ჯულიეტა ვაშაყმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულიეტა ვაშაყმაძე
Julieta-vashakmadze.jpg
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1933
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი, 2020 (87 წლის)
ეროვნება ქართველი

ჯულიეტა ვაშაყმაძე (დ. 14 აგვისტო, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 27 დეკემბერი, 2020[1], თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, სერგო ზაქარიაძის რჩევით, საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

დაქორწინებული იყო ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, ასევე სატელევიზიო მუშაკი, პროდიუსერი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს.[2] გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.

გარდაიცვალა 2020 წლის 27 დეკემბერს, 87 წლის ასაკში.[1]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „გარდაიცვალა ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2020-12-27.
  2. ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძის და შურიკო მაჭავარიანის ვარსკვლავი მთაწმინდაზე reportiori.ge