ჯულიეტა ლანტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯულიეტა ლანტერი

ჯულიეტა ლანტერი (დ. 22 მარტი, 1873 — გ. 25 თებერვალი, 1932) — იტალიელი-არგენტინელი ფიზიკოსი, მოაზროვნე, არგენტინაში ქალთა უფლებების დამცველი და სოციალური მოძრაობის მხარდამჭერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიეტა დაიბადა იტალიის სამეფოში პროვინცია კუენოს სოფელში (დღეს საფრანგეთი - ლა-ბრიგი).[1] მისი მშობლები 1879 წელს არგენტინაში წავიდნენ ემიგრაციაში, სადაც ის ბუენოს-აირესში და ლა-პლატაში იზრდებოდა.[1][2]

1891 წელს, ის პირველი ქალი გახდა, რომელიც რაფაელ ერნანესის სახელობის ეროვნულ კოლეჯში ჩაირიცხა. 1898 წელს ფარმაკოლოგიაში მიიღო ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ხარისხი.[1]

მან დააარსა თავისუფლად მოაზროვნე ქალების ეროვნული ლიგა და გამოსცა ჟურნალი La Nueva Mujer. 1910 წელს მონაწილეობდა ქალთა შაერთაშორისო კონგრესის, ხოლო მოგვიანებით ბავშვთა კეთილდღეობის კონგრესის ორგანიზებაში.[3]

1932 წლის 23 თებერვალს ბუენოს-აირესში მას ავტომოგბილი დაეჯახა. ორი დღის შემდეგ ჯულიეტა 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დასაფლავებას 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.[3]

2001 წელს ბუენოს-აირესის ახალ უბანში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Lanteri e Pastorelli in Argentina.
  2. Julieta Lanteri. El Argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2016-05-20.
  3. 3.0 3.1 Julieta Lanteri (1873-1932). University of North Carolina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-04. ციტირების თარიღი: 2016-05-20.
  4. Calles de Puerto Madero. Luis Cortese.