ჰადერსლევი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰადერსლევი დან. Haderslev | |||
ჰარდესლევის კათედრალი | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | სამხრეთ დანიის რეგიონი | ||
მუნიციპალიტეტი | ჰადერსლევი | ||
კოორდინატები | 55°15′00″ ჩ. გ. 9°30′00″ ა. გ. / 55.25000° ჩ. გ. 9.50000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1050 | ||
პირველი ხსენება | 1228 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1292 | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||
მოსახლეობა | 21 396 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 888 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | + 45 | ||
საფოსტო ინდექსი | 6100 | ||
ოფიციალური საიტი | haderslev.dk | ||
ჰადერსლევი (დან. Haderslev) — ქალაქი დანიაში, სამხრეთ დანიის რეგიონში. 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 21 396 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს ჰადერსლევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრსა და მთავარ ქალაქს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰადერსლევი გაშენებულია ხეობაში, ბალტიის ზღვის ჰადერსლევის ფიორდის სანაპიროსთან. იგი სავარაუდოდ ვიკინგებმა დააარსეს, ერთი საუკუნით ადრე, სანამ 1292 წელს სამეფო ქალაქის სტატუსს მიიღებდა. ამის შემდეგ იგი სამხრეთ იუტლანდიის მთავარი სავაჭრო ცენტრი გახდა. 1327 წელს პირველად იხსენიება ჰადერსლევჰუსის სამეფო სასახლე. იგი კათედრალის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი აყვავდა, აშენდა გოტიკური კათედრალი და მეორე, ჰანსბორგის ციხესიმაგრე (დაიწვა 1644 წელს), რომელიც კრონბორგის მსგავსი იყო. კოპენჰაგენში გავრცელებული შავი ჭირის გამო, მეფე კრისტიან IV-მ აქ იქორწინა. XVI საუკუნეში, ჰადერსლევი ერთ-ერთი პირველი სკანდინავიური ქალაქი გახდა, სადაც პროტესტანტულმა რეფორმაციამ შეაღწია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark