ჰაგაკურე
ჰაგაკურე (იაპონ. 葉隠; სიტყვასიტყვით ნიშნავს ფოთლებით დაფარულს ან დაფარულ ფოთლებს)[1], ან ჰაგაკურე კიკიგაკი (葉隠聞書) — პრაქტიკული და სულიერი სახელმძღვანელო სამურაებისთვის, შედგენილი ედოს ეპოქის გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, ჰიზენის მიწების მესამე მმართველის, ნაბეშიმა მიცუშიგეს ვასალის, იამამოტო ცუნეტომოს მიერ. ესაა ერთგვარი კომენტარების კრებული, რომელიც ტაშირო ცურამოტოსა და ცუნემოტოს 1709-1716 წლების საუბრების ჩანაწერებს აერთიანებს, თუმცა წიგნის სახით იგი მრავალი წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ტაშირო ცურამოტოს მიერ. წიგნში ასევე შევხვდებით ავტორის ბატონის, ნებიშიმა მიცუშიგეს ნააზრევებს, ასევე მისი მამის, კაცუშიგოსა, და უფროსი ვაჟის, ცუნაშიგეს გამონათქვამებსა და იდეებს საბრძოლო ხელოვნების შესახებ.
ნაწარმოები დაწერილია იმ დროს, როცა ოფიციალურად არ იყო დაწესებული სამურაების შეჯიბრება. ნაწარმოები ერთგვარად ილაშქრებს მეომართა კლასის შენარჩუნების იდეის წინააღმდეგ, ომის არარსებობის შემთხვევაში და ასახავს ავტორის ნოსტალგიას იმ სამყაროს მიმართ, რომელიც მის დაბადებამდე გაქრა.
ნაწარმოები თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იყო დავიწყებული, თუმცა მიიჩნეოდა, რომ იგი იყო იაპონიის თავდაცვის სახმელეთო ძალების მეგზური წყნარ ოკეანეში მიმდინარე კონფლიქტების დროს. ჰაგაკურე ასევე ცნობილია, როგორც სამურაების წიგნი, ნაბეშიმას ანალები ან ჰაგაკურეს ანალები.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწარმოებში ვაწყდებით იამამოტოს შეხედულებებს ბუშიდოს - სამურაების იერარქიული კოდექსის - შესახებ. ზოგიერთი მკლვევარი ერთხმად თანხმდება იმ ფაქტზე, რომ, თითქოს, ნაშრომში მოყვანილი შეხედულებები ცხადყოფს ბუშიდოს "სიკვდილიანობას" - სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი აზრით, ბუშიდო - ესაა "გარდაუვალი გზა სიკვდილისა" ან ერთგვარი ნიშანი სიკვდილისთვის მზადყოფნისა, რათა სამურაი მზად იყოს, ნებისმიერ მომენტში უერთგულოს საკუთარ ბატონს.[2] მიუხედავად ამისა, ჰაგაკურეს იდეა ხშირად არასწორად ინტერპრეტირდება - მისი დედააზრი მდგომარეობს არა იმაში, რომ იგი "სიკვდილის გზაა", არამედ იმაში, რომ სიკვდილზე მუდმივი ფიქრითა და მისი გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ზებუნებრივ თავისუფლებას, რისი დახმარებითაც ადამიანები შეძლებენ, აითვისონ მეომრის (კონკრეტულ შემთხვევაში სამურაის) ერთ-ერთი გამორჩეული თვისება.[3]
ისტორიული ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ტოკუგავა შოგუნატმა 1638 წელს შიმაბარას აჯანყება ჩაახშო, იაპონიას არ განუცდია ომი დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში. შესაბამისად, ამავე პერიოდში გაუქმდა დაპირისპირება და დუელი სამურაებს შორის. იამამოტო ცუნეტომო დაიბადა 1659 წელს, ოფიციალურად სანქცირებული სამურაების ბრძოლის დასრულების შემდეგ. მას არ ჰქონდა პირადი საბრძოლო გამოცდილება და საკუთარ თავსაც მწიგნობრობით ირჩენდა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, სამურაებს, ომის არარსებობის შემთხვევაში, კლასობრივი სტატუსის შენარჩუნების დილემა შეექმნათ, რაც კარგადაა ასახული ზემოხსენებულ ნაწარმოებში. ავტორის სიცოცხლის ბოლოს დაწერილი ეს ნაწარმოები ასევე ასახავს ავტორისეულ ნოსტალგიურ განწყობას, რომლითაც იგი წარსულ, მის დაბადებამდე არსებულ ეპოქას მისტირის.[4][5]
მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაგაკურე თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში აღარავის ახსოვდა. მისი პირველი თანამედროვე გამოცემა 1900 წელს გამოჩნდა, თუმცა მას დიდი ყურადღება არ მიუქცევია საუკუნის პირველ ათწლეულებში. ჰაგაკურე სამურაების განუყოფელ ატრიბუტად იქცა წყნარი ოკეანის კონფლიქტის დროს. ამერიკელი იაპონისტის, მარკ რავინას თქმით, "სამურაის ატრიბუტების აღწერაზე მეტად, ეს ნაშრომი წარმოგვიდგენს, თუ რას ფიქრობდა რიგითი იაპონური არმია სამურაისეულ დისციპლინაზე". გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში არსებული ერთ-ერთი გამორჩეული იაპონელი ავტორი - იუკიო მიშიმა - ძლიერ იყო შთაგონებული ამ საბრძოლო ტრაქტატით, რამაც გადააწყვეტინა, მისთვის სადიდებელი ნაწარმოებიც კი მიეძღვნა.[6] ჰაგაკურეს ციტატები გამოყენებულია 1999 წლის ამერიკულ განგსტერულ ფილმში - ძაღლი-მოჩვენება: სამურაის გზა -, როგორც ნარატიული მოწყობილობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hagakure Kikigaki : Orated Aphorisms of Yamamoto Jocho
- 佐賀大学電子図書館 小城鍋島文庫
- “In the Shade of the Leaves”, a revised selection
- Hagakure Quotes & Passages
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yamamoto, Tsunetomo (2002). Hagakure: The Book of the Samurai, Wilson, William Scott (trans.), Stackpole Books, გვ. 15. ISBN 978-4-7700-2916-4.
- ↑ Meirion and Susie Harries, Soldiers of the Sun: The Rise and Fall of the Imperial Japanese Army p. 7 ISBN 0-394-56935-0
- ↑ Kasaya Kazuhiko. (June 12, 2019) Bushidō: An Ethical and Spiritual Foundation in Japan.
- ↑ Mark J. Ravina (2015). Understanding Japan: A Cultural History. The Great Courses. Smithsonian Institution, გვ. 6:34:30–6:44:10.
- ↑ Mark J. Ravina (2015). Understanding Japan: A Cultural History. Course Guidebook. The Great Courses. Smithsonian Institution, გვ. 94–95.
- ↑ Varley, Paul (2000). Japanese Culture (English). Honolulu: University of Hawai'i Press, გვ. 212. ISBN 978-0-8248-2292-7.