ჯულიას ვილა
ჯულიას ვილა | |
![]() | |
ზოგადი ინფორმაცია | |
---|---|
შენობის ტიპი | ვილა |
არქიტექტურული სტილი | რენესანსი/მანიერისტი |
ქვეყანა | იტალია |
ქალაქი | რომი |
მისამართი | ვილა ჯულიას მოედანი 9 |
კოორდინატები | 41°55′07″ ჩ. გ. 12°28′39″ ა. გ. / 41.9187000° ჩ. გ. 12.4776000° ა. გ. |
მფლობელი | იულიუს III |
დაიწყო | 1551 |
დასრულდა | 1553 |
ვილა ჯულია (იტალ. Villa Giuli) — ვილა რომში, იტალია. მას სახელი ეწოდა პაპი იულიუს III-ის პატივსაცემად, რომელმაც 1551–1553 წლებში ააგო ვილა. მაშინ ვილა ქალაქის განაპირას მდებარეობდა. დღეს ის საჯარო საკუთრებაა და მასში განთავსებულია ეტრუსკების ეროვნული მუზეუმი ეტრუსკული ხელოვნებისა და არტეფაქტების კოლექცია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილა ააგეს რომის უბანში, რომელიც ცნობილია როგორც „Vigna Vecchia“ (რომელიც ოდესღაც ქალაქის კედლებთან იყო). მდებარეობდა მონტე პარიოლის ფერდობებზე, როგორც „ვილა სუბურბანა“ და დასასვენებელი ადგილი.
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხელოვნების კარგად მცოდნემ პაპმა თავდაპირველად შენობის დიზაინი 1551–1553 წლებში დაავალა ჯაკომო ბაროცის და ვინიოლას. თუმცა, ნიმფეუმი და ბაღის სხვა სტრუქტურები დააპროექტა ბარტოლომეო ამანატიმ, ჯორჯო ვაზარის მეთვალყურეობის ქვეშ. მიქელანჯელოც იქ მუშაობდა. პაპი იულიუსი უშუალოდ დაინტერესდა ვილის დიზაინითა და დეკორით და დახარჯა დიდი თანხები მისი სილამაზის გასაუმჯობესებლად. ვილა ჯულია გახდა მანიერისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური ნიმუში.
თავდაპირველი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი ხელუხლებელი, რომელიც მოიცავს სამ ვენახს, რომლებიც ვრცელდებოდა ტიბრამდე და რომლებზეც პაპი ხშირად მოგზაურობდა ნავით. ვილას ჰქონდა ქალაქური შესასვლელი. 1935 წელს მოპოვებულ მედალზე ნაჩვენებია ვილა, როგორც არსებითად დასრულებული, მაგრამ წყვილი გუმბათებით, რომლებიც არასოდეს ყოფილა შესრულებული.
მოგვიანებით ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაპ იულიუსის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ პაპმა პავლე IV-მ ჩამოართვა ყველა ის ქონება, რომელიც მან დააგროვა; ვილა გაიყო და მთავარი შენობა და ბაღების ნაწილი აპოსტოლარული პალატის საკუთრება გახდა. იგი აღადგინეს 1769 წელს პაპ კლემენტ XIV- ის ინიციატივით. იტალიის ახალმა სახელმწიფომ ჩამოართვა 1870 წელს და XX საუკუნის დასაწყისში გადაეცა ეტრუსკების ეროვნულ მუზეუმს.
სერიალ მედიჩის მესამე სეზონში, ეს არის ლორენცო მედიჩის ცოლის, კლარის ორსინის და ჯიროლამო რიარიოს ცოლის კატერინა სფორცას პირველი შეხვედრის ადგილი. შეხვედრის სცენა გადაღებულია რომში, ვილა ჯულიას ეზოში .[1] [2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვილა ჯულიას ფასადი
-
ჯორჯო ვასარი
-
ნახევარწრიული პორტიკი კაზინოს უკანა მხარეს
-
ნახევარწრიული პორტიკი კაზინოს უკანა მხარეს
-
ნიმფეუმის ლოჯი, დეტალი, ბარტოლომეო ამანატი
-
ნიმფეუმის ლოჯი, ბარტოლომეო ამანატი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ List of Medici Episodes Season 3 (2019). Wikipedia (December 3, 2019). ციტირების თარიღი: 2023-03-18
- ↑ Redazione. (November 23, 2019) Medici 3: ten locations where the series about Lorenzo the Magnificent was filmed. Finestre sull Arte. ციტირების თარიღი: 2023-03-19