ჯუმბერ ჯიშკარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიშკარიანი.
ჯუმბერ ჯიშკარიანი
Jumber Jishkariani.jpg
დაბ. თარიღი 15 ივნისი, 1938(1938-06-15)
დაბ. ადგილი სენაკი
გარდ. თარიღი 2018
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
საქმიანობა სპელეოლოგია
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი

ჯუმბერ (ვარლამ) ჯიშკარიანი (დ. 15 ივნისი, 1938 — გ. 2018) — ქართველი გეოგრაფი და ჟურნალისტი. პრომეთეს მღვიმის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუმბერ ჯიშკარიანმა დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი და მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში და კვლევის შედეგები არაერთ კონფერენციას მოახსენა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან — მეცნიერ თანამშრომელი.[1]

1997–99 წლებში იყო კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი მონაწილეობით შესწავლილია 300-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის, აღსანიშნავია ახალი ათონის მღვიმე, რომლის პირველი გეგმაც მის მიერ არის შედგენილი. 1984 წელს ინსტიტუტის სპელეორაზმმა მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოში (სოფელი ყუმისთავი) აღმოაჩინა მღვიმე (პრომეთეს მღვიმე), რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში.[1]

1985 წელს მთავრობის საგანგებო დადგენილებით გადაწყდა მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მღვიმეების კეთილმოწყობის საქმეში დაგროვილი მდიდარი გამოცდილების გაცნობის მიზნით იგი 1999 წელს მიავლინეს აშშ-ში. მეცნიერის კვლევის სფერო იყო საქართველოს მღვიმე-უფსკრულების კვლევა, რის შესახებაც 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის დარგში. რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში მას 500-ზე მეტი წერილი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.[1]

ჯუმბერ ჯიშკარიანი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ფაზისის საერო აკადემიის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი. სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატი.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეძიებდე და ჰპოვებდე... : ბუნების საოცრებანი... : მღვიმეები. თბ., მერიდიანი, 2017
  • ჩვენი ოტია : მწერალი ოტია იოსელიანი. თბ., აზრი, 2014;
  • წყალტუბოს მღვიმური სისტემა (თანაავტორი). თბ., გეოგრაფიის ინ-ტი, 2009;
  • В пещерах Грузии : Альбом (ავტორი). Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1986;
  • საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი (თანაავტორი). თბ., მეცნიერება, 1966.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.