შინაარსზე გადასვლა

ჯუზეპე კამპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე კამპანი
დაბ. თარიღი 1635[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი სანტ’ანატოლია-დი-ნარკო ან Spoleto
გარდ. თარიღი 28 ივლისი, 1715(1715-07-28)[1] ან 18 ივლისი, 1715(1715-07-18)
გარდ. ადგილი რომი
საქმიანობა ასტრონომი და instrument maker

ჯუზეპე კამპანი (იტალ. Giuseppe Campani; დ. 1635 — გ. 28 ივლისი, 1715) — იტალიელი ოპტიკოსი და ასტრონომი.

კამპანი დაიბადა 1635 წელს კასტელ-სან-ფელიჩეში. ადრეულ ასაკში გადავიდა რომში საცხოვრებლად, სადაც მიაღწია დიდ წარმატებას როგორც მექანიკოსმა და ოპტიკოსმა. მის მიერ დამზადებული ლინზები და ტელესკოპები იგზავნებოდა ფლორენციაში და პარიზში. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც თავისი დროის საუკეთესო ოპტიკური ინსტრუმენტების შემქმნელი. თავდაპირველად კამპანი მუშაობდა უფროს ძმებთან, მატეოსთან (მღვდელი და ენთუზიასტი მექანიკოსი) და პიერ ტომასოსთან ერთად (საათების მკეთებელი ვატიკანში). 50-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჯუზეპემ არაერთი ოპტიკური ინსტრუმენტი შექმნა. მისი ტელესკოპები და მიკროსკოპები გამოირჩეოდნენ საუკეთესო ლინზებით და ხშირად უფრო დიდ მოწონებას იმსახურებდნენ, ვიდრე კრისტიან ჰიუგენსისა (1629-1695) და ეუსტაქიო დივინის (1610-1685). 1663-1664 წლებში, ჯუზეპემ გამოიგონა სპეციალური მიკროსკოპის ოკულარი, რომელსაც მოგვიანებით კამპანის ოკულარი ეწოდა. მისი დამკვეთები იყვნენ კარდინალი ფრანჩესკო ბარბერინი, ფაბიო ჩიგი, პრინცი აგოსტინო ჩიგი, ტოსკანას დიდი ჰერცოგი ფერდინარდ II (1610-1670) და ჟან-ბატისტ კოლბერტი (1619-1683). კამპანის ტელესკოპებს იყენებდა ჯოვანი დომენიკო კასინიც (1625-1712). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ტელესკოპების დიდი ნაწილი შეისყიდა პარიზის ობსერვატორიამ, რომელიც 1667 წელს დაარსდა.

კამპანი აწარმოებდა ასტრონომიულ ექსპერიმენტულ კვლევებს. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ კამპანიმ აღმოაჩინა იუპიტერის როტაცია კასინამდე. მისი ასტრონომიული აღმოჩენები და ტელესკოპის აღწერა დეტალურადაა განხილული წიგნში: “Ragguaglio di due nuovi osservazioni, una celeste in ordine alla stella di Saturno, e terrestre l'altra in ordine agl' instrumenti (Rome, 1664, and again in 1665)”.

კამპანის ინსტრუმენტების უმეტესობა გადაეცა ბოლონიის ინსტიტუტის სამეცნიერო აკადემიის ფიზიკის ლაბორატორიას 1747 წელს. დღესდღეობით მისი ინსტრუმენტები ინახება გალილეოს მუზეუმში (ფლორენცია), პარიზის ეროვნულ ობსერვატორიაში, პარიზის ხელოვნებისა და ხელოსნობის ინსტიტუტსა და ვაშინგტონის შეიარაღებული ძალების ინსტიტუტის სამედიცინო მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. Early Modern Letters Online
  3. Digital Library for Dutch Literature — 1999.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. opac.vatlib.it