ჯუმა მეჩეთი (განჯა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუმა მეჩეთი. განჯა

ჯუმა მეჩეთი განჯაში (აზერ. Gəncə Cümə məscidi) — მეჩეთი, რომელიც განლაგებულია განჯის ცენტრში. იგი აშენებულია 1606 წელს შეიჰ ბაჰა ად დინის პროექტის მიხედვით. ასევე მას ხშირად „შაჰ აბასის მეჩეთსაც“ უწოდებენ (აზერ. Şah Abbas məscidi), ვინაიდან იგი იქნა აღმართული შაჰ აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებულის მმართველობის ხანაში.

1776 წელს მეჩეთის შენობას მიუშენეს ორი მინარეთი. მეჩეთი აღმართულია განჯისთვის დამახასიათებელი წითელი აგურით. მეჩეთთან დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მედრესე, რომელშიც კალიგრაფიას ასწავლიდა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი და მეცნიერი მირზა შაფი ვაზეჰი.

ჯუმა მეჩეთი (II ნახევარი XIX საუკუნე)

2008 წელს მეჩეთი კაპიტალურად იქნა რესტავრირებული. სარემონტო სამუშაოების მსვლელობის დროს აღმოჩენილი იქნა ძველი მეფის რუსეთის ფულადი ბანკნოტები, რომელნიც კონვერტში იყო ჩადებული. ამ აღმოჩენის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ ბოლოს ეს მეჩეთი გარესტავრირდა 1910 წელს, და არა XVIII საუკუნის ბოლოს ჯავად ხანის მმართველობის დროს, როგორც ვარაუდობდნენ აქამდე[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]