ჰაიგ გუდენიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიგ გუდენიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 მაისი, 1886(1886-05-19)[1]
დაბ. ადგილი კაისერი[1]
გარდ. თარიღი 12 მაისი, 1972(1972-05-12) (85 წლის)
გარდ. ადგილი Crescent Beach
დასაფლავებულია Lapeer
ეროვნება სომხები[1]

ჰაიგ გუდენიანი (სომხ. Հայկ Կիւտէնեան; დ. 19 მაისი 1885 — გ. 12 მაისი, 1972) — სომეხი-ამერიკელი მევიოლინე, კომპოზიტორი და ანატოლიური წარმოშობის ავტორი. დატოვა მშობლიური ქალაქი კონსტანტინოპოლი 1904 წელს და გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, სადაც სწავლობდა მუსიკასა და ვიოლინოს ვიტესლავ ნოვაკის, ოტაკარ სევჩიკის, სეზარ ტომსონის და მატიუ კრიკბუმის ხელმძღვანელობით. უკრავდა მე-18 საუკუნის იშვიათ ესპანურ ვიოლინოზე თავის საკონცერტო სპექტაკლებში, ცნობილი იყო თავისი ვირტუოზული ოსტატობით. თითქმის ყველა მისი მრავალრიცხოვანი კომპოზიცია შთაგონებული იყო რეგიონის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. მის კომპოზიციებს შორისაა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა სომეხი მწყემსი, სომხური სიყვარულის სიმღერა და არაბი ბიჭი, რომლებიც ასახავს სომეხი ხალხის ცხოვრებას და იდეალებს. [2] მევიოლინეებმა ჯაშა ჰეიფეციმ და მაქს როზენმა, ისევე როგორც პიანისტმა პერსი გრეინჯერმა, რეპერტუარებში შეიტანეს მისი სხვადასხვა ნაწარმოებები. [3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ კაისერში, ოსმალეთის იმპერიაში, სწავლობდა კონსტანტინოპოლის თურქული უნივერსიტეტში, 1904 წელს გადავიდა ბრიუსელში, სადაც სწავლობდა ვიოლინოს ცეზარ ტომსონის და მათიუ კრიკბორნის ხელმძღვანელობით. პრაღაში სწავლობდა ვიოლინოს ოტაკარ სევჩიკის ხელმძღვანელობით და კომპოზიციას ვიტესლავ ნოვაკთან. სწავლის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე წელი იმოგზაურა ჩეხოსლოვაკიაში, თურქეთში, კავკასიაში, სპარსეთსა და ეგვიპტეში, აითვისა ამ ქვეყნების ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ტრადიციული მუსიკა, შემდეგი ორი წელი ბალკანეთში გაატარა. ის სიტყვით გამოვიდა ბულგარეთისა და რუმინეთის მთავარ ქალაქებში; რუმინელი მევიოლინის ჯორჯ ენესკუს თანხლებით, მან წარმოადგინა ელიზაბედ ცუ ვიდი (კარმენ სილვა) მის სასახლეში ბუქარესტში. [4] ის ასევე გამოვიდა ბუდაპეშტში, მიუნხენში, ჟენევაში, მარსელში, პარიზში და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში. საფრანგეთიდან ნიუ-იორკში 1918 წლის იანვარში პირველი მსოფლიო ომის დროს ჩავიდა. შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან მალევე, ის ფარულად დაქორწინდა ოლიივ პიბოდიზე სენტ ჩარლზში, მისურში; ისინი შეხვდნენ სენტ-ლუისის თეატრ ოდეონში, როდესაც გუდენიანმა სირიულ-სომხური დახმარების ფონდის სახელით სპექტაკლში გამოვიდა. [5]

მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლე იყო, რადგან გუდენიანი იმავე წელს დაქორწინდა პიანისტ კეტრინ ლოუზე (19011997). [6] გამოდიოდა ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, [7] და ჩიკაგოში, სოლისტი იყო სენტ-ლუისისა და ფილადელფიის სიმფონიურ ორკესტრებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი წლის განმავლობაში (19201922) ცინცინატის მუსიკის კონსერვატორიის ფაკულტეტზე ვიოლინოს, ანსამბლისა და რეპერტუარის მასწავლებელი იყო და ატარებდა ვიოლიონოს გაკვეთილებს ალისა ბეკერ-მილერის სკოლაში, ოჰაიოში. [8] მან შეასრულა სამი კომპოზიციის პრემიერა 1925 წლის 27 აგვისტოს Queen's Hall-ში, ლონდონში, ეს კომპოზიციებია: The Shepherd, Candy Seller და Pastorale.

ის და მისი მეუღლე კეტრინი ხშირად გადადიოდნენ შეერთებული შტატების შუა დასავლეთში პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, ცხოვრობდნენ ლანსინგში, მიჩიგანში; სენტ-ლუისში, მისურში; ცინცინატში და დეიტონში, ოჰაიოში და ინდიანას შტატში. [9]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, გუდენიანი და მისი მეუღლე კეტრინი გადავიდნენ ფლორიდაში, კრესენტ ბიჩში. გარდაიცვალა 1972 წელს და დაკრძალეს მთ.ჰოპის სასაფლაოზე ლაპირში, მიჩიგანში. მისი მეუღლე კეტრინ ლოუ გუდენი 1997 წელს გარდაცვალების შემდეგ მის გვერდით დაკრძალეს.

გუდენიანის ნაშრომები, მათ შორის ხელნაწერები და სხვა ნაშრომები ინახება სტეტსონის უნივერსიტეტში, დელანდში, ფლორიდაში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Call of the Ancient East: A Few Suggestions for the Understanding of it Through Pure Oriental Music (1951)[10]
  • Yogi, the dog (1959)[11][12]
  • Moral Sense and Nightmare (1957-1959)[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. The Evening Missourian. [volume (Columbia, Mo.) 1917-1920, April 26, 1919, Image 2]. Library of Congress (26 April 1919). ციტირების თარიღი: 29 March 2020.
  3. „Daytonians will have an opportunity to hear a most unusual program“. The Dayton Herald (ინგლისური). Dayton, Ohio. 9 February 1921. p. 11. ციტირების თარიღი: 4 April 2020.
  4. „Played Before the Queen“. Dayton Daily News (ინგლისური). Dayton, Ohio. 14 November 1920. p. 64. ციტირების თარიღი: 4 April 2020.
  5. „Armenian violinist weds Secret Marriage of Olive Peabody Surprises Relatives: Married Miss Olive Peabody at St. Charles Wednesday—Met Here Last February“. St. Louis Post-Dispatch (ინგლისური). St. Louis, Missouri. April 13, 1919. p. 68. ციტირების თარიღი: 9 April 2020.
  6. „Gudenian Wins Much Praise Abroad; Critics Elated Over Experiment“. Dayton Daily News (ინგლისური). 26 July 1926. p. 7. ციტირების თარიღი: 4 April 2020.
  7. „Expect Good Increase“. The Evening Star. Washington, D.C. 4 March 1919. p. 16. ციტირების თარიღი: 14 April 2020.
  8. „M. Haig Gudenian celebrated violinist“. Dayton Daily News (ინგლისური). 31 October 1920. p. 28. ციტირების თარიღი: 4 April 2020.
  9. (1922) The Music Magazine-Musical Courier, გვ. 36. „Connersville, Ind.—Haig Gudenian, Armenian violinist and pedagogue who has been spending the summer in Lansing, Mich., has come to Connersville, where he will take up his residence. For the past two years Mr. Gudenian has been a member of the faculty of the Cincinnati Conservatory of Music.“ 
  10. Haig Gudenian (1995). The Call of the Ancient East: A Few Suggestions for the Understanding of it Through Pure Oriental Music. 
  11. (1978) American Book Publishing Record Cumulative 1950-1977: An American National Bibliography. R.R. Bowker Company, გვ. 512. ISBN 978-0-8352-1094-2. 
  12. Copyright Office (1961). Catalog of Copyright Entries. Third Series: 1960. Copyright Office, Library of Congress, გვ. 1029. 
  13. "Moral sense" and nightmare, 1957-1959 English (1959).