ჯულიანა ნორვიჩელი
| ჯულიანა ნორვიჩელი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 8 ნოემბერი, 1342[1] ან 1343[2] |
| დაბ. ადგილი | ნორიჩი, ნორფოლკი, ინგლისის სამეფო |
| გარდ. თარიღი | არაუადრეს 1416 |
| გარდ. ადგილი | ნორიჩი, ნორფოლკი, ინგლისის სამეფო |
| მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
| საქმიანობა | თეოლოგი, მწერალი, ანქორიტი, განდეგილი[3] , ქრისტიანი მისტიკოსი[3] და ფილოსოფოსი |
ჯულიანა ნორვიჩელი (დ.1343[4][5]სხვადსხვა წყაროები ვერ თანხმდებიან ჯულიანა ნორვიჩელის დაბადების ზუსტ თარიღზე; ვინდეტი ასახელებს 1342 წლის ბოლოს, ხოლო რამირესი მიუთითებს, რომ იგი „დაახლოებით 1343 წელს“ დაიბადა.[6][7] – გარდაცვალება 1416 წლის შემდეგ), ასევე ცნობილი როგორც ჯულიანა ნორვიჩელი, ქალბატონი ჯულიანი, ქალწული ჯულიანი ან დედა ჯულიანი[8] — იყო ინგლისელი ანქორიტი (განდეგილი ქალი) შუა საუკუნეებში. მისი ნაწერები, ცნობილი როგორც ღმრთიური სიყვარულის გამოცხადებები (Revelations of Divine Love), წარმოადგენს ინგლისურ ენაზე შემორჩენილ უძველეს ტექსტს, რომლის ავტორიც ქალია. ეს არის ერთადერთი არსებული ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელიც ანქორიტ ქალს ეკუთვნის.
ჯულიანი ცხოვრობდა ინგლისის ქალაქ ნორვიჩში — მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ამავე დროს მრავალფეროვანი სულიერი ცხოვრება ჰქონდა. მისი ცხოვრების პერიოდში ქალაქმა გამოიარა ისეთი მოვლენები, როგორიცაა შავი ჭირის პანდემია (1348–1350 წწ.), გლეხთა აჯანყება (1381 წ.) და ლოლარდების მოძრაობის დევნა. 1373 წელს, 30 წლის ასაკში, ჯულიანი მძიმედ ავად გახდა და ეგონა, რომ სიკვდილის პირას იყო. ამ დროს მან მიიღო რელიგიური ხილვები ქრისტეს ვნებაზე. იგი გამოჯანმრთელდა და თავისი გამოცდილების ორი ტექსტი დაწერა — პირველი, მოკლე ვერსია მალევე გამოჯანმრთელების შემდეგ, ხოლო მეორე, დღეს ცნობილი როგორც გრძელი ტექსტი (Long Text), მოგვიანებით შეადგინა.
ჯულიანი შემდგომ ცხოვრობდა ანქორიტად, სრულ განდეგილობაში, საკუთარ საკნში, რომელიც წმინდა ჯულიანის ეკლესიის კედელთან იყო მიმაგრებული. ცნობილია ოთხი სანოტარო ანდერძი, რომლებშიც თანხა უტოვდება ნორვიჩელ ანქორიტ ჯულიანს. ასევე არსებობს ცნობილ მისტიკოს მარჯერი კემპის ჩანაწერი, სადაც აღწერილია ჯულიანთან სულიერი რჩევის მიღება.
ჯულიანის ოჯახის, განათლებისა და განდეგილობამდე ცხოვრების შესახებ დეტალები უცნობია; გაურკვეველია, იყო თუ არა „ჯულიანი“ მისი ნამდვილი სახელი. მიუხედავად ანონიმურობისა და განმარტოების სურვილისა, იგი თავისი დროისათვის მნიშვნელოვანი სულიერი ავტორიტეტი იყო. მისი ტექსტები საგულდაგულოდ შეინარჩუნეს, თუმცა რეფორმაციის პერიოდში მათი ბეჭდვით გამოქვეყნება შეფერხდა. გრძელი ტექსტი პირველად გამოაქვეყნა ბენედიქტელმა ბერმა სერენუს დე კრესიმ 1670 წელს, შემდეგ ხელახლა გამოსცა ჯორჯ პარკერმა 1843 წელს და მოდერნიზებული ვერსია გამოვიდა 1864 წელს. ჯულიანის ტექსტები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1901 წელს, როდესაც ბრიტანეთის მუზეუმში აღმოჩენილი ხელნაწერი ჩანაწერებითა და კომენტარებით გამოსცა გრეის უორეკმა. მას შემდეგ ტექსტი არაერთხელ ითარგმნა.
დღეს ჯულიანი აღიარებულია როგორც მნიშვნელოვანი ქრისტიანული მისტიკოსი და თეოლოგი.
ისტორიულ-სოციალური კონტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინგლისის ქალაქი ნორვიჩი, სადაც, სავარაუდოდ, ჯულიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობდა, XIII–XIV საუკუნეებში ლონდონის შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო ინგლისში. ის წარმოადგენდა ქვეყნის მთავარი სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო რეგიონის ცენტრს.[9]ნორვიჩის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა აღნიშნულ პერიოდში შეუძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ XIII საუკუნის ბოლოს ქალაქში 130-ზე მეტი პროფესია იყო დარეგისტრირებული, რაც მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონულ ცენტრში (ლონდონში — 175 პროფესია).[10]
ჯულიანის სიცოცხლეში ნორვიჩმა მძიმე პანდემიური და პოლიტიკური მოვლენები გადაიტანა. შავი ჭირი (1348–1350) შესაძლოა ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ემსხვერპლა და სხვადასხვა ტალღით დაბრუნდა 1387 წლამდე.[11] 1381 წლის გლეხთა აჯანყების დროს ქალაქი აჯანყებულთა ჯარმა დაიპყრო, რომელსაც გეოფრი ლისტერი ხელმძღვანელობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ნორვიჩის ეპისკოპოსი ჰენრი ლე დესპენსერი ლისტერი სიკვდილით დასაჯა ნორთ-უოლშემის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.[12]
დასპენსერი აქტიურად ებრძოდა ლოლარდებს, რომლებიც ეკლესიის რეფორმას მოითხოვდნენ. მათი ნაწილი ცოცხლად დაწვით სიკვდილით დასაჯეს ე.წ. "ლოლარდების ორმოში", ქალაქის გარეთ მდებარე საჯარო დასჯის ადგილას.[9]
ამავე პერიოდში ნორვიჩი შეიძლება ითვლებოდეს ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქალაქად ევროპაში. ქალაქის სივრცეში დომინირებდა ნორვიჩის ტაძარი, ფრიარების მონასტრები, ეკლესიები და ანქორიტების საცხოვრებელი კელიები. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა ტაძრის პრიორატი (დაარსებული 1096 წელს), ბენედიქტელთა წმინდა პავლეს ჰოსპიტალი, კარმელიტების მონასტერი, წმინდა ჯილზის ჰოსპიტალი და ფრანცისკელთა მონასტერი — ე.წ. გრეიფრიარსი. სამხრეთით, ქალაქის კედლების გარეთ, მდებარეობდა ბენედიქტელების მონასტერი — კაროუს სააბატო, სადაც დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა.[13]
სააბატოს შემოსავალი ძირითადად ე.წ. ბენეფიციური შემოსავლიდან მოდიოდა — ქონების გაქირავებიდან, მათ შორის ეკლესიები ნორვიჩში: წმინდა ჯულიანის ეკლესია, All Saints Timberhill, St Edward Conisford და St Catherine Newgate. ამ ეკლესიებიდან მხოლოდ წმინდა ჯულიანის ეკლესიაა შემორჩენილი. ანქორიტული კელიების მქონე ეკლესიები აძლიერებდა სააბატოს ავტორიტეტს და შემოწირულობებს იზიდავდა საზოგადოების ყველა ფენიდან[14]
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიანის ცხოვრების წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიან ნორვიჩელის ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მის შესახებ მწირი ცნობები მხოლოდ მისივე ნაწერებშია დაცული, რომლებიც შემდგომში გაერთიანდა ერთ წიგნში — ღვთიური სიყვარულის გამოცხადებანი (Revelations of Divine Love) — ეს სახელწოდება პირველად 1670 წელს გამოიყენეს.[15][16] ჯულიანის ტექსტის ყველაზე ადრეული ცნობილი ასლი, რომელიც დაახლოებით 1470-იან წლებში გადაუწერიათ, მას სწორედ ამ ნაწერის ავტორად ასახელებს.[15]
ჯულიანზე ყველაზე ადრეული ცნობა ოთხ ანდერძში გვხვდება, სადაც ის მოხსენიებულია როგორც ანქორიტი.[15] ეს ანდერძები ეკუთვნის ნორვიჩის მცხოვრებლებს. სენტ მაიკლ კოსლანის ეკლესიის მღვდელმა როჯერ რიდმა 1394 წლის 20 მარტის ანდერძში 12 შილინგი დაუტოვა „ჯულიან ანქორიტს“.[4] ეილშემელი კანდელური მღვდელი თომას ედმუნდი 1404 წლის 19 მაისის ანდერძში 12 პენი დაუტოვა „ჯულიან ანქორიტს სენტ ჯულიანის ეკლესიაში, კონისფორდში“ და 8 პენი მის თანაცხოვრებელ სარას.ისტორიკოსი იანინა რამირესი ვარაუდობს, რომ სარა ჯულიანის მოსამსახურე იყო და მისი კავშირი გარესამყაროსთან. სავარაუდოა, რომ მას ჰქონდა წვდომა ჯულიანთან მისი საკელიის მიმდებარე პატარა ოთახიდან.[7] 1415 წლის 24 ნოემბერს, ნორვიჩელმა ჯონ პლამპტონმა 40 პენი დაუტოვა „კონისფორდის წმინდა ჯულიანის ეკლესიის ანქორიტს“ და თითო შილინგი — მის მსახურსა და ყოფილ მსახურ ალისს.[6] მეოთხე წყარო გახლავთ საფოლკის გრაფინია ისაბელი (უილიამ დე აფორდის მეორე ცოლი), რომელმაც 1416 წლის 26 სექტემბრის ანდერძში 20 შილინგი დაუტოვა „ჯულიან განმარტოებულს ნორვიჩში“.[6] არსებობს ვარაუდი, რომ ჯულიანი შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო 1429 წელს, როდესაც ერთ ანქორიტს (უსახელოდ) ასევე დაუტოვეს ქონება.[17]

ჯულიანი ცნობილი იყო, როგორც სულიერი ხელმძღვანელი, რომელიც რჩევებს აძლევდა საზოგადოებას.[6] დაახლოებით 1414 წელს, როდესაც ის სავარაუდოდ უკვე 70 წელს გადაცილებული იყო, მას ეწვია ინგლისელი მისტიკოსი მარგერი კემპე. მის წიგნში The Book of Margery Kempe, რომელიც ითვლება ინგლისურ ენაზე დაწერილ პირველ ავტობიოგრაფიად,[18] კემპე აღწერს, რომ „უფლის ნებით“ ეწვია „დამ ჯელიანს, რომელიც გამოცდილი იყო ღვთიური გამოცხადებების სფეროში და სულიერი რჩევების მიცემაში“.[19] კემპე ჯულიანს ავტორად არ მოიხსენიებს, თუმცა მის წიგნში სხვა სულიერი ავტორების ნაშრომებზე მიანიშნებს.[17]
ხილვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღვთიური სიყვარულის გამოცხადებებში ჯულიანი წერს, რომ 30 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობა დაემართა. შესაძლებელია, რომ ის უკვე ანქორიტი ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ის ჯერ კიდევ ერში ცხოვრობდა, რადგან მას ხშირად სტუმრობდნენ, რაც ანქორიტების მკაცრ განდეგილობის წესებს ეწინააღმდეგებოდა.[6] 1373 წლის 8 მაისს მას მისცეს წმინდა ზეთით ზიარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის სიკვდილის პირას იყო. სწორედ ამ დროს, როდესაც მღვდელმა ჯვარი დააბრძანა მის საწოლთან, ჯულიანმა ხილვა იხილა — ჯვარცმული იესო სისხლს ღვრიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მას ჰქონდა 15 ხილვა, ხოლო მეთექვსმეტე — მეორე ღამეს.[6][7]
ჯულიანი სრულად გამოჯანმრთელდა 13 მაისს.[20] მკვლევარების აზრით, მან ხილვების შესახებ ჩანაწერები მალევე გააკეთა.[21] მისი პირველადი ხელნაწერი არ შემორჩა, თუმცა ე.წ. მოკლე ტექსტი გადარჩა.[22] მოგვიანებით, სავარაუდოდ 1390-იან წლებში, ჯულიანმა დაიწყო ხილვების ღრმა თეოლოგიური გააზრება და შექმნა გრძელი ტექსტი. ეს მეორე ვერსია არაერთგზის გადამუშავდა და, სავარაუდოდ, დასრულდა 1410-1420-იან წლებში.[22] ჯულიანის გამოცხადებები არის პირველი მნიშვნელოვანი მისტიკური ხილვები ინგლისელი ქალისგან ბოლო 200 წლის მანძილზე, იმ დროს, როდესაც კონტინენტზე მიმდინარეობდა ქალთა მისტიკის ოქროს ხანა.[23] [21]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯულიანმა „მოკლე ტექსტში“ ჩართო რამდენიმე ავტობიოგრაფიული დეტალი, მათ შორის მისი სქესის შესახებ მინიშნება, თუმცა მოგვიანებით დაწერილ „გრძელ ტექსტში“ ამ დეტალები განზრახ დატოვებული იყო საგულდაგულოდ.[6] ისტორიკოსებსაც კი არ აქვთ სრული დარწმუნება მის რეალურ სახელსა და ვინაობაზე. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ სახელი „ჯულიანი“ მიღებულია იმ ეკლესიის სახელწოდებიდან, რომელთანაც მისი საკელია იყო მიერთებული, თუმცა შუა საუკუნეებში „ჯულიანი“ დამოუკიდებლადაც გამოიყენებოდა როგორც ქალის სახელი, ამიტომ შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ყოფილიყო მისი ნათლობის სახელი.[24]
ჯულიანის ნაწერების მიხედვით, იგი სავარაუდოდ დაიბადა 1342 წლის ბოლოს ან 1343 წელს და გარდაიცვალა 1416 წლის შემდეგ.[6][25] ის ექვსი წლის იყო, როცა შავი ჭირი ნორვიჩს მოედო.[26] არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა სწავლობდა ბენედიქტელი მონაზვნების სკოლაში კაროუს სააბატოში, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა გოგონებისათვის.[25][27] თუმცა არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ის ამ მონასტრის წევრი ყოფილიყო.
რამდენიმე მკვლევარი, მათ შორის სანთა ბატაჩარჯი Oxford Dictionary of National Biography-დან, მიიჩნევს, რომ ჯულიანის ღვთის დედობრივი ბუნების შესახებ რეფლექსიები მიუთითებს იმაზე, რომ მას შესაძლოა ჰქონდა დედობრივი გამოცდილება. 14-ე საუკუნეში შავი ჭირის ხშირი გავრცელების ფონზე გამოთქმულა მოსაზრება, რომ ჯულიანმა შესაძლოა საკუთარი ოჯახი დაკარგა ეპიდემიის დროს.[28] ანქორიტად გახდომის შედეგად, იგი ფაქტობრივად კარანტინში იყო ნორვიჩის დანარჩენი მოსახლეობისგან მოშორებული.[25] თუმცა, საინტერესოა, რომ მის ნაწერებში არ ჩანს არცერთხელ არც შავი ჭირის ეპიდემიის, არც რელიგიური დაპირისპირებების და არც სამოქალაქო მღელვარების ხსენება, რომლებიც იმ პერიოდში ქალაქში აქტიურად ხდებოდა.[7]
კენეთ ლიჩი და და ბენედიქტა უორდი, წიგნის — Julian Reconsidered (1988) — ავტორები, ასკვნიან, რომ ჯულიანი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა დაქვრივებული დედა იყო და არასდროს ყოფილა მონაზონი. ისინი ამ დასკვნას აფუძნებენ იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს პირდაპირი ცნობა მისი სამონასტრო სტატუსის შესახებ და ასევე იმაზე, რომ კაროუს სააბატოსთან მისი კავშირი დაუდასტურებელია. მათი თქმით, რომ ჯულიანს მართლაც ჰქონოდა მჭიდრო კავშირი ამ მონასტერთან, ის, როგორც ცნობილ მოღვაწეს, იქ დაასაფლავებდნენ და პატივით მოიხსენიებდნენ.[29]
ცხოვრება ანქორიტად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯულიანი მინიმუმ 1390-იანი წლებიდან მოყოლებული იყო ანქორიტი.[30] თავისი საკელის შიგნით ცხოვრებით ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თემში: ეძღვნებოდა ლოცვებს, რათა დაეხმარებოდა მღვდლებს მათი ძირითადი მოვალეობის შესრულებაში — სულიერი ხელმძღვანელობის საქმეში.[7] მისი განმარტოებული ცხოვრება იწყებოდა დამქანცველი შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ.[31] ამ პროცესის კულმინაციას წარმოადგენდა საზეიმო საეკლესიო რიტუალი წმინდა ჯულიანის ეკლესიაში, რომელსაც ეპისკოპოსიც ესწრებოდა.[32] ცერემონიის დროს, ჯულიანისთვის ასრულებდნენ გარდაცვლილთა ფსალმუნებს, თითქოს ეს იყო მისი გასვენება, რის შემდეგაც მას საკელის კართან მიიყვანდნენ და შეიყვანდნენ ოთახში.[7] კარები საბოლოოდ ილუქებოდა და მას სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეცხოვრა საკელში.[7]
ანქორიტად გახდომის შემდეგ, ჯულიანი მკაცრ წესებს უნდა დამორჩილებოდა, რომლებიც სპეციალურად ამ ცხოვრების წესისთვის იყო დაწესებული. არსებობს ორი მნიშვნელოვანი წერილობითი წყარო, რომელიც ასეთ წესებზე მოგვითხრობს. პირველი არის ლათინურად დაწერილი De institutione inclusarum (დაწერილი დაახლოებით 1162 წელს აელრედ რივოლსკის მიერ) და მეორე — ძველ ინგლისურად შედგენილი Ancrene Riwle (დაახლოებით 1200 წლისთვის).[31][33]
თავდაპირველად განკუთვნილი სამი დისთვის, Ancrene Riwle მოგვიანებით იქცა სახელმძღვანელოდ ყველა ქალისთვის, ვინც ანქორიტული ცხოვრების წესს მისდევდა.[31] XIV საუკუნის მისტიკური მოძრაობის პერიოდში წიგნი კვლავ ფართოდ გავრცელდა. შესაძლოა, ჯულიანმაც იცოდა მის შესახებ და კითხულობდა მას, რადგან წიგნი დაწერილი იყო იმ ენაზე, რომელსაც იგი ფლობდა.[30] წიგნის მიხედვით, ანქორიტი ქალები უნდა ყოფილიყვნენ მკაცრ იზოლაციაში, სიღარიბეში და სიწმინდეში, ქალწულობის აღთქმით.[7] ჯულიანის წარმოსახვა, როგორც განმარტოებული ქალი კატასთან ერთად — სწორედ ამ წიგნში მოცემული მითითებებიდან მომდინარეობს.[7]
თუმცა ანქორიტად ყოფნა ურბანულ გარემოში სრულ იზოლაციას არ ნიშნავდა. ჯულიანი, სავარაუდოდ, ფინანსურად უჭერდა მხარს ადგილობრივი საზოგადოების შეძლებული ფენა და ასევე მას ხალხი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა. ჯულიანი, თავის მხრივ, ეწეოდა ლოცვას და რჩევებს აძლევდა მნახველებს, რაც მის სიწმინდეს და ღვთისმოსაობას უფრო მეტ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა.[6] ერთ-ერთი გამოცემის, Cambridge Medieval History-ის მიხედვით, შესაძლებელია, ჯულიანი შეხვდა ინგლისელ მისტიკოს ვალტერ ჰილტონს, რომელიც გარდაიცვალა მაშინ, როცა ჯულიანი თავისი ცხოვრების მეხუთე ათეულში იყო. სავარაუდოა, რომ ჰილტონის მწერლობამ შესაძლოა მცირედით იმოქმედა ჯულიანის თხზულებებზე.[34]
„ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯულიან ნორვიჩელის წიგნის – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“ – როგორც მოკლე, ისე გრძელი ვერსიები, აღწერს მის მიერ ნანახ თითოეულ გამოცხადებას.[6] ეს ტექსტები უნიკალურია: ისინი წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე დაწერილ უძველეს ნაწარმოებს, რომელიც ქალს მიეწერება. ამავე დროს, ეს არის ერთადერთი შემორჩენილი ტექსტი, რომელიც ინგლისელ ანქორიტს ეკუთვნის.[6][31] გრძელი ტექსტი შედგება 86 თავისგან და მოიცავს დაახლოებით 63,500 სიტყვას, რაც ექვსჯერ აღემატება მოკლე ვერსიას.[31][35]
XIV საუკუნის ინგლისში, სადაც ქალებს იშვიათად ჰქონდათ წვდომა მაღალი სოციალური სტატუსის პოზიციებთან, მათი ლათინური ენის ცოდნა შეზღუდული იყო. ამიტომ, ისინი ძირითადად ინგლისურად წერდნენ და კითხულობდნენ.[31] ისტორიკოსი იანინა რამირესი აღნიშნავს, რომ ჯულიანმა, სხვა შუა საუკუნეების მწერლების მსგავსად, მშობლიური ენის გამოყენებით „მიუწვდომელის გადმოცემის საუკეთესო გზა“ აირჩია.[7]
ჯულიანის ნაწერები არ იხსენიება ანდერძებში, არც კონკრეტულ მკითხველზე იყო მიმართული და არც სხვა ავტორებზე მოუხდენია გავლენა.[36] ფაქტობრივად, მისი ტექსტები თითქმის სრულიად უცნობი იყო XX საუკუნის დასაწყისამდე.[29]
მისი ნაწერები პირველად გამოქვეყნდა 1670 წელს სათაურით: „ღვთაებრივი სიყვარულის XVI გამოცხადება, რომელიც ეჩვენა ჩვენი უფლის ერთ ღვთისმოსავ მსახურს, დედა ჯულიანას, ნორვიჩელ ანქორიტს, რომელიც ედუარდ III-ის ეპოქაში ცხოვრობდა“. ტექსტი გამოსცა სერენუს დე კრესიმ, ინგლისელი ბენედიქტელი მონაზვნების აღსარების მამამ ქამბრეში.
კრესი თავის გამოცემას დაეყრდნო გრძელ ტექსტს, რომელიც, სავარაუდოდ, 1410-1420-იან წლებში შეიქმნა.[37] ამ ტექსტის სამი ხელნაწერი დღემდე შემორჩენილია.[6] ერთი – ე.წ. პარიზის ხელნაწერი – ინახება საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკაში, ორი კი – ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში.[17] ერთ-ერთი მათგანის გადამწერი, შესაძლოა, ყოფილიყო დეიმ კლემენტინა ქარი, რომელმაც დააარსა ინგლისელი ბენედიქტელების მონასტერი პარიზში.[29] კრესის გამოცემა ხელახლა გამოიცა 1843, 1864 და 1902 წლებში.[17]
1877 წელს ტექსტის განახლებული ვერსია გამოსცა ჰენრი კოლინზმა. ჯულიანის ნაწერები ფართო საზოგადოებაში კიდევ უფრო ცნობილი გახდა გრეის უარეკის 1901 წლის გამოცემის შემდეგ, რომელიც შეიცავდა თანამედროვე ენაზე ადაპტირებულ ტექსტს და, როგორც ჯორჯია რონან კრამპტონი აღნიშნავს, „თანაგრძნობით გაჯერებულ შესავალს“. სწორედ ეს გამოცემა გახდა ბევრი XX საუკუნის მკითხველისთვის ჯულიანის ნაწერებთან პირველი შეხების საშუალება.[17] ისტორიკოსი ჰენრიეტა ლეისერი წერს, რომ ჯულიანი „მოსიყვარულედ იქცა XX საუკუნის თეოლოგებისთვისა და პოეტებისთვის“.[31]
მოკლე ტექსტი, სავარაუდოდ, დაწერილია 1373 წლის მაისში, მისი გამოცხადებების მალევე.[6] მისი ორიგინალი დაკარგულია, თუმცა არსებობდა ერთი გადამწერი ასლი.[7] ერთხანს ის ეკუთვნოდა ინგლისელ კათოლიკურ ოჯახს.[29] აღნიშნული ასლი აღწერა ანტიკვარმა ფრენსის ბლოუმფილდმა 1745 წელს.[36][38] ხელნაწერი მოგვიანებით გაუჩინარდა და მხოლოდ 1910 წელს აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმის მიერ შეძენილი შუასაუკუნეების ტექსტების კოლექციაში.[36] 1911 წელს იგი პირველად გამოაქვეყნა რევერენდმა დანდას ჰარფორდმა.[36] დღეს იგი ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში (Add MS 37790) და მოიცავს ჯულიანის 33-გვერდიან ტექსტს (ფოლიო 97r–115r).[6][39]
თეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიან ნორვიჩელი „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“:[31] |
ჯულიან ნორვიჩელი დღეს აღიარებულია, როგორც ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისტიკოსი.[40] ისტორიკოსი ჰენრიეტა ლეისერი მას „ინგლისის უდიდეს ანქორიტად“ მიიჩნევს.[31] თეოლოგ დენის ტერნერის აზრით, ჯულიანის ტექსტის — „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“ — ცენტრალური თემა „ცოდვის პრობლემა“ არის. ჯულიანი წერს, რომ ცოდვა behovely ანუ — როგორც ხშირად ითარგმნება — „აუცილებელი“, „შესაფერისი“ ან „სათანადოა“.[27][41]
მიუხედავად იმისა, რომ ჯულიანი ცხოვრობდა არეულობისა და გამოწვევების პერიოდში, მისი თეოლოგია იყო ოპტიმისტური და ამბობდა ღვთის ყოვლისმომცველი სიყვარულის, სიხარულისა და თანაგრძნობის შესახებ. „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“ შეიცავს „ოპტიმისტურ გზავნილს, რომელიც დაფუძნებულია ღვთის სიყვარულზე და მისი მოწყალებით დაცულობის რწმენაზე“.[42]
მის მისტიკურ თეოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვთიური სიყვარულის დედობრივ ბუნებას — თემას, რომელიც გვხვდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებშიც, მაგალითად იესაიას 49:15-ში. ჯულიანის მიხედვით, ღმერთი არის როგორც ჩვენი მამა, ისე ჩვენი დედა. როგორც შუა საუკუნეების მკვლევარი ქეროლაინ ვოკერ ბაინუმი აღნიშნავს, მსგავს იდეებს ჯერ კიდევ XII საუკუნიდან ავითარებდნენ ბერნარდ კლერვოსელი და სხვები.[43] თუმცა, ბაინუმის აზრით, იესოს დედობრივ ბუნებაზე საუბარი მეტაფორაა და არა პირდაპირი სარწმუნოება.[43]
ჯულიანი თავის მეთოთხმეტე გამოცხადებაში წმინდა სამებას საოჯახო ტერმინებით აღწერს და იესოს „ბრძენ, მოსიყვარულე და მოწყალე დედად“ მოიხსენიებს. ფრანსის ბირის აზრით, ჯულიანი ქრისტეს დედობრივ ბუნებას არა მხოლოდ მეტაფორად მიიჩნევს, არამედ მას რეალურ, ფიზიკურ დედადაც განიხილავს.[25] ამ კონცეფციას ჯულიანი ამტკიცებს იმით, რომ დედა-შვილის კავშირი ერთადერთი მიწიერი ურთიერთობაა, რომელიც შეესაბამება იმ კავშირს, რაც ადამიანს შეუძლია ჰქონდეს იესოსთან.[25] ის იესოს შესახებ ხშირად იყენებს მეტაფორებს მშობიარობის, ძუძუთი კვების, აღზრდისა და ზრუნვის კონტექსტში.[44]
ჯულიანი წერს: „ღმერთში რისხვა არ ვიხილე, გარდა ადამიანის მხრიდან მომდინარე რისხვისა; ხოლო ეს მან გვაპატია, რადგან რისხვა მხოლოდ სიხარულისა და სიყვარულის საწინააღმდეგო მდგომარეობაა“.[45] ის ასევე აღნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს სრულყოფილად ხედავს და ელოდება იმ დღეს, როცა ადამიანის სული განიწმინდება და ცოდვა აღარს აღარ დაემუქრება.[45] „ღმერთი ჩვენზე ახლოა, ვიდრე ჩვენი საკუთარი სული“ — ამბობს ჯულიანი და ამ თემას მუდმივად იმეორებს: „იესომ მიპასუხა: ‘ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, და ყოველგვარი რამის კარგად იქნება’ ... ეს სიტყვები სათუთად ითქვა, ყოველგვარი ბრალდების გარეშე — არც ჩემდამი და არც სხვისადმი“.[46]
შესაძლოა, ანქორიტის სტატუსმა ჯულიანს მისთვის თეოლოგიური წინააღმდეგობების თავიდან აცილება შეძლებინა, რადგან მონასტრული და აკადემიური წრეები მის ტექსტებს ვერ განიხილავდნენ.[7] მისი ნაწერების მიმართ იმდროინდელი დუმილი შესაძლოა იმით აიხსნებოდეს, რომ იგი ტექსტებს თავის საკანში ინახავდა და ისინი სამღვდელო წრეებისთვის მიუწვდომელი იყო.[7]
მის ტექსტში ასევე გვხვდება XIV საუკუნის ინგლისელი კარდინალის ადამ ისტონის „წმინდა ბირგიტას დაცვა“ (Defensorium sanctae Birgittae), ალფონსო დე ჰაენის Epistola Solitarii და ინგლისელი მისტიკოსის უილიამ ფლიტის ცდუნებებთან ბრძოლის საშუალებები (Remedies against Temptations) — რაც მიუთითებს ჯულიანის ინტელექტუალურ ჩართულობაზე თეოლოგიურ დისკურსში.[47]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიან ნორვიჩელი იხსენიება ინგლისის ეკლესიაში როგორც წმინდანი „უმცროსი საეკლესიო დღესასწაულის“ სახით 8 მაისს. აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესია და ამერიკის ლუთერანული ეკლესია ასევე აღნიშნავენ მის ხსენებას 8 მაისს.[48][49]
მიუხედავად იმისა, რომ ჯულიანი (თარგი:As of) ჯერ კიდევ არ არის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხული და არ არის შეტანილი რომაული მარტიროლოგიის სიაში, იგი მოხსენიებულია კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში.[50]
1997 წელს მღვდელმა ჯანდომენიკო მუჩიმ ჯულიანი შეიყვანა იმ 18 პიროვნების სიაში, რომლებიც განიხილებიან ეკლესიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად და მოიხსენია იგი როგორც ბეატა (ნეტარი).[51][52]
ბენედიქტე XVI-მ 2010 წლის 1 დეკემბრის ზოგად აუდიენციაზე ისაუბრა ჯულიანის ცხოვრებაზე და სწავლებაზე. მან აღნიშნა:
„ჯულიან ნორვიჩელმა გაიაზრა სულიერი ცხოვრების ცენტრალური გზავნილი: ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სრულიად გაიხსნება ამ სიყვარულის წინაშე და მიენდობა მას მთლიანად, შეიძლება ყოველი რამ გარდაისახოს, მოიძებნოს ჭეშმარიტი მშვიდობა და სიხარული და თავადაც გავხდეთ ამსხივებელი ამ სიყვარულის.“
ის ასრულებს სიტყვებს ჯულიანის ცნობილ ციტატაზე დაყრდნობით:
„ყველაფერი კარგად იქნება, ყველა რამ კარგად იქნება — ეს არის ჯულიან ნორვიჩელის საბოლოო გზავნილი, რომელსაც დღეს მეც გთავაზობთ.“
ფრანცისკე პაპი ასევე მოიხსენიებს ჯულიანს თავის ენციკლიკურ წერილში Dilexit nos როგორც ერთ-ერთ იმ „წმინდა ქალთაგან“, რომლებმაც ისაუბრეს „უფლის გულში მშვიდად ყოფნაზე, როგორც სიცოცხლისა და შინაგანი სიმშვიდის წყაროზე“. [53]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯულიან ნორვიჩელისადმი ინტერესის XX და XXI საუკუნეების განახლება დაკავშირებულია ინგლისურენოვან სამყაროში ქრისტიანული კონტემპლაციური (შემწნეულებრივი) ლოცვისადმი ახალი ინტერესის გაღვივებასთან.
Julian Meetings — კონტემპლაციური ლოცვის ჯგუფების გაერთიანება — თავისი სახელი სწორედ ჯულიანისგან იღებს, თუმცა არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ სარწმუნოებრივ მიმდინარეობას და არ არის პირდაპირ დაკავშირებული ჯულიანის თეოლოგიასთან. მიუხედავად ამისა, მისი ნაწერები ხშირად გამოიყენება ამ ჯგუფების შეხვედრებზე.[54][55]
წმინდა ჯულიანის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1312 წლიდან 1370-იან წლებამდე ნორვიჩში არც ერთი ბერ-მონაზონი და ანახორეტი არ გვხვდება, ვიდრე არ გამოჩნდა ჯულიანი.[56] წმინდა ჯულიანის ეკლესია, რომელიც მდებარეობს კინგ სტრიტის მიმდებარედ, ნორვიჩის ქალაქის ცენტრის სამხრეთ ნაწილში, დღემდე რეგულარულად მასპინძლობს ღვთისმსახურებებს.[57]
ეკლესია — რომელშიც მრგვალი კოშკია — ერთ-ერთია იმ 31 პარაფიალურ ეკლესიათაგან, რომლებიც ნორვიჩში არსებობდა შუა საუკუნეებში სულ 58 ეკლესიიდან.Groves ამ ეკლესიებიდან 36-ს ჰქონდა ანახორეტის კელია.

ჯულიანის გარდაცვალების შემდეგ კელია არ დარჩენილა ცარიელი. 1428 წელს იქ დასახლდა ჯულიანა ლამპეტი (ან ლამპიტი), როდესაც ეკლესიის წინამძღვარი იყო ედით უილტონი.[58]ის დარჩა კელიაში 1478 წლამდე, როცა წინამძღვრად გახდა მარგარეტ პაიგოტი.[59]კელია ანახორეტების მიერ გამოიყენებოდა მონასტრების დათმობამდე — XVI საუკუნის 30-იან წლებამდე, როცა ის დემონტაჟდა და ეკლესია მოიცალა გარდახვევის ხის ბარიერისა და ქანდაკებებისგან. 1581 წლამდე ეკლესიას აღარ ჰყოლია რექტორი.[60]
1845 წლისთვის წმინდა ჯულიანის ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო და იმავე წელს მისი აღმოსავლეთის კედელი ჩამოინგრა. საზოგადოებრივი შემოწირულობების შედეგად დაიწყო ეკლესიის რეკონსტრუქცია.[61][63]
XX საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ხელმეორედ აღადგინეს, თუმცა 1942 წლის ივნისში ნორვიჩის დაბომბვისას კოშკმა პირდაპირი დარტყმა მიიღო და ეკლესია განადგურდა. ომის დასრულების შემდეგ იგი კვლავ აშენდა და დღეს დიდწილად წარსული იერსახით არსებობს, თუმცა კოშკი დაბალია და იქ, სადაც ადრე ანახორეტის კელია იყო, მცირე სამლოცველოა აგებული.[64]
ლიტერატურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კათოლიკური ეკლესიის კათეხიზმოში ციტირებულია „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებებიდან“, რათა განმარტდეს, როგორ შეუძლია ღმერთს ბოროტებიდანაც კი სიკეთის გამომჟღავნება.
პოეტმა თ. ს. ელიოტმა ფრაზა – „ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება ყოველმხრივ“ – სამჯერ შეიტანა თავის პოემაში „ლიტლ გიდინგი“ („Little Gidding“) – მისი პოეტური ციკლის, „ოთხი კვარტეტი“ (1943), მეოთხე ნაწილში. ელიოტმა ასევე გამოიყენა ჯულიანის გამონათქვამი – „the ground of our beseeching“ (ჩვენი ვედრების საფუძველი).[65] ამ პოემამ ჯულიანის ტექსტების მიმართ ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი ინგლისურენოვან საზოგადოებაში.[66][68]
„ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად იქნება ყოველმხრივ, როდესაც ენები ალში ჩაიხვევიან გვირგვინოსანი კვანძის ცეცხლში და ცეცხლი და ვარდი გაერთიანდება.“
ს. ელიოტი „ოთხი კვარტეტი“, „ლიტლ გიდინგი“[69]
სიდნი კარტერის სიმღერა „ყველაფერი კარგად იქნება“ (ზოგჯერ სახელწოდებით „ნორვიჩის ზარების ხმები“), რომელიც ჯულიანის სიტყვებს ეფუძნება, პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა.[70] ჯულიანის ნაწერები თარგმნილია მრავალ ენაზე.[71]
2006 წელს კეტრინ დევისის რომანში „The Thin Place“ წარმოდგენილია ჯულიან ნორვიჩელის ცხოვრების და თეოლოგიის გავლენა წიგნის თემებზე, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს ეხება.[72]
2023 წელს დოქტორ კლერ გილბერტმა, კემბრიჯის იესოს კოლეჯის მოწვევითმა მკვლევარმა, გამოსცა ფიქციური ავტობიოგრაფია „I, Julian“, რომელიც ჯულიანის პერსონაჟს ეძღვნება.[73][74] გილბერტმა თავის წიგნზე ისაუბრა BBC Radio 4-ის გადაცემაში „Woman's Hour“ 2023 წლის 8 მაისს.[75]
2023 წელს ასევე გამოქვეყნდა ვიქტორია მაკკენზის წიგნი „For Thy Great Pain Have Mercy On My Little Pain“, რომელიც ეხება როგორც ჯულიანს, ასევე მარჯერი კემპს.
ნორფოლკი და ნორვიჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა ჯულიანი დააფასა და თავის ახალ საგანმანათლებლო ცენტრს მისი სახელი – ჯულიანის სასწავლო ცენტრი – უწოდა.[76]
ნორვიჩში ჯულიანისადმი მიძღვნილი პირველი კვირეული ჩატარდა 2013 წლის მაისში. ამ ღონისძიებას მოიცავდა კონცერტები, ლექციები და სხვადასხვა უფასო ღონისძიება მთელი ქალაქის მასშტაბით, რომლის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ჯულიანის მხატვრული, ისტორიული და თეოლოგიური მნიშვნელობის გაცნობა.[77]
ჯულიანის სახელობის ხიდი, რომელიც გადადის ვენსუმის მდინარეზე და აკავშირებს კინგ სტრიტს და რივერსაიდ ვოკს ნორვიჩის რკინიგზის სადგურთან ახლოს, მისი პატივსაცემად აიგო. ეს არის მობრუნებადი ხიდი, რომელიც აშენდა დიდი გემებისთვის დინების ზევით მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ხიდი დააპროექტა „Mott MacDonald Group“-მა და დასრულდა 2009 წელს.
2023 წელს „ჯულიან ნორვიჩელის მეგობრებმა“ (Friends of Julian of Norwich) 8 მაისის ირგვლივ ორგანიზეს ღონისძიებათა სერია, რითაც აღნიშნეს ჯულიანის გამოცხადებების 650-ე წლისთავი.[78]
ნაშრომები: „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებები“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელნაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„გრძელი ტექსტი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯულიან ნორვიჩელი. MS Fonds Anglais 40 (წარსულში Regius 8297): „Liber Revelacionum Julyane, anachorite norwyche, divisé en quatre-vingt-six chapitres“. Anglais 40, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (Bibliothèque nationale de France).
- ჯულიან ნორვიჩელი. Sloane ხელნაწერი №2499: „ჯულიანა, დედა, ნორვიჩის ანქორიტი: ღვთიური სიყვარულის გამოცხადებები, 1373 წ.“ სლოანის ხელნაწერები, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა.
- ჯულიან ნორვიჩელი. Sloane ხელნაწერი №3705: „ხილვები: გამოცხადებები დედა ჯულიანასადმი 1373 წელს იესოს ქრისტეში ღვთის სიყვარულის შესახებ“. სლოანის ხელნაწერები, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა.
- ვესტმინსტერის კათედრალის საგანძურის ხელნაწერი №4 (W) — გვიანი XV ან ადრეული XVI საუკუნის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ამონარიდებს ჯულიანას გრძელი ტექსტიდან, ასევე ფრაგმენტებს ინგლისელი მისტიკოსის უოლტერ ჰილტონის ნაწერებიდან. ხელნაწერი გადაცემულია ვესტმინსტერის სააბატოს საარქივო განყოფილებისა და ბიბლიოთეკის განკარგვაში (მონაცემი 1997 წლის მდგომარეობით).
- ვესტმინსტერის საკათედრო ტაძრის საგანძურის ხელნაწერი ნომერი 4 (W) – გვიანი XV ან ადრეული XVI საუკუნის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ჯულიანის „გრძელი ტექსტის“ ამონარიდებს, აგრეთვე ინგლისელი მისტიკოსის, უოლტერ ჰილტონის ნაწერების ფრაგმენტებს.[79] ხელნაწერი გადაცემულია ვესტმინსტერის სააბატოს საარქივო განყოფილებასა და ბიბლიოთეკაში[80]
შერჩეული გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენრი კოლინსი (რედ.) – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებები, ნაჩვენები ერთ მორწმუნე ანქორიტს სახელად დედა ჯულიანი ნორვიჩიდან“, შუასაუკუნეების მისტიკური და ასკეტური თხზულებების ბიბლიოთეკა, T. Richardson, ლონდონი, 1877.
[ბმული: https://babel.hathitrust.org/cgi/pt?id=yale.39002005451084]
- სერენუს დე კრესი – „ღვთაებრივი სიყვარულის XVI გამოცხადება, ნაჩვენები უფლის ერთ ერთგულ მორჩილს, სახელად დედა ჯულიანა, ნორვიჩის ანქორიტი, რომელიც ცხოვრობდა მეფე ედუარდ III-ის პერიოდში“, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ზოგადი საცნობარო კოლექცია, ლონდონი, 1670.
- [ბმული:http://access.bl.uk/item/viewer/ark:/81055/vdc_100026983797.0x000001 დაარქივებული 2021-07-15 საიტზე Wayback Machine. ]
- გრეის უორაკი (რედ.) – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი, ჩაწერილი ნორვიჩის ანქორიტ ჯულიანის მიერ, 1373“, პირველი გამოცემა, Methuen and Company, ლონდონი, 1901.
(მეორე გამოცემა, 1907, ხელმისაწვდომია ინტერნეტ არქივში.)
- როჯერ ჰადლსტონი (რედ.) – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი, ნაჩვენები ერთ მორწმუნე ანქორიტს სახელად ჯულიანი ნორვიჩიდან“, Orchard Books, ტომი XI, ლონდონი, 1927.
- ჯონ სკინერი (რედ.) – „სიყვარულის გამოცხადება“, Doubleday, ნიუ-იორკი, 1997.
ISBN: 978-0-385-48756-6
- ფრენსის ბირი – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“, თარგმანი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ხელნაწერიდან Add MS 37790. დამატებით: „ღვთაებრივი დედობა“ – ამონარიდი ხელნაწერიდან Sloane 2477. D.S. Brewer, როჩესტერი, ნიუ-იორკი, 1998.
ISBN: 978-0-85991-453-6
- ანა მარია რეინოლდსი და ჯულია ბოლტონ ჰოლოუეი (რედ.) – „სიყვარულის ხილვა: არსებული ტექსტები და თარგმანები“, SISMEL – Edizioni del Galluzzo, ფლორენცია, 2001.
ISBN: 978-88-8450-095-3
- მირაბაი სტარი – „ჯულიან ნორვიჩელის ხილვები: ახალი თარგმანი“, Hampton Roads Publishing Company, შარლოტსვილი, ვირჯინია, 2013.
ISBN: 978-1-57174-691-7
- ბარი ვინდიატი (რედ.) – „ღვთაებრივი სიყვარულის გამოცხადებანი“, Oxford University Press, ოქსფორდი, 2015.
ISBN: 978-0-19-811206-8 [ბმული: https://books.google.com/books?id=yoQSBwAAQBAJ]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baker, Denise N. (September 1993). „Julian of Norwich and Anchoritic Literature“. Mystics Quarterly. University Park: Penn State University Press. 19 (4): 148–161. JSTOR 20717181.
- Beer, Frances (1992). Women and Mystical Experience in the Middle Ages. Woodbridge: Boydell Press. ISBN 978-0-85115-302-5.
- Blomefield, Francis; Parkin, Charles (1805) An Essay towards a Topographical History of the County of Norfolk. London: Printed for W. Miller. OCLC 560883605.
- Butler-Bowden, William; Chambers, Raymond Wilson (1954) The Book Of Margery Kempe. London; Toronto: Oxford University Press. OCLC 3633095.
- Bynum, Caroline Walker (1984). Jesus as Mother: Studies in the Spirituality of the High Middle Ages. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-05222-2.
- (1994) The Shewings of Julian of Norwich. Kalamazoo: Western Michigan University. ISBN 978-1-879288-45-4.
- Cré, Marleen (2011). „London, Westminster Cathedral Treasury, MS 4: An Edition of the Westminster Compilation“. Journal of Medieval Religious Cultures. University Park: Penn State University Press. 37 (1): 1–59. doi:10.5325/jmedirelicult.37.1.0001. ISSN 1947-6566. JSTOR 10.5325. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 November 2021.
- D-Vasilescu, Elena Ene (2018). Heavenly Sustenance in Patristic Texts and Byzantine Iconography: Nourished by the Word. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-3-319-98985-3.
- Eliot, Thomas Stearns (1944) Four Quartets. London: Faber and Faber. ISBN 978-0-571-17652-6. OCLC 799627762.
- (2020) Studies in Medievalism XXIX. Woodbridge, Suffolk: Boydell & Brewer Ltd. ISBN 978-1-84384-556-0.
- Groves, Nicholas (2010). The Medieval Churches of the City of Norwich. Norwich: Norwich Heritage Economic and Regeneration Trust (HEART) and East Publishing. ISBN 978-0-9560385-2-4.
- Holloway, Julia Bolton (2016). Julian Among the Books: Julian of Norwich's Theological Library. Newcastle-upon-Tyne: Cambridge Scholars Publishing. ISBN 978-1-4438-8894-3.
- Jantzen, Grace Marion (2011). Julian of Norwich: Mystic and Theologian. London: Society for Promoting Christian Knowledge. ISBN 978-0-281-06424-3.
- Kempster, Hugh (December 1997). „Julian of Norwich: The Westminster Text of a Revelation of Love“. Mystics Quarterly. University Park: Penn State University Press. 23 (4): 177–246. JSTOR 20717317.
- Leech, Kenneth; Ward, Sister Benedicta (1995) Julian Reconsidered. Oxford: SLG Press. ISBN 978-0-7283-0122-1.
- Leyser, Henrietta (2002). Medieval Women: a Social History of Women in England 450–1500. London: Phoenix Press. ISBN 978-1-84212-621-9.
- McGinn, Bernard (2012). The Varieties of Vernacular Mysticism 1350–1550. New York: Herder & Herder. ISBN 978-0-8245-4392-1.
- Newman, Barbara (2011). „Eliot's Affirmative Way: Julian of Norwich, Charles Williams, and Little Gidding“. Modern Philology. Chicago: University of Chicago Press. 108 (3): 427–461. doi:10.1086/658355. ISSN 0026-8232. JSTOR 10.1086/658355. S2CID 162999145.
- Obbard, Elizabeth Ruth (2008). Through Julian's Windows: Growing into wholeness with Julian of Norwich. Norwich: Canterbury Press. ISBN 978-1-85311-903-3.
- Pelphrey, Brant (1989). Christ our Mother: Julian of Norwich. Wilmington, Delaware: Glazier. ISBN 978-0-89453-623-6.
- Ramirez, Janina (2016). Julian of Norwich: A very brief history. London: Society for Promoting Christian Knowledge. ISBN 978-0-281-07737-3.
- (2004) Medieval Norwich. London & New York: Hambleton and London. ISBN 978-1-85285-449-2.
- Rolf, Veronica Mary (2013). Julian's Gospel: Illuminating the Life & Revelations of Julian of Norwich. Maryknoll, New York: Orbis Books. ISBN 978-1-62698-036-5.
- Rolf, Veronica Mary (2018). An Explorer's Guide to Julian of Norwich. Downers Grove, Illinois: InterVarsity Press. ISBN 978-0-8308-5088-4.
- (1932) Cambridge Medieval History. Cambridge: Cambridge University Press. OCLC 1067991653.
- Turner, Denys Alan (2011). Julian of Norwich, Theologian. New Haven, Connecticut: Yale University Press. ISBN 978-0-300-16391-9.
- Upjohn, Sheila; Groves, Nicholas (2018) St Julian's Church Norwich. Norwich: The Friends of Julian of Norwich. ISBN 978-0-9541524-6-8.
- Watson, Nicholas; Jenkins, Jacqueline (2006) The Writings of Julian of Norwich: A Vision Showed to a Devout Woman and A Revelation of Love. University Park: Penn State University Press. ISBN 978-0-271-02908-5.
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2009) Julian of Norwich's Legacy: Medieval mysticism and post-medieval reception. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-60667-8.
- Sheldrake, Philip (2019) Julian of Norwich "In God's sight": her theology in context. Chichester: John Wiley and Sons Ltd.. ISBN 978-1-119-09964-2.
- Tanner, Norman P (1984) The Church in Late Medieval Norwich, 1370–1532. Toronto: Pontifical Institute of Mediaeval Studies. ISBN 978-0-88844-066-2.
- Richard C., Taylor (1821) Index Monasticus. London: Richard & Arthur Taylor. OCLC 6458843.
- Watson, Nicholas (1993). „The Composition of Julian of Norwich's Revelation of Love“. Speculum. Chicago: University of Chicago Press. 68 (3): 637–683. doi:10.2307/2864969. ISSN 1810-4797. JSTOR 2864969. S2CID 162909653. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 November 2021. ციტირების თარიღი: 20 November 2021.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Julian Shrine website
- The Friends of Julian of Norwich website
- Julian of Norwich: her Showing of Love and its Context produced by the Umilta website.
- "Julian of Norwich" დაარქივებული 2025-04-18 საიტზე Wayback Machine. from the Luminarium Encyclopedia.
- Heart and Soul: The Path of Love – Julian of Norwich from BBC Sounds, a short radio programme about Julian and her writings. (registration required, may not be available outside the UK)
- ჯულიანა ნორვიჩელი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯულიანა ნორვიჩელი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

- Julian of Norwich episode of BBC Radio 4's In Our Time, October 2023
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (unspecified title) — ISBN 978-0-19-811206-8
- ↑ (unspecified title) — ISBN 978-0-281-07737-3
- ↑ 3.0 3.1 Národní autority České republiky
- ↑ 4.0 4.1 Windeatt 2015, p. xiv.
- ↑ Ramirez 2016, p. 5.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 Windeatt 2015.
- ↑ 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 Ramirez 2016.
- ↑ "ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, და ყოველი რამ კარგად იქნება" – ნორვიჩელი დედა ჯულიანის ოპტიმიზმი. The Centre for Optimism (2022). ციტატა: „სწორედ ამიტომ უწოდებდნენ სიცოცხლეში ჯულიანს „დედა ჯულიანი“, როგორც აღნიშნულია მისი საფლავის ქვაზე. იგი მრავალთა სულიერი დედა გახდა.“ ციტირების თარიღი: 6 October 2023
- ↑ 9.0 9.1 Ramirez 2016, p. 17.
- ↑ Rawcliffe & Wilson 2004, p. 158.
- ↑ Ramirez 2016, p. 24.
- ↑ Ramirez 2016, pp. 25–26.
- ↑ Rawcliffe & Wilson 2004, p. 88.
- ↑ Rawcliffe & Wilson 2004, p. 89.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Baker 1993, p. 148.
- ↑ Windeatt 2015, p. lii.
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 Crampton 1994.
- ↑ Flood, Alison. (2014) მარგერი კემპე — პირველი ინგლისელი ავტობიოგრაფი. The Guardian.
- ↑ Butler-Bowden & Chambers 1954.
- ↑
- ჯულიანა ნორვიჩელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ↑ 21.0 21.1 Leyser 2002, p. 219.
- ↑ 22.0 22.1 McGinn 2012, p. 425.
- ↑ Nicholas Watson (July 1993). „The Composition of Julian of Norwich's Revelation of Love“. Speculum. 68 (3): 637–683. doi:10.2307/2864969. JSTOR 2864969. Quoted in Leyser 2002, p. 219
- ↑ Groves 2010.
- ↑ 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 Beer 1992.
- ↑ Upjohn & Groves 2018.
- ↑ 27.0 27.1 Watson & Jenkins 2006.
- ↑ Obbard 2008.
- ↑ 29.0 29.1 29.2 29.3 Leech & Ward 1995.
- ↑ 30.0 30.1 Baker 1993.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 31.7 31.8 Leyser 2002.
- ↑ Rolf 2018.
- ↑ Fugelso 2020.
- ↑ Tanner, Previté-Orton & Brooke 1932.
- ↑ Jantzen 2011.
- ↑ 36.0 36.1 36.2 36.3 Rolf 2013.
- ↑ McGinn 2012.
- ↑ Blomefield & Parkin 1805.
- ↑ {{ |item=A Carthusian anthology of theological works in English (the 'Amherst Manuscript') |item-url=https://searcharchives.bl.uk/primo_library/libweb/action/dlDisplay.do?vid=IAMS_VU2&search_scope=default_scope&docId=IAMS040-002054226&fn=permalink |type=ხელნაწერი, 238 ფოლიო |item-id=Add MS 37790 |repository=ბრიტანეთის ბიბლიოთეკა}}
- ↑ Pelphrey 1989.
- ↑ Turner 2011.
- ↑ {{ |author=Pope Benedict XVI |title=Julian of Norwich |date=1 December 2010 |location=Vatican City |url=https://www.vatican.va/content/benedict-xvi/en/audiences/2010/documents/hf_ben-xvi_aud_20101201.html}}
- ↑ 43.0 43.1 Bynum 1984.
- ↑ D-Vasilescu 2018.
- ↑ 45.0 45.1 Beer 1998.
- ↑ Skinner 1997.
- ↑ Holloway 2016.
- ↑ Julian of Norwich, Mystic and Theologian, დაახლ. 1417. The Liturgical Calendar. Episcopal Church. ციტირების თარიღი: 20 November 2021
- ↑ Berkey-Abbott, Kristin (9 May 2014). „Of the world but cloistered“. Living Lutheran. Evangelical Lutheran Church in America. ციტირების თარიღი: 5 February 2019.
- ↑ Catechism of the Catholic Church – IntraText. ციტირების თარიღი: 25 January 2022
- ↑ Stagnaro, Angelo (1 April 2019). „36 Doctors For All That Ails You“. National Catholic Register. EWTN News. ციტირების თარიღი: 9 December 2021.
- ↑ „A new doctor of the Church. And seventeen more on hold“. L'espresso. 21 August 2011. ციტირების თარიღი: 28 September 2022.
- ↑ Pope Francis, Dilexit nos, პარაგრაფი 110, გამოქვეყნდა 2024 წლის 24 ოქტომბერს, წვდომის თარიღი: 2025 წლის 31 იანვარი
- ↑ ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2019
- ↑ შეხვედრების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2019
- ↑ Crampton 1994, p. 11.
- ↑ Norwich: St Julian. Church of England. ციტირების თარიღი: 10 February 2019
- ↑ Marilyn, Oliva. "Wilton, Edith (d. 1430), prioress of Carrow". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/107180. (Subscription or UK public library membership
- ↑ Marilyn, Oliva. "Pygot, Margaret (d. in or after 1474), prioress of Carrow". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/105620. (Subscription or UK public library membership
- ↑ Upjohn & Groves 2018, p. 15.
- ↑ Upjohn & Groves 2018, pp. 17–18.
- ↑ Upjohn & Groves 2018, p. 18.
- ↑ როგორც აღნიშნავენ ავტორი შილა აფჯონი და ეკლესიის ისტორიკოსი ნიკოლას გროუვსი, „ეკლესიის რეკონსტრუქცია, რომელიც ბოლოსდაბოლოს მაინც იძულებით განხორციელდა ნახევარსაუკუნოვანი უყურადღებობის შემდეგ, ისეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, რომ ვანდალიზმს უტოლდებოდა“.[62]
- ↑ Upjohn & Groves 2018, pp. 28–30.
- ↑ Newman 2011, p. 427.
- ↑ Leech & Ward 1995, p. 1.
- ↑ Newman 2011, pp. 427–428.
- ↑ მედიევალისტი ბარბარა ნიუმენი აღნიშნავს, რომ ელიოტის პოემაში ჯულიანის სიტყვები მოტივივით მეორდება, როგორც თავად „სიყვარულის გამოცხადებებში“, და რომ ეს სიტყვები პოემის საბოლოო ვერსიაში მხოლოდ ბოლო ეტაპზე იქნა დამატებული, მას შემდეგ, რაც ელიოტმა მასზე ერთი წელზე მეტ ხანს იმუშავა.[67]
- ↑ Eliot 1944, p. 44.
- ↑ All Shall Be Well – Carter. ციტირების თარიღი: 4 September 2019
- ↑ Rolf 2018, p. ix.
- ↑ Davis, Kathryn (2006). The Thin Place. Little, Brown & Co., გვ. 112-114, 228, 275. ISBN 978-0-7394-7377-1.
- ↑ (2023) I, Julian: The fictional autobiography of Julian of Norwich. hachette.co.uk. ISBN 9781399807524.
- ↑ Dr Claire Gilbert on her book I, Julian. jesus.cam.ac.uk (17 April 2023). ციტირების თარიღი: 8 May 2023
- ↑ Julian of Norwich and the power of inspirational words in tough times. bbc.co.uk (8 May 2023). ციტირების თარიღი: 8 May 2023
- ↑ „Lord Mayor raises a glass to new UEA building“ (პრეს-რელიზი). University of East Anglia. 14 June 2013. ციტირების თარიღი: 3 February 2019.
- ↑ Grimmer, Dan (11 April 2013). „Remarkable Norwich woman to be focus of week-long celebration“. Eastern Daily Press. ციტირების თარიღი: 21 November 2021.
- ↑ Celebrating 650 Years of Julian of Norwich. Friends of Julian of Norwich. ციტირების თარიღი: 8 May 2023
- ↑ Cré 2011, p. 1.
- ↑ Kempster 1997, p. 178.