ჯუზღუნი
იერსახე
ჯუზღუნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Calligonum | |||||||||||
|
ჯუზღუნი (ლათ. Calligonum) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. დატოტვილი ბუჩქებია. ახალგაზრდა ყლორტები მწვანეა, დანაწევრებული, გახევებული ტოტების უბეში კონებად განლაგებული. მათი წვრილი, ძაფისებრი ან ნემსისებრი ფოთლები ადრე ცვივა.
150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დასავლეთ ციმბირის, შუა, ცენტრალურ და წინა აზიის ქვიშიან უდაბნოებსა და ველებზე. კავკასიაში კავკასიაში გვხვდება ჯუზღუნის 4 სახეობა, საქართველოში არ გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული უფოთლო ჯუზღუნი, ჭილისებრი ჯუზღუნი და სხვ.
ჯუზღუნს იყენებენ ქვიშების გასამაგრებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ივანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 578-579.