ჰავლიჩკუვ-ბროდი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ჰავლიჩკუვ-ბროდი ჩეხ. Havlíčkův Brod | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ვისოჩინის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Březinka[1] , Herlify[1] , Jilemník[1] , Klanečná[1] , Květnov[1] , Mírovka[1] , Poděbaby[1] , Suchá[1] , Svatý Kříž[1] , Šmolovy[1] , Termesivy[1] , Veselice[1] , Zbožice[1] და Havlíčkův Brod | ||||
| კოორდინატები | 49°36′26″ ჩ. გ. 15°34′49″ ა. გ. / 49.60722° ჩ. გ. 15.58028° ა. გ. | ||||
| მმართველი | Zbyněk Stejskal[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1256 | ||||
| ფართობი | 64,93 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 422 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 23 791 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 580 01[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | J | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.muhb.cz/ | ||||
ჰავლიჩკუვ-ბროდი (ჩეხ. Havlíčkův Brod) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში მდებარეობს. ის ჰავლიჩკუვ-ბროდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
ჰავლიჩკუვ-ბროდი 14 მუნიციპალურ ერთეულად იყოფა, მის მუნიციპალიტეტში ერთიანდება ბრჟეზინკა, ვესელიცე, ზმორჟიცე, ილემნიკი, კვეტნოვი, კლანეჩნა, მიროვკა, პოდებაბი, სვატი-კრჟიჟი, სმოლოვი, სუხა, ტერმესივი და ჰერიფი.



სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეხური სიტყვა „ბროდ" მდინარეზე გადასასვლელ ფონს ნიშნავს. ქალაქს თავდაპირველად ერქვა ბროდი, შემდეგ კი მისი დამფუძნებლის, სმილ ლიხტენბურგელის პატივსაცემად სმილუვ-ბროდი უწოდეს.
XIV საუკუნეში ქალაქს კვლავ გადაერქვა სახელი და ნემეცკი-ბროდი („გერმანული გადასასვლელი“) ეწოდა, რადგან მისი მოსახლეობის უმეტესობა გერმანელი იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ანტიგერმანული განწყობების გამო, ქალაქს შეეცვალა სახელი და ჰავლიჩკუვ-ბროდი („ჰავლიჩეკის გადასასვლელი“) ეწოდა. ეს სახელწოდება მას მწერალ კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ჰავლიჩკუვ-ბროდში გაიზარდა. ჰავლიჩკუვ-ბროდი პირველი ქალაქი იყო ჩეხეთში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელსვე შეუცვალეს სახელწოდება.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავლიჩკუვ-ბროდი ჩეხეთის გეოგრაფიული ცენტრია. ის ქალაქ იიჰლავადან ჩრდილოეთით, დაახლოებით 21 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში მიედინება მდინარე საზავა. ქალაქში მრავლადაა მცირე ნაკადულები და სათევზაო ტბორები. ქალაქის უდიდესი წყალსაცავია ჟაბნიცე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მემატიანე ვენცესლავ ჰაიეკის მიერ ჩაწერილი ლეგენდის თანახმად, ბროდი 793 წელს დაარსდა, თუმცა ამ წელს ქალაქის დაარსება ნაკლებად სავარაუდოა. ბროდის სახელი ისტორიულ წყაროებში პირველად 1234 წელს ჩნდება, დადასტურებული წყარო კი 1265 წლით თარიღდება. ქალაქი სლიმ ლიხტენბურკელმა დააარსა. 1308 წელს მას პირველად ნემეცკი-ბროდი ეწოდა.[6]
ბროდი თავდაპირველად მნიშვნელოვანი სამთო მოპოვების ქალაქი იყო. ის ვერცხლის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული, მოგვიანებით კი ხელოსნობისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრი გახდა. ჰუსიტური ომების დროს, 1422 წელს გამართული ნემეცკი-ბროდის ბრძოლის შედემდეგ, ბროდი იან ჟიჟკამ დაიპყრო და მთლიანად გაანადგურა. მან აქაურობა ძირითადად ჩეხურენოვანი მოსახლეობით დაასახლა. 1436 წელს ის ლიპელმა დიდგვაროვნებმა შეიძინეს. XVI-XVII საუკუნეებში ბროდი აღორძინდა. 1637 წელს ის სამეფო ქალაქი გახდა.[6]
კეთილდღეობის პერიოდი ოცდაათწლიანი ომით დასრულდა. ამ ომის პერიოდში ბროდი ორჯერ დაიპყრეს და გაძარცვეს. 1646, 1664 და 1680 წლებში კი ქალაქი ჭირის ეპიდემიამ დააზარალა. 1662 და 1676 წლებში ბროდი დიდი ხანძრების შედეგად დაზიანდა. ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა ქალაქს 1714 წელს დაატყდა თავს.[6]
XIX საუკუნეში ბროდის ეკონომიკური და კულტურული განვითარება დაიწყო. ამ საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა მრეწველობა და ქსოვილების წარმოება. ქალაქში რკინიგზა 1870 წელს გაიყვანეს.[6]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ისტორიული ცენტრი წარსულში გალავნით იყო შემოსაზღვრული, დღეს ამ გალავნის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჰავლიჩკუვ-ბროდის ცენტრალური მოედანი რენესანსის სტილის სახლებითაა შემოსაზღვრული, რომლებსახ ხშირ შემთხვევაში გოტიკური არქიტექტურის ელემენტები აქვს დამატებული.[7]
ცენტრალური მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა მერიის ძველი შენობაა. თავდაპირველად ეს გოტიკური სტილის სახლი, რომელიც XV საუკუნის ბოლოს აშენდა. 1662 წელს დიდი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და რენესანსის სტილში აღადგინეს. მის კედელში ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა ჩაყოლებული, ეს არის მოღალატის სიმბოლური ჩონჩხი, რომელმაც 1472 წელს მტრის არმიას კარიბჭე გაუღო და ამისთვის ადგილობრივებმა სასტიკად დასაჯეს. დღეს მერიის ძველი შენობა ბიბლიოთეკად გამოიყენება და 2024 წლიდან ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[8]
ძველი მერიის მოპირდაპირედ ახალი მერია მდებარეობს. თავდაპირველად ეს შენობა XIII საუკუნეში აშენდა. სხვადასხვა პერიოდში ის ლუდსახარშად და სამხედრო ყაზარმად გამოიყენებოდა. 1884 წელს ის ბაროკოს სტილში აღადგინეს და მას შემდეგ შენობაში ადგილობრივი მთავრობის ოფისებია განთავსებული. მოედნის ჩრდილოეთი ნაწილის მთავარი ღირსშესანიშნაობა კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკის სახლია.[7]
ჰავლიჩკუვ ბროდის უძველესი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სადეკანოზო ეკლესიაა. ეს გოტიკური ტაძარი XIII საუკუნის ბოლოს ტევტონთა ორდენმა ააშენა. ის პირველად 1380 წელს, შემდეგ 1633–1637 წლებში და ბოლოს XVIII საუკუნეში აღადგინეს. ეკლესიას 51 მეტრის სიმაღლის სამრეკლო ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ამ ეკლესიას ჩეხეთის ერთ-ერთი უძველესი ზარი აქვს, რომელიც 1330-იან წლებში ჩამოასხეს.[9]
შტაფლის კოტეჯი უნიკალური ხალხური არქიტექტურის სახლია, მას ეროვნული კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სახლის უძველესი ნაწილები XVI საუკუნით თარიღდება.[10]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იან ფრანტიშეკ ბეცკოვსკი (1658–1725) — ისტორიკოსი, მწერალი და მთარგმნელი
- იგნაც ფრანტიშეკ მარა (1709–1783) — კომპოზიტორი და ჩელისტი
- იოჰან სტამიცი (1717–1757) — კომპოზიტორი და მევიოლინი
- იოსეფ დობროვსკი (1753–1829) — ფილოლოგი და ისტორიკოსი (აქ სწავლობდა)
- კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკი (1821–1856) — მწერალი და პოეტი (აქ ცხოვრობდა)
- ბედრჟიხ სმეტანა (1824–1884) — კომპოზიტორი (აქ სწავლობდა)
- კარელ ბარვიტიუსი (1864–1937) — გამომცემელი
- ვაცლავ კლოფაჩი (1868–1942) — პოლიტიკოსი
- ვილემ კურზი (1872–1945) — პიანისტი
- იან ზრზავი (1890–1977) — მხატვარი (აქ სწავლობდა)
- იან კლანი (1911–1986) — მებრძოლი მფრინავი
- კარელ კუტელვახერი (1916–1959) — მებრძოლი მფრინავი
- პაველ ლანდოვსკი (1936–2014) — მსახიობი
- იაროსლავ ჰოლიკი (1942–2015) — ჰოკეისტი და ჰოკეის მწვრთნელი
- ირჟი ჰოლიკი (დაბ. 1944) — ჰოკეისტი და ჰოკეის მწვრთნელი
- იან სუხი (1944–2021) — ჰოკეისტი
- იოსეფ აუგუსტა (1946–2017) — ჰოკეისტი და ჰოკეის მწვრთნელი
- ფრანტიშეკ იანაკი (დაბ. 1951) — მინის ხელოვანი
- პაველ პოცი (დაბ. 1964) — პოლიტიკოსი
- რეგინა რაიხრტოვა (დაბ. 1968) — ჩოგბურთელი
- ლენკა შმიდოვა (დაბ. 1975) — მეზღვაური, ოლიმპიური მედალოსანი
- იოსეფ მარჰა (დაბ. 1976) — ჰოკეისტი
- რადეკ მარტინეკი (დაბ. 1976) — ჰოკეისტი
- პეტრ ზელენკა (დაბ. 1976) — სერიული მკვლელი
- იან ნოვაკი (დაბ. 1979) — ჰოკეისტი
- ტომაშ ზდეხოვსკი (დაბ. 1979) — პოლიტიკოსი
- იოსეფ ვაშიჩეკი (1980–2011) — ჰოკეისტი
- ანტონინ დუშეკი (დაბ. 1986) — ჰოკეისტი
- მარიკა შოპოსკა (დაბ. 1989) — მსახიობი
- ჰინეკ ზოჰორნა (დაბ. 1990) — ჰოკეისტი
- ტომაშ სოუჩეკი (დაბ. 1995) — ფეხბურთელი
- რადიმ ზოჰორნა (დაბ. 1996) — ჰოკეისტი
- ვიტეკ ვანეჩეკი (დაბ. 1996) — ჰოკეისტი
- რადიმ მრტკა (დაბ. 2007) — ჰოკეისტი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავლიჩკუვ-ბროდი აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობს ჩეხეთის იმ ქალაქებთან, რომელთა სახელებში ბროდი ურევია, ესენია: ჩესკი-ბროდი, უჰერსკი-ბროდი, ვიშში-ბროდი და ჟელენი-ბროდი.[11]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მარიამის სვეტი ჰავლიჩკოვოს მოედანზე
-
დოლნის ქუჩა
-
ქალაქის გალავნის ნაშთები
-
კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკის მემორიალი და მსოფლიო ომების მსხვერპლთა მემორიალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Drbna.cz — 2022.
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ Kudrhaltová, Jana (2020-05-05). „Ani Smilův, ani Německý. Už pětasedmdesát let je Brod Havlíčkův“. Havlíčkobrodský deník (ჩეხური). Deník.cz. ციტირების თარიღი: 2021-10-27.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Město v letopočtech cs. Tourist Information Centre Havlíčkův Brod. ციტირების თარიღი: 2024-07-16
- ↑ 7.0 7.1 Town houses. Tourist Information Centre Havlíčkův Brod. ციტირების თარიღი: 2024-07-16
- ↑ Radnice cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-01-22
- ↑ Děkanský kostel Nanebevzetí Panny Marie cs. Tourist Information Centre Havlíčkův Brod. ციტირების თარიღი: 2024-07-16
- ↑ Štáflova chalupa cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-10-27
- ↑ 11.0 11.1 Partnerská města cs. Město Havlíčkův Brod. ციტირების თარიღი: 2024-07-16