ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა
ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა
ჯორჯ ბუში და ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა 2006 წელს
გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 სექტემბერი, 2006 – 18 სექტემბერი, 2007
წინამორბედიიან ელიასონი
მემკვიდრესრჯან ასან კერიმი

დაბადებული18 ოქტომბერი, 1952
განათლებაიურისტი

ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა (არაბ. هيا راشد آل خليفة; დ. 18 ოქტომბერი, 1952) — ბაჰრეინელი იურისტი და დიპლომატი, ალ-ხალიფის სამეფო ოჯახის წევრი. 1999-2004 წწ. იყო ბაჰრეინის ელჩი საფრანგეთში. პირველი ქალი ელჩი ბაჰრეინის ისტორიაში. გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე 2006-2007 წლებში[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა დაიბადა 1952 წლის 18 ოქტომბერს სამეფო ოჯახში. 1974 წელს დაამთავრა ქუვეითის უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხით. მან ასევე მიიღო კერძო სამართლის სამოქალაქო უფლებების დიპლომი ალექსანდრიის უნივერსიტეტში, ეგვიპტე[2]. ლულვა ალ ავადისთან ერთად იგი იყო ორიდან ერთ-ერთი ქალი-ადვოკატი ბაჰრეინში, რომელმაც ჩამოაყალიბა თავისი იურიდიული ფირმა. 1997 წლიდან 1999 წლამდე იყო იურისტების საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარის მოადგილე. იგი ასევე იყო ბაჰრეინის სამეფო კარის იურიდიული მრჩეველი. 1999 წლიდან 2004 წლამდე ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა იყო ბაჰრეინის ელჩი საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში. ამავე პერიოდში ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა იყო იუნესკოში ბაჰრეინის მუდმივი წარმომადგენელი. 2006 წლის 12 სექტემბერს აირჩიეს გაერო 61-ე გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ჰაია რაშიდ ალ-ხალიფა არის სამეფო ოჯახის წევრი. 1869-1932 წლებში ბაჰრეინის მმართველის ისა იბნ ალი ალ-ხალიფას შთამომავალი და ბაჰრეინის მეფის ჰამიდ იბნ ისა ალ-ხალიფას გარე მამიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]