შინაარსზე გადასვლა

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი
არაბ.  هيئة تحرير الشام
შეიქმნა 28 იანვარი, 2017
სტატუსი აქტიური
ტიპი armed organization, terrorist organization და კოალიცია
მდებარეობა იდლიბის მუჰაფაზა
ემირი აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი
ქვეყანა სირია
თავმჯდომარე აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (არაბ. هيئة تحرير الشام), ასევე ცნობილია როგორც თაჰრირ ალ-შამი — სუნიტური ისლამისტური პოლიტიკური და გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც სირიის სამოქალაქო ომშია ჩართული.[1][2][3][4] იგი ჩამოყალიბდა 2017 წლის 28 იანვარს რამდენიმე შეიარაღებული ფრაქციის (ჯაიშ ალ-აჰრარი (აჰრარ ალ-შამის ფრაქცია), ჯაბჰათ ფათეჰ ალ-შამი (JFS), ანსარ ალ-დინის ფრონტი, ჯაიშ ალ-სუნა, ლიბა ალ-ჰაკი და ნურ ალ-დინ ალ-ზენქის მოძრაობა) გაერთიანების გზით. გაერთიანების პროცესი მიმდინარეობდა აბუ ჯაბერ შაიხის ინიციატივით, რომელიც იყო ისლამისტი სამხედრო მებრძოლი და აჰრარ ალ-შამის მეორე ემირი. ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა სხვა სირიულ ჯგუფებთან ერთად დაიწყო შეტევა და 2024 წლის 8 დეკემბერს დაამხო ალ-ასადის რეჟიმი, ამჟამად მან კონტროლი დაამყარა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე.

ახლადდაარსებულ ორგანიზაციას „კურთხეული რევოლუციის ცხოვრებაში“ ახალ ეტაპს უწოდებდნენ, აბუ ჯაბერი მოუწოდებდა ყველა სირიულ ფრაქციას გაერთიანებულიყვნენ მისი ისლამურ ხელმძღვანელობის ქვეშ და გაეჩაღებინათ „სახალხო ჯიჰადი“ სირიული რევოლუციის მიზნების მისაღწევად, რომელიც ითვალისწინებდა ბაასისტური რეჟიმის და ჰეზბოლას მებრძოლების სირიის ტერიტორიებიდან გაძევებასა და ისლამური მთავრობის ჩამოყალიბებას.[5] გაერთიანების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდები შეუერთდნენ. გაერთიანებულ ჯგუფს მართავა ძირითადად ჯაბჰათ ფათაჰ ალ-შამის და ყოფილი აჰრარ ალ-შამის ლიდერები, თუმცა უმაღლეს მეთაურობაში წარმოდგენილები არიან სხვა ჯგუფებიც.[6] ნურ ალ-დინ ალ-ზენქის მოძრაობამ 2017 წლის ივლისში დატოვა თაჰრირ ალ-შამი,[7] ხოლო ანსარ ალ-დინის ფრონტმა — 2018 წელს.[8]

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა მისი მხარდამჭერების მკვლელობები. საპასუხოდ, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა წარმატებით უპასუხა ალ-კაიდას მხარდამჭერებს, რამაც მის ძალაუფლება გაამყარა იდლიბში. მას შემდეგ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი ახორციელებს „სირიანიზაციის“ პროგრამას, რომელიც ფოკუსირებულია სტაბილური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას, დაუკავშირდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და დაიცავს კანონსა და წესრიგს.[9] თაჰრირ ალ-შამის სტრატეგია დაფუძნებულია სირიაში მისი ტერიტორიული კონტროლის გაფართოებაზე, მართვის დამყარებასა და სახალხო მხარდაჭერის მობილიზებაზე. 2017 წელს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა დაუშვა თურქული ჯარების პატრულირება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, რაც იყო ასტანის მოლაპარაკებებზე შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი. მის პოლიტიკას კონფლიქტი მოჰყვა ჰურას ალ-დინთან, ალ-ქაიდის სირიულ ფრთასთან, მათ შორის სამხედროებთანაც.[10] 2022 წელს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს დაახლოებით 6 000–15 000 წევრი ჰყავდა.[11]

ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი ერთგულებას გამოხატავს სირიის გადარჩენის მთავრობის მიმართ.[12][13] 2021 წლიდან ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ფრაქცია სირიულ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. ორგანიზაცია გამოცხადებულია ტერორისტულ ჯგუფად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2254-ე რეზოლუციით.[14]

  1. Drevon, Haenni (2021). „Abstract“, How Global Jihad Relocalises and Where it Leads: The Case of HTS, the Former AQ Franchise in Syria. San Domenico di Fiesole (FI), Italy: European University Institute, გვ. v. „HTS's domination was followed by a policy of gradual opening and mainstreamisation. The group has had to open up to local communities and make concessions, especially in the religious sphere. HTS is seeking international acceptance with the development of a strategic partnership with Turkey and desires to open dialogue with Western countries. Overall, HTS has transformed from formerly being a salafi jihadi organisation into having a new mainstream approach to political Islam.“ 
  2. Y. Zelin, Aaron (2022). „2: The Development of Political Jihadism“, The Age of Political Jihadism: A Study of Hayat Tahrir al-Sham. Washington, DC: The Washington Institute for Near East Policy, გვ. 7–12. ISBN 979-8-9854474-4-6. 
  3. BBC Monitoring (12 February 2017). „Tahrir al-Sham: Al-Qaeda's latest incarnation in Syria“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2018. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  4. Mroue, Bassem (14 February 2017). „Clashes between 2 extremist groups kill scores in Syria“. Associated Press. Beirut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2020. ციტირების თარიღი: 20 February 2017.
  5. Joscelyn, Thomas. (10 February 2017) Hay'at Tahrir al Sham leader calls for 'unity' in Syrian insurgency.
  6. „Syria Islamist factions, including former al Qaeda branch, join forces: statement“. Reuters. 28 January 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 January 2017. ციტირების თარიღი: 28 January 2017.
  7. Nour e-Din a-Zinki defects from HTS, citing unwillingness to end rebel infighting. Syria Direct (20 July 2017). ციტირების თარიღი: 21 July 2017
  8. New component split from 'Hay'at Tahrir al-Sham'. Syria Call (9 February 2018). ციტირების თარიღი: 10 February 2018
  9. Mona Alami. (6 December 2017) Syria's Largest Militant Alliance Steps Further Away From Al-Qaeda. ციტირების თარიღი: 19 December 2018
  10. Tsurkov, Elizabeth. (10 November 2020) Hayat Tahrir al-Sham (Syria).
  11. Ods Home Page.
  12. The Syrian General Conference Faces the Interim Government in Idlib. Enab Baladi (18 September 2017). ციტირების თარიღი: 13 December 2017
  13. Syria news. ციტირების თარიღი: 18 September 2020
  14. Lennon, Connor. (2024-12-12) The de facto authority in Syria is a designated terrorist group: What happens now? | UN News en. ციტირების თარიღი: 2024-12-15