათვის. იგი ხელმძღვანელობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის საომარი კონფლიქტის ფაქტების შემსწავლელ საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს შეიქმნა ევროკავშირის მიერ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიდი ტალიავინი დაიბადა 1950 წელს იტალიელი არქიტექტორისა და ლიუცერელი მხატვრის ოჯახში[1][2].

1982 წელს დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტში, 1984 წლიდან — დეპარტამენტის პოლიტიკურ სამმართველში[3]. 1995 წელს იყო ჩეჩნეთში ეუთოს რეაგირების პირველი ჯგუფის წევრი[4]. 1996 წელს მუშაობდა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში[5]. 1998 წლიდან 1999 წლამდე იკავებდა საქართველოში გაეროს სადამკვირებლო მისიის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას[4].

1999 წელს შვეიცარიაში დაბრუნებისთანავე დაინიშნა საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტში პოლიტიკურ სამმართველოში ჰუმანიტარული უსაფრთხოების პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელად[5]. 2000-2001 წლებში მუშაობდა ეუთოს მოქმედი თავჯდომარის წარმომადგენლად კავკასიაში[2]. 2001-2002 წლებში იყო შვეიცარიის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინაში[5]. 2002 წელს ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას საქართველოში[5]. 2006 წელს დაბრუნდა ბერნში, სადაც დაიკავა საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკური სამმართველოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა[3].

2008 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის მიზეზების დამდგენი კომისიის ხელმძღვანელად[4]. აღნიშნული საქმისათვის გამოყოფილი იყო 1,6 მილიონი ევრო. კომისიას დასკვნა უნდა წარედგინა 2009 წლის 31 ივლისს, მაგრამ მისი გადატან მოხდა 30 სექტემბრისათვის[6]. საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშში წარმოდგენილი იყო ომის გამომწვევი მიზეზები.

2009-2010 წლებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[7].

2014-2015 წლებში წარმოადგენდა ეუთოს მისიის საკონტაქტო ჯგუფს უკრაინაში.

თანამდებობიდან გადადგა 2015 წლის 7 ივნისს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andreas Dietrich (сентябрь 2003). „Madame Courage“ (გერმანული). NZZ Folio. ციტირების თარიღი: 2010-05-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Ernennung von Botschafterin Heidi Tagliavini zur persönlichen Vertreterin des Amtierenden Vorsitzenden der OSZE für Missionen im Kaukasus. Eidgenössisches Departement für auswärtige Angelegenheiten. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
  3. 3.0 3.1 „Une Suissesse pressentie pour enquêter sur la guerre en Géorgie“ (ფრანგული). 24 heures. 21 ноября 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2010-05-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 „Tagliavini to lead Georgia inquiry“ (ინგლისური). Swissinfo. 21 ноября 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2010-05-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 „Secretary-General Appoints Heidi Tagliavini of Switzerland As Special Representative for Georgia, Head of UNOMIG“ (ინგლისური). 23 мая 2002. ციტირების თარიღი: 2010-05-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Андрей Федяшин. Саакашвили возвращается на войну. РИА Новости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
  7. „БДИПЧ ОБСЕ официально открыла миссию по наблюдению за выборами президента Украины“. Интерфакс-Украина. 26 ноября 2009. ციტირების თარიღი: 2010-05-08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]