ჯუზეპე მარია ძამპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯუზეპე მარია ძამპითეატინელთა ორდენის ბერი. მისიონერი, თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში. ვარაუდობენ, რომ ძამპი იმ ორ მისიონერთაგანია, რომლებიც 1645 წელს ჩამოვიდნენ სამეგრელოში. 1672 წელს ძამპიმ საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში წარუდგინა „ქართველ ეპისკოპოსთა რწმენის თხრობა“, ჟან შარდენს კი მეგრელების რელიგიის აღწერილობა, რომელიც მას, შარდენის სიტყვით, შეუდგენია სამეგრელოში 23 წლის ცხოვრების შემდეგ; თავისი მოგზაურობის აღწერილობაში ძამპი მოკლედ მიმოიხილავს სამეგრელოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას. მოხსენებული ჰყავს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ირბახი). დაწვრილებით აქვს აღწერილი სამეგრელოს ეკლესიების არქიტექტურა, ინტერიერი, სამღვდელოების ჩაცმულობა, ხატები, ზარები, რელიკვიები. მთელი თავები აქვს დათმობილი ღვთისმსახურების, რელიგიური წეს-ჩვეულებების აღწერას, აგრეთვე საკულტო ტერმინოლოგიას ქართულ ენაზე (ლათინური ტრანსკრიპციით); შეიცავს მდიდარ ფოლკლორულ და საყოფაცხოვრებო მასალას. ამ მხრივ მისი შრომა არქანჯელო ლამბერტის ცნობების გაგრძელებაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]