ჰავაი (კუნძული)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჰავაი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰავაი (კუნძული) (მრავალმნიშვნელოვანი).
ჰავაის ტოპოგრაფიული რუკა

ჰავაი (ინგლ. Island of Hawai'i) — ვულკანური კუნძული, ჰავაის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 4 028 კვადრატულ მილს (10 432 კმ²) და ფართობის მხრივ აშშ-ში პირველი ადგილი უკავია, ხოლო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს. ეს კუნძული შედის ჰავაის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც ჰავაის შტატის ერთ-ერთი ოლქია. ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს" უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის მთელი ტერიტორია დაფარულია მნიშვნელოვანი და მოქმედი ვულკანებით, სწორედ ამიტომ ჰავაის ყოფენ ხუთ გეოლოგიურ ზონად. კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი. აქ ყველაზე მაღალი წერტილია ვულკანი მაუნა-კეა 4 205 მეტრი ზღვის დონიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: