ჰაიდელბერგის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაიდელბერგის სასახლე)
ჰაიდელბერგის ციხესიმაგრის ნანგრევები

ჰაიდელბერგის ციხესიმაგრე (გერმ. Heidelberger Schloss) — გერმანიაში არსებული ციხესიმაგრის ყველაზე ცნობილი ნანგრევია და ქალაქ ჰაიდელბერგის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ციხესიმაგრე დაინგრა პფალცის ცხრაწლიან სამემკვიდრეო ომში, მანამდე კი იგი პფალცის კურფიურსტის (თანამდებობაა) რეზიდენცია იყო. ლუი XIV-ის ჯარის მიერ 1689-1693 წლებში ჰაიდელბერგის ციხესიმაგრის დანგრევის შემდეგ მას მხოლოდ ნაწილობრივ ჩაუტარეს რესტავრაცია. წითელი ქვიშაქვით ნაგები ციხესიმაგრე დგას ხეობიდან 80 მეტრით ზემოთ, კენიგშტულის მთის ჩრდილოეთ კალთაზე და აკონტროლებს ქალაქ ჰაიდელბერგის მთელ ძველ უბნებს. ციხესიმაგრეში არსებული ერთ-ერთი სასახლის ტიპის ნაგებობა ოტჰაინრიხსბაუ გერმანული რენესანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Michael Falser: Denkmalpflege der deutschen Kaiserzeit um 1900: Das Heidelberger Schloss, ›Denkmalwuth‹ und die Kontroverse zwischen Georg Dehio und Alois Riegl. In: Michael Falser: Zwischen Identität und Authentizität. Zur politischen Geschichte der Denkmalpflege in Deutschland. Thelem, Dresden 2008, ISBN 978-3-939888-41-3, S. 43–70.
  • Uwe Heckmann: Romantik. Schloß Heidelberg im Zeitalter der Romantik. Schnell & Steiner 1999, ISBN 3-7954-1251-X.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bernd Müller: Architekturführer Heidelberg, Bauten um 1000–2000. Stadt Heidelberg 1998. S. 46