ჰადრამავთის მუჰაფაზა
ჰადრამავთის მუჰაფაზა (არაბ. حضرموت) — იემენის მუჰაფაზა. მდებარეობს იემენის აღმოსავლეთ ნაწილში. ჰადრამავთში გადის იემენისა და საუდის არაბეთის ოფიციალური საზღვარი. ესაზღვრება 4 მუჰაფაზა: ელ-ჯაუფი, მარიბი, შაბვა და ელ-მაჰრა.
ჰადრამავთის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელ-მუკალა. ფართობი შეადგენს 191,737 კმ²-ს. მის შემადგენლობაში შედის კუნძული სოკოტრა. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 1,255,000 ადამიანს შეადგენდა.[1] მუჰაფაზაში ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ სტატისტიკური წელიწდეული, 2011. ცენტრალური სტატისტიკური ორგანიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2013.
|