ჯურაკუდაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კურაკუდაის ნახატი

ჯურაკუდაი (იაპონ. 聚楽第) — ცნობილი როგორც კურაკუტეი , ხელგაშლილი სასახლე, რომელიც აიგო ტოიოტომი ჰიდეიოშის იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორის ბრძანებით კიოტოში, იაპონია. მშენებლობა დაიწყო 1586 წელს, როდესაც ტოიოტომი ჰიდეოშიმ დაიკავა კანპაკუს თანამდებობა, ამ თანამდებობას ის 19 თვე იკავებდა. ის მდებარეობს დღევანდელი კამიგიოს ტერიტორიაზე, სადაც ჰეიანის პერიოდში საიმპერატორო სასახლე იდგა.

ოსაკას სასახლის დასრულების შემდეგ ჰიდეიოში გადავიდა ჯურაკუდაიში, როდესაც შიმაზუს ოჯახმა კიუშუში გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ ადგილზე გააკეთა მან თავისი ადმინისტრაცია.

1588 წელს ჰიდეიოშიმ იმპერატორ გო-იოზეის მმართველობის ხანაში მანამ სანამ დაიმოის შეკრება გაიმართებოდა გამართა გულუხვი გართობა. მან დაადგინა კვარტლები სენ ნო რიკუისთვის მიწების ადგილზე, და უმასპინძლა ცნობილ უდიდეს კიტანოს ჩაის ცერემონიას კიტანოს მიმდებარედ 1587 წელს.

ჰიდეიოშიმ კანპაკუს თანამდებობა 1591 წელს დატოვა და გადასცა თავის ძმისწულსს ტოიოტომი ჰიდეტსუგუს და ჩაიბარა ჯურაკუდაის რეზიდენცია. ჰიდეტსუგუმ გამართა რიგით მეორე ვიზიტი იმავე იმპერატორთან. 1594 წელს დაიწყო ჰიდეიოშის ახალი ფუშიმის სასახლის მშენებლობა, 1595 წელს კი, ჰიდეტსუგუ იძულებული გახდა დაეპატიმრებინა სეპპუკუ, ჯურაკუდაი დაიშალა, ფუშიმის სასახლეში უამრავ ნაწილთან ერთად მოხდა განმეორებითი შეკრება.

ამბობდნენ, რომ ის სახურავს ოქროს ფოთლის კრამიტებით ხურავდა, კურადაი იყო ზედმეტად ხელგაშლილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასახლე შედგებოდა საცხოვრებელი სახლებისგან, მას ასევე ჰქონდა თავდაცვითი სიმაგრეები და სასახლის ტიპური თხრილები. ჯურაკუდაის ზოგიერთი შენობა გადარჩა, მათ შორის ჰიუნ-კაკუ ნიში ჰონგან-ჯიში, კარამონი დაიტოკუ-ჯიში და მიოკაკუ-ჯის წინა კარიბჭე (ყველა კიოტოში).

ბოლო დროინდელი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ოქროს ფოთლის კრამიტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]