ჯუღისის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუღისის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუღისის აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ამჟამად ეკლესია დანგრეულია და ხშირი მცენარეულობით დაფარული. ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმის დამუშავებული ქვებიც. ნანგრევებში მოქცეულ შირიმის რამდენიმე ქვაზე სადა ლილვია გამოყვანილი. ეკლესიას გარს ევლება ფრაგმენტულად შემორჩენილი გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]