შინაარსზე გადასვლა

ჯულიანის აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯულიანის აკადემია
დაფუძნდა 1868
ატარებს სახელს Rodolphe Julian
დამფუძნებელი (-ები) Rodolphe Julian
ტიპი კერძო
მდებარეობა პარიზი
ქვეყანა საფრანგეთი
ჯულიანის აკადემია — საფრანგეთი
ჯულიანის აკადემია

ჯულიანის აკადემია (ფრანგ. Académie Julian) — პარიზის კერძო სამხატვრო აკადემია, რომელიც დააარსა მხატვარმა როდოლფ ჯულიანმა 1868 წელს და მოქმედებდა 1968 წლამდე.[1] XIX საუკუნის მეორე ნახევარში ის იყო პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლისა და კიდევ ერთი ცნობილი კერძო სკოლის, კოლაროსის აკადემიის, ყველაზე დიდი კონკურენტი. აკადემია დღემდე ცნობილი დარჩა თავისი მაღალი დონის მხატვრების რაოდენობით, რომელიც იქ სწავლობნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში ხელოვნების სწრაფი განვითარების დიდ პერიოდში.[2] 1968 წლის შემდეგ იგი გაერთიანდა „ESAG Penninghen“-თან.

მ. კ. ბაშკირცევა პარიზის ჯულიანის აკადემიაში. 1881. ტილო, ზეთი. ხელოვნების მუზეუმი, დნეპროპეტროვსკი

ჯულიანის აკადემია დაარსდა 1868 წელს [5][3] (სხვა წყაროების მიხედვით, 1873).[3] მისი დამფუძნებელი, როდოლფ ჯულიანი, იყო საშუალო დონის ხელოვანი, მაგრამ ნიჭიერი ადმინისტრატორი. აკადემიის არსებობის დასაწყისიდანვე იქ ასწავლიდნენ ცნობილი მხატვრები, რომელთაგან ბევრი ასევე იყო სახვითი ხელოვნების სკოლის მასწავლებელი. გარდა ამისა, ჯულიანმა მოახერხა პარიზის სალონის ჟიურის ოთხი წევრის მასწავლებლად მოზიდვა: უილიამ ბუგერო, ტონი რობერ-ფლერი, ჟიულ ლეფევრი და გუსტავ ბულანჟე.[4]

ჯულიანის აკადემიაში სწავლა შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამზადებელი ეტაპი სახვითი ხელოვნების სკოლაში შესასვლელად. მის პოპულარობას ისიც ზრდიდა, რომ სტუდენტებს ეძლეოდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ პრესტიჟულ „რომის პრემიის“ კონკურსში.[5]

აკადემიაში შესასვლელად წინასწარი გამოცდების ჩაბარება არ იყო საჭირო. იქ ირიცხებოდნენ არა მხოლოდ პროფესიონალი მხატვრები, არამედ მოყვარულებიც. მისი კარები დილის 8 საათიდან გვიან საღამომდე ღია იყო ყველასთვის. დროთა განმავლობაში აკადემიამ რამდენიმე ფილიალი გახსნა და 1880 წლისთვის იქ სწავლულ სტუდენტთა რაოდენობამ 600 ადამიანს მიაღწია.[3]

ჯულიანის აკადემიის წარმატება ხშირად აიხსნებოდა იმით, რომ სახვითი ხელოვნების სკოლის მიერ დაწუნებულ დამწყებ მხატვრებს აქ სწავლა შეეძლო სწორედ ამ სახვითი ხელოვნების სკოლის მასწავლებლების ხელმძღვანელობით. როგორც სალონის ჟიურის წევრები, სხვადასხვა მასწავლებლები ზრუნავდნენ, რომ მათი მოსწავლეების ნამუშევრები დაშვებული ყოფილიყო გამოფენებზე, ხოლო სტუდენტები ყოველწლიურად ხელახლა ირჩევდნენ თავიანთ მასწავლებლებს სალონის ჟიურის წევრებად. მათ შეეძლოთ ამაყად ეთქვათ, რომ სწავლობდნენ ცნობილ მხატვრებთან, იღებდნენ მონაწილეობას სალონურ გამოფენებში და მიდიოდნენ წარმატებისკენ. აკადემიაში არ არსებობდა წესრიგი და დისციპლინა, პროფესორებსაც კი ყოველთვის პატივისცემით არ ეპყრობოდნენ მათი იშვიათი ვიზიტების დროსაც კი. ზოგიერთი სტუდენტი, როდესაც პროფესორი მათ მიუახლოვდებოდა, ღიად და გამომწვევად ატრიალებდნენ თავიაანთ ნახატები.

მე-19 საუკუნეში, 1897 წლამდე ქალებს არ ჰქონდათ სახვითი ხელოვნების სკოლაში სწავლის უფლება. თუმცა, ჯულიანის აკადემია სასწავლებლად იღებდა ქალებს, რაც მათ იმ დროს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა, მიეღოთ სამხატვრო განათლება.[6] აკადემიის სტუდენტებს შორის იყო მარია ბაშკირცევა, რომელმაც თავის „დღიურში“ დატოვა მოგონებები აკადემიისა და მისი მასწავლებლების შესახებ.[7]

ჯულიანის აკადემია ძალიან პოპულარული იყო როგორც ფრანგ, ასევე უცხოელ სტუდენტებში, განსაკუთრებით ამერიკელებში. აკადემიას ჰყავდა სტუდენტები კანადიდან,[8] ბრაზილიიდან,[9] პოლონეთიდან[10] და სხვა ქვეყნებიდან.

1968 წელს ჯულიანის აკადემია გახდა „Penninghen“ სახვითი ხელოვნების სკოლის ნაწილი. სკოლა აგრძელებს აკადემიის ტრადიციას გამოჩენილი მასწავლებლების მოწვევისა და სტუდენტების მოზიდვის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან.[11]

რესურსები ინტენეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Russell, John (1989-03-19). „ART VIEW; An Art School That Also Taught Life“. The New York Times (ინგლისური). 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-13. ციტირების თარიღი: 2024-02-09.
  2. Academie Julian: Paris Art School Founded by Rodolphe Julian. ციტირების თარიღი: 2024-02-09
  3. 3.0 3.1 Oxford Art dictionary, Oxford University Press, 2004. — P. 6, 816 p.
  4. Stuart Macdonald., The History and Philosophy of Art Education, James Clarke & Co., 2004. — P. 289, 400 p, ISBN 0718891538.
  5. Visual arts.
  6. Overcoming All Obstacles.
  7. Denise Noël. Les femmes peintres dans la seconde moitié du XIXe siècle. — Clio, 2004. ციტირების თარიღი: 2016-02-07
  8. Montiège, Samuel. L’Académie Julian et ses élèves canadiens : Paris, 1880—1900. — Université de Montréal (Faculté des arts et des sciences), 2011 (thèse). ციტირების თარიღი: 2016-02-07
  9. Cavalcanti Simioni, Ana Paula. Le voyage à Paris : l’Académie Julian et la formation des artistes peintres brésiliennes vers 1900 // Cahiers du Brésil contemporain, n° 57-58/59-60 (2004—2005), p. 261—281.. ციტირების თარიღი: 2016-02-07
  10. Zgórniak, Marek. Polish students at the Académie Julian until 1919 // RIHA Journal n° 50 (10 août 2012). ციტირების თარიღი: 2016-02-07
  11. Penninghen.