ჯულია მარგარეტ კამერონი
ჯულია მარგარეტ კამერონი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 11 ივნისი, 1815[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [15] [16] |
დაბადების ადგილი | Garden Reach[17] |
გარდაიცვალა | 26 იანვარი, 1879[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [15] [15] [16] (63 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Kalutara[18] [19] |
ჟანრი | პორტრეტი[18] და რელიგიური ხელოვნება[18] |
ჯულია მარგარეტ კამერონი (ინგლ. Julia Margaret Cameron, დ. 11 ივნისი, 1815, კალკუტა — გ. 26 იანვარი, 1879, ცეილონი) — ვიქტორიანული პერიოდის ინგლისელი ფოტოგრაფი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულია მარგარეტ კამერონი დაიბადა ინდოეთში. ახალგაზრდობა გოგონამ საფრანგეთში გაატარა. იგი იყო ოსტ-ინდური კომპანიის ჩინოვნიკის, ჯეიმზ პეტლის და ფრანგი არისტოკრატის, ადელინ დე ლ’ეტანის ქალიშვილი. მისი დისშვილის შვილი იყო ვირჯინია ვულფი. ჯულია დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა ლონდონში. 1860 წელს კი უაიტის კუნძულზე დასახლდა.
ჯულია ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რაც, შესაძლოა, იმით იყო გამოწვეული, რომ კუნძულზე ცხოვრება ძალიან მონოტონური იყო. 1863 წელს მისმა ქალიშვილმა ფოტოაპარატი აჩუქა, რამაც მას არა მხოლოდ დეპრესიისგან გამოყვანაში დაეხმარა, არამედ სიცოცხლის საყვარული ჰობი შეიძინა. ამით დაიწყო მისი კარიერა, რომელიც მხოლოდ თერთმეტი წელი გაგრძელდა (1864-1875 წლებში). მან დამოუკიდებლად აითვისა კოლოდიური ფირფიტებით ფოტოგრაფირების და სურათების დაბეჭვდის ტექნიკა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტოაპარატი პირველად 48 წლის ასაკში აიღო ხელში, მისი კარიერა ფოტოხელოვნის რანგში მოკლე აღმოჩნდა. იგი გამოირჩეოდა ექსცენტრიულობით, ენერგიით და შთაგონებით, რამაც ის ვიქტორიანული ეპოქის დიდი ფიგურების ფოტოგრაფირებისკენ წაახალისა და საშუალება მისცა მათი სულიერება, ძალა და ხასიათი ყველა სხვა პორტრეტისტზე უკეთესად გამოეხატა. იგი ძირითადად დიდი ადამიანების თავებს აფოკუსებდა, ცდილობდა მათი გონების სიღრმე გამოეხატა და ამავდროულად საკუთარი გრძნობების სრული სიძლიერე ამ ადამიანების მიმართ გამოეჩინა. ეს ადმიანები თავიანთი დროის ტიტანები იყვნენ, მათ შორის იყო შექსპირის ნაწარმოებების როლების ბრწყინვალე შემსრულებელი ელენ ტერი, ალფრედ ტენისონი (კამერონმა მისი ლექსების კრებული „სამეფო იდილიები“ ფოტოილუსტრაციებით გაამშვენიერა), ჩარლზ დარვინი, რობერტ ბრაუნინგი, გენრი ლონგფელო, სერ ჯონ გერშელი, ჯორჯ ფრედერიკ უოტსი, ენტონი ტროლოპი და თომას კარლაილი.

მის ნამუშევრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლემენტინა ჰავარდენის შემოქმედებამ. კამერონი ყოველთვის ცდილობდა ეპოვა სული იმ ადამიანში, ვისაც ფოტოგრაფირებდა. მის ხელში კამერა იდეალური ინსტრუმენტი აღმოჩნდა მისი ინტელექტუალური გმირების სახეებზე დამახასიათებელი გამომეტყველების აღსაბეჭდათ. მისი სტუდია მისი წმინდანების გალერეა იყო: იგი ქმნიდა ხატებს თაყვანის საცემად. ჩვეულებრივი ადამიანების ფოტოები შედარებით უინტერესო იყო — ეს იყო უბრალოდ რეგისტრაციული ბარათები, რომლებზეც არაფერი იყო, გარდა არაერთგვაროვანი პორტრეტებისა იმ ადამიანების, ვისაც ის საერთოდ არ აღმერთებდა.
11 წლის განმავლობაში მან 900-ზე მეტი საკმაოდ საინტერესო ფოტო გადაიღო. მისი კარიერა საკმაოდ პროზაულად დასრულდა: მთელი ოჯახი შრი-ლანკაში გადავიდა, სადაც ჩარლზს ყავის პლანტაციები ჰქონდა, იქვე ცხოვრობდა მათი ორივე ვაჟიც. კამერონმა აქაც სცადა ფოტოგრაფიით დაკავება, მაგრამ კუნძულზე არ იყო საჭირო რეაგენტები და სუფთა წყალი, ხოლო წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მან თანდათანობით თავი დაანაება ფოტოგრაფიას. ჯულია მარგარეტ კამერონი 1879 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ovenden G. A Victorian album: Julia Margaret Cameron and her circle. New York: Da Capo Press, 1975
- Weaver M. Julia Margaret Cameron: 1815—1879. London: The Herbert Press, 1984.
- Ford C. Julia Margaret Cameron: a critical biography. Los Angeles: J. Paul Getty Museum, 2003
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Julia Margaret Cameron
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 Luminous-Lint — 2005.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 FemBio database
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Sougez M. Historia General de la Fotografía — Ediciones Cátedra, 2007.
- ↑ 12.0 12.1 Lukitsh J. Cameron [Pattle], Julia Margaret // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T013434
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive
- ↑ 16.0 16.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 79. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Encyclopædia Britannica
- ↑ RKDartists