ჰააპაის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰააპაის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Haʻapai islands
გეოგრაფია
20°00′ ს. გ. 174°40′ დ. გ. / 20.000° ს. გ. 174.667° დ. გ. / -20.000; -174.667
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 62
მთავარი კუნძული ტოფუა
ფართობი 109,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 1046 მ
ოლქი ჰააპაის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 6616 (2011)
სიმჭიდროვე 60,531 ად. /კმ²

ჰააპაის კუნძულები (ინგლ. Haʻapai islands) — კუნძულთა ჯგუფი ტონგის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს ტონგატაპუს კუნძულების ჩრდილოეთით და ვავაუს კუნძულების სამხრეთით. ადმინისტრაციულად კუნძულთა ჯგუფი შედის ჰააპაის ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰააპაის კუნძულების რუკა

ჯგუფი მოიცავს 62 კუნძულს, რომელთაგან 45 დაუსახლებელია[1]. მათი საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 126 კმ²-ს. კუნძულთა უმრავლესობა წარმოადგენს დაბლობ ატოლებს. გამონაკლისია ვულკანური კუნძულები ტოფუა (მასზე მდებარეობს მოქმედი ვულკანი) და კაო (მასზე მდებარეობს ჩამქრალი ვულკანი)[2].

ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულებია — ლიფუკა და ფოა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3769 ადამიანს[3] (2011). სხვა დიდი კუნძულებია — ნუკუნამო, ჰაანო და უიჰა. ჯგუფიდან დასავლეთით მდებარეობს ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძული ტოფუა და კუნძული კაო, სამხრეთ-დასავლეთით — კოტუს კუნძულები, სამხრეთით — ნომუკას კუნძულები.

სუბჯგუფი კუნძული მოსახლეობა,
ად. (1996)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
Lifuka Ofolanga
Mo‘unga‘one 185 1,17 158,1
Ha‘ano 588 6,58 89,4
Foa 1434 13,39 107,1
Lifuka 2966 11,42 259,7
Uoleva
‘Uiha 757 5,36 141,2
Lofanga 186 1,45 128,3
Fotuha‘a 138 1,14 121,1
Kotu Kotu 222 0,34 652,9
Ha‘afeva 313 1,81 172,9
Tungua 282 1,53 184,3
‘O‘ua 178 0,98 181,6
Matuku 149 0,34 438,2
Rotterdam Rotterdam 550 7,12 77,2
Nomuka Iki
Fonoifua 104 0,39 266,7
Mango 81 0,65 124,6
Volcanes Kao
Tofua 5 55,63 0,1
Fonuafo'ou
Hunga Tonga
Hunga Ha‘apai
სულ 8138 109,30 74,5

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური გათხრების თანახმად, რომელიც ტარდებოდა სოფელ ჰიჰიფოში კუნძულ ლიფუკაზე, ჯგუფი დასახლებული იყო დაახლოებით 3000 წლის წინ პოლინეზიური კულტურის ლაპიტას წარმომადგენლებით. ლიფუკაზე ასევე ნაპოვნი იქნა ადამიანთა ნამარხები, მცირე ციხე-სიმაგრე, რომელოც სავარაუდოდ XV საუკუნეშია აშენებული, ასევე კარიერი, სადაც მოიპოვებდნენ ქვას[1].

პირველი ევროპელი, რომელმაც 1643 წელს აღმოაჩინა ჰააპაის კუნძულები იყო ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი. პირველად მან აღმოაჩინა კუნძული ნომუკა, სადაც შეივსო საკუთარი მტკნარი წყლის მარაგი. 1774 და 1777 წლებში ზოგიერთ კუნძულებზე გაჩერდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი. ამასთან ერთ-ერთ მათგანზე ზღვაოსანი კინაღამ გახდა ადგილობრივი კანიბალების მსხვერპლი. ამ შემთხვევის შემდეგ კუკმა კუნძულთა ჯგუფს დაარქვა მეგობრობის კუნძულები[1]. 1789 წლის 28 აპრილს კუნძულ ტოფუაზე გემის გუნდის ნაწილით გადავიდა კაპიტანი უილიამ ბლაი. მაგრამ ინგლისელს შეუტიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, და მათ გემის ერთ-ერთი წევრი მოკლეს. ამის შემდეგ ბლაიმ დატოვა ტოფუას კუნძული.

ჰააპაის კუნძულები გახდა პირველი ჯგუფი ტონგის არქიპელაგზე, რომლის მოსახლეობამ მიიღო ქრისტიანობა[1].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მოსახლეობამ შეადგინა 6616 ადამიანი[3], რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 6,41 %-ს. ჰააპაის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია დასახლება პანგაი, რომელიც მდებარეობს კუნძულ ლიფუკაზე. ბოლო წლებში ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lonely Planet. Haʻapai Group.[მკვდარი ბმული]
  2. Tonga resorts. Haʻapai Group.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2015-01-02.
  3. 3.0 3.1 Geohive: Tonga