ჰავაის მეყვავილისებრნი
იერსახე
ჰავაის მეყვავილისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰავაის მეყვავილე | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Drepanidinae (Cabanis, 1847) | |||||||||||||
|
ჰავაის მეყვავილისებრნი (ლათ. Drepanidinae) — ფრინველთა ქვეოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ზოგიერთი წყარო მას ოჯახად (Drepanidinae) განიხილავს.[1] პატარა (სხეულის სიგრძე 10–20 სმ, მასა 10–30 გ) ფრინველებია, მომწვანო, ყვითელი, წითელი ან შავი ბუმბული აქვთ. გავრცელებული არიან ჰავაის კუნძულებზე. ოჯახში 11 გვარის 21–22 სახეობაა (ამჟამად 7–8 სახეობა ამომწყდარია). აქვთ სხვადასხვა ფორმის ნისკარტი. ბინადრობენ ტყეში, ხშირ ბუჩქნარში ან განცალკევებულ ხეებზე. დებენ 2–3 კვერცხს. აქვთ მკვეთრად შემოსაყღვრული არეალი. გრძელნისკარტა ფორმები წუწნიან ყვავილის ნექტარს, ხილის წვენს, იჭერენ წვრილ მწერებს ყვავილზე. მოკლე, სწორნისკარტიანები ძირითადად თესლებით იკვებებიან. ჰავაის მეყვავილისებრნისთვის დამახასიათებელია მუშკის სუნი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 587.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clements, J. 2007. The Clements Checklist of the Birds of the World. 6th ed. ISBN 978-0-7136-8695-1