რუბეუს ჰაგრიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაგრიდი)
რუბეუს ჰაგრიდი

რობი კოლტრეინი რუბეუს ჰაგრიდის როლში
ფილმში ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
პირველი გამოჩენა ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
ბოლო გამოჩენა ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
შემქმნელი ჯოან როულინგი
მსახიობი რობი კოლტრეინი (ასაკოვანი)
მარტინ ბეიფილდი (მოზარდი)
ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1928
ოჯახი ფრიდვულფა (დედა)
გროუპი (ნახევარძმა)

პროფესორი რუბეუს ჰაგრიდი , (ინგლ. Rubeus Hagrid, ცნობილი როგორც უბრალოდ ჰაგრიდი) — ნახევრად გოლიათი ჯადოქარი, მისტერ ჰაგრიდისა და გოლიათი ფრიდვულფას ვაჟი. მას ასევე ჰყავს (დედის მხრიდან) გოლიათი ძმა გრაუპი. იგი არის ჰარი პოტერის შესახებ წიგნების პერსონაჟები.

რუბეუსი ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში 140 წლის ასაკში გაეშურა და გრიფინდორის კლუბში მოხვდა. სწავლის მესამე წელს ის ტომ მერვოლო რიდლმა მოატყუა და დააბრალა საიდუმლო ოთახის გახსნა, რის შედეგადაც ურჩხული ოთახიდან გამოვიდა და ერთ–ერთი მოსწავლე, მტირალა მირტლი მოკლა. ამის გამო ჰაგრიდი სკოლიდან გამოაგდეს, გაუტეხეს ჯადოსნური ჯოხი და მაგიის გამოყენება აუკრძალეს. ალბუს დამბლდორი დარწმუნებული იყო მიდ უდანაშაულობაში და ის აკრძალული ტყის მცველად დააყენა.

1991 წელს ჰაგრიდს დაევალა ჰარი პოტერის ჰოგვორტსში მოყვანა. ჰარიმ ჰაგრიდის უდანაშაულობა დაამტკიცა და იგი ჰარის სკოლაში მოსვლიდან მესამე წელიწადს ჯადოსნური არსებების მოვლის მასწავლებელს, პროფესორ სილვანუს ქეთლბარნს ჩაენაცვლა.

ჰაგრიდი იბრძოდა ჯადოქრების პირველ და მეორე, ასევე ჰოგვორტსის ომშიც. იყო ფენიქსის ორდენის წევრი და ჯადოსნურ არსებათა მოვლის პროფესორი 2017 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]