ჰავანა ლიბრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰავანა ლიბრე (5)
მდებარეობა დროშა: კუბა კუბა
ისტორია
გახსნის თარიღი 1958
სტატისტიკა
რესტორნების რაოდენობა 4
ნომრების რაოდენობა 569
სართულების რაოდენობა 25
ოფიციალური ვებ-გვერდი
სასტუმრო ჰავანა ლიბრე.
ჰავანა ლიბრე. ხედი ერთ-ერთი ახლომდებარე პარკიდან.

„ჰავანა ლიბრე“ (აგრეთვე Hotel Tryp Habana Libre) — სასტუმრო კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. მდებარეობს ვედადოს რაიონში. 25 სართულიან შენობაში არის 569 ნომერი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო თავდაპირველად აშენდა როგორც ჰავანა ჰილტონი, პრეზიდენტის ფულხენსიო ბატისტას უშუალო ეგიდით და იმყოფებოდა ამერიკული სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო ქსლის ჰილტონის მმართველობის ქვეშ. სასტუმრო შემუშავებულია აშშ-ის ფირმის — Welton Becket & Associates-ის მიერ, რომელსაც აქამდე აშენებული ჰქონდა Beverly Hilton Hotel და Capitol Records Building-ის სასტუმროები.

სასტუმრო გაიხსნა 1958 წლის 22 მარტს, კონრად ჰილტონის უშუალო თანდასწრებით. იმ დროისათვის ჰავანა ლიბრე იყო ლათინური ამერიკის უდიდესი და უმაღლესი სასტუმრო. განთქმული იყო თავისი კაზინოებით, კლუბებით, აუზებითა და სხვ. შენობის სახურავზე მოეწყო ბარი.

1959 წლის 8 იანვარს ფიდელ კასტროს მომხრეების ჰავანაში შესვლის შემდეგ სასტუმრო გადაიქცა ფიდელ კასტროს შტაბ-ბინად.[1] გარკვეული ხნით დაიხურა ყველა არსებული კაზინოები, თუმცა ადგილობრივთა პროტესტების შედეგად თებერვალში კაზინოები კვლავ გაიხსნა.

ჰილტონის გავლენის ქვეშ სასტუმრო კიდევ ორი წარუმატებელი წლით რჩებოდა, კუბა-აშშ-ის ურთიერთობების გართულებამ გამოიწვია კუბაში არსებული ყველა სასტუმროს ნაციონალიზაციამ, აგრეთვე გარკვეული დროით შეწყდა კაზინოთა ფუნქციონირება.

1996 წელს ჰავანა ლიბრეს დაეუფლა ესპანური სასტუმროთა ქსელი Sol Meliá. 1996-1997 წლებს შორის დაიწყო ჰავანა ლიბრეს სასტუმროს რეკონსტრუქცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად რესტავრირებულ იქნა დიდი ზომის ფრესკა შესასვლელთან.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-23. ციტირების თარიღი: 2011-12-22.