ჰავთ სინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუფრა ჰავთ სინის დროს

ჰავთ სინ (სპარს. هفت‌سین) — ირანული სასუფრო ტრადიცია ნავრუზის სადღესასწაულო ზეიმისთვის (ახალი წლის). ჰავთ სინი შეიცავს 7 ელემენტს რომლებიც ასო "სინ"–ით (ﺱ), სპარსული ანბანის მეთხუთმეტე ასოთი იწყება :

  1. سیر (სირ) — ნიორი, მედიცინის სიმბოლო;
  2. سیب (სიბ) — ვაშლი, სილამაზისა და ჯანმრთელობის სიმბოლო;
  3. سبزه (საბზი) — ჯეჯილი (ამ შემთხვევაში — მარცვლოვანნი), ბუნების აღორძინების სიმბოლო;
  4. سنجد (სანჯედ) — ფშატი, სიყვრაულის სიმბოლო;
  5. سرکه (სერქე) — ძმარი, ბრძნობისა და მოთმინების სიმბოლო;
  6. سمنو (სამანუ) — გაღვივებული ხორბლის პუდინგი, სიმდიდრეს სიმბოლო;
  7. سماق (სომაგ) — თუთუბო, განთიადის სიმბოლო.

აგრეთვე სუფრაზე ხშირად არის ყურანი, შაჰნამე, ტკიბლეული, თხილი, გალამზებული და გაფერადებული კვერცხები, სარჯე და თასმა ან რაღაც კომპოზიცია შესრულებული ტრადიციული ირანული ფერებისგან (მწვანე-თეთრი-წითელი), ან თვით დროშა.