ჯუთის სამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯუთის სამარხები — არქეოლოგიური ძეგლი, თარიღდება ადრიანი შუა საუკუნეებით.

1878 წელს აღმოაჩინა ავსტრიელმა მეცნიერმა ფ. ბაიერნმა, სოფლის ერთ-ერთ ეზოში. სნოს ხეობის არქეოლოგიური დაზვერვის დროს, სამარხებში აღმოჩნდა რკინის სამაჯურები, ბრინჯაოს სასაფეთქლე, რგოლები, მშვილდსაკინძი, მინისა და პასტის სხვადასხვა ფორმის მძივები. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]