ხაიბერის გასასვლელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაიბერის გადასასვლელი)
Jump to navigation Jump to search
ხაიბერის გასასვლელი
ხაიბერის გასასვლელი
ხაიბერის გასასვლელი
კოორდინატები: 34°06′36″ ჩ. გ. 71°06′42″ ა. გ. / 34.11000° ჩ. გ. 71.11167° ა. გ. / 34.11000; 71.11167
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
სიმაღლე 1030 
ხაიბერის გასასვლელი — ავღანეთი
ხაიბერის გასასვლელი
ხაიბერის გასასვლელი — პაკისტანი
ხაიბერის გასასვლელი

ხაიბერის გასასვლელი ან ხაიბერის უღელტეხილი (ურდუ درہ خیبر, ინგლ. Khyber pass) — გადასასვლელი საფედქოჰის ქედზე, რომელიც მდებარეობს ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. მისი სიგრძე 53 კმ. სიგანე 15–130 მ. უღელტეხილის ძირითადი ნაწილი მდებარეობს 1030 მ. სიმაღლეზე. გადასასვლელი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა სამხრეთ და ცენტრალურაზიას შორის, აგრეთვე, მას ჰქონდა სტრატეგიული დანიშნულება. გადასასვლელის უმაღლესი წერტილი მდებარეობს პაკისტანის ტერიტორიაზე საზღვრიდან 5 კმ–ს დაშორებით. გადასასვლელის ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება მდინარე ქაბული.

ხაიბერის უღელტეხილი იწყება პაკისტანის ქალაქ ჯამრუდიდან ( 491 მ. სიმაღლეზე) პეშავარიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 15 კმ. გადასასვლელზე გადის სარკინიგზო ხაზი, რომელიც პაკისტანის მხრიდან საზღვრისკენ მიემართება, აგრეთვე, პეშავარიქაბულის გზატკეცილი. გზა მიუყვება კლდეებს 48 კმ. მანძილზე, სადაც კანიონის კედლებს შორის მანძილი 15 მ. შეადგენს. უღელტეხილი მთავრდება ავღანეთის ქალაქ ტორჰამში. გზატკეცილი აიგო ბრიტანელების მიერ 1879 წელს, ხოლო სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ჯამრუდიდან ლანდიკოტალამდე 6 წელს გაგრძელდა და დასრულდა 1925 წელს.

ხაიბერის გასასვლელი ისტორიაში პირველად ფიქსირდება ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთში ლაშქრობის დროს. იგი ბევრჯერ გამოუყენებიათ სამხრეთ აზიელი მუსლიმების დაპყრობისას, რაც, საბოლოოდ, დასრულდა დიდ მოგოლთა იმპერიის შექმნით 1526 წელს.

ბრიტანული მმართველობის პერიოდში ჰაიბერის უღელტეხილი გამოიყენებოდა სამი ანგლო-ავღანური ომის დროსაც 1838-1842, 1878-1880 და 1919 წლებში. გადასასვლელის კლდეებზე დღესაც შემორჩენილია ინგლისელთა მიერ მაშინდელი აგებული ძეგლები და საფორტიფიკაციო ნაგებობანი. გადასასვლელის ირგვლივ ცხოვრობენ პუშტუნი ტომები. დღეისათვის ის გამოიყენება, როგორც არალეგალური შეიარაღებული ბანდფორმირებების ბაზა. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პაკისტანმა დაიწყო ავღანეთისაკენ მიმავალი მთავარი სატრანსპორტო გზის გაწმენდა.