ჯუღისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუღისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუღისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამოშლილია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა, გარეთკენ ოდნავ შევიწროვებული სარკმელია გაჭრილი. გრძივ კედლებზე თითო პილასტრია. შემორჩენილია ორივე პილასტრის ქვედა ნახევარი. ინტერიერი შელესილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]