ჯუნგლების წიგნი (1967 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯუნგლების წიგნი“
რეჟისორი ვოლფგანგ რაითერმანი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ეფუძნება ჯუნგლების წიგნი
რადიარდ კიპლინგი
ისტორია ლარი კლემონსი
რალფ რაიტი
კენ ანდერსონი
ვენს ჯერი
ფლოიდ ნორმანი[1](არ იყო მითითებული)
ბილ პიტი (არ იყო მითითებული)[2]
მთხრობელი სებასტიან კებოტი
როლებში ფილ ჰარისი
სებასტიან კებოტი
ლუი პრიმა
ჯორჯ სანდერსი
სტერლინგ ჰალოუეი
ჯ. პატ ო'მელი
ბრიუს რაითერმანი
მუსიკა ჯორჯ ბრანსი (ორკესტრული)
ტერი გილკისონი
რიჩარდ მ. შერმანი
რობერტ ბ. შერმანი (სიმღერები)
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა
  • 18 ოქტომბერი, 1967 (1967-10-18)
ხანგრძლივობა 78 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 205.8 მილიონი აშშ დოლარი[3]

ჯუნგლების წიგნი (ინგლ. The Jungle Book) — Walt Disney Productions-ის 1967 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. იგი არის სტუდიების რიგით მეცხრამეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი და უკანასკნელი, რომელზეც უოლტ დისნეი გარდაცვალებამდე მუშაობდა. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება რადიარდ კიპლინგის ამავე სახელწოდების რომანს. სიუჟეტის მიხედვით, დაკარგული ბიჭუნა მაუგლი იზრდება მგლებთან ერთად. მის აღზრდაზე მოგვიანებით ზრუნავენ შავი ავაზა ბაგირა და ტუჩა დათვი ბალუ. მაგრამ მაუგლი გრძნობს, რომ გული მიუწევს იქ, სადაც სინამდვილეში დაიბადა.

როგორც სცენარის, ასევე საუნდტრეკის ადრეული ვერსიები უფრო ახლოს იყო კიპლინგის ნაშრომთან, დრამატული, ბნელი განწყობით, რაზეც დისნეიმ უარი განაცხადა. შედეგად, ბილი პიტის და ტერი გილკისონის სანაცვლოდ, სცენარზე სხვა პიროვნებები მუშაობდნენ. ფილმის პერსონაჟების როლებს ახმოვანებენ მსახიობები და მუსიკოსები ფილ ჰარისი, სებასტიან კებოტი, ლუი პრიმა და ჯორჯ სანდერსი, ისევე, როგორც დისნეის ფილმის სხვა მუდმივი მსახიობები - სტერლინგ ჰალოუეი, ჯ. პატ ო'მელი და ვერნა ფელტონი. მაუგლის როლი გაახმოვანა რეჟისორ ვოლფგანგ რაითერმანის შვილმა, ბრიუსმა.

ჯუნგლების წიგნი გამოვიდა 1967 წლის 18 ოქტომბერს. მას დადებითი შეფასებები ხვდა წილად, განსაკუთრებით — საუნდტრეკისთვის, რომლის ხუთი სიმღერა ძმები შერმანების, ხოლო „The Bare Necessities“ - გილკისონის მიერ დაიწერა. თავდაპირველად ფილმის შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით შეადგინა 23.8 მილიონი აშშ დოლარი[4]. 1994 წელს გამოვიდა ვარიანტი მხატვრული ფილმის სახით, ხოლო ანიმაციური გაგრძელება, ჯუნგლების წიგნი 2 — 2003 წელს. კიდევ ერთი მხატვრული ფილმი 2016 წელს გამოვიდა

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა სიმღერები

ფილმისთვის შეიქმნა სხვა სიმღერებიც, რომლებიც თავად ფილმში არ იქნა შეტანილი:

  • Brothers All - Opening
  • The Song of the Seoneee
  • Monkey See, Monkey Do
  • I Knew I Belonged to Her
  • In a Days Work
  • The Mighty Hunters

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Beiman, Nancy (2007). Prepare to board!: creating story and characters for animated features and shorts. Focal Press. 
  2. Disney's Kipling: Walt's Magic Touch on a Literary Classic. The Jungle Book, Platinum Edition, Disc 2. 2007.
  3. The Jungle Book. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: September 27, 2008.
  4. „Animals Portray Parts in Disney's "Robin Hood". Toledo Blade. October 18, 1970. ციტირების თარიღი: July 4, 2016.