ჯუდით კოლინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუდით კოლინზი
ინგლ. Judith Collins
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1959(1959-02-24) (65 წლის)
დაბადების ადგილი ჰამილტონი
მოქალაქეობა  ახალი ზელანდია[1] [2]
განათლება ოკლენდის უნივერსიტეტი და Matamata College
judithcollins.national.org.nz

ჯუდით ენ კოლინზი (ინგლ. Judith Anne Collins; დ. 24 თებერვალი, 1959, ჰამილტონი, ახალი ზელანდია) — ახალი ზელანდიელი იურისტი და პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი 2002 წლიდან დღემდე და ახალი ზელანდიის მთავრობის არაერთგზის მინისტრი: ვეტერანების საქმეთა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და პოლიციის მინისტრი 2008-2011 წლებში; ეთნიკური უმცირესობებისა და იუსტიციის მინისტრი 2011-2014 წლებში, პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მინისტრი 2015 წლიდან დღემდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუდით კოლინზი დაიბადა 1959 წლის 24 თებერვალს ჰამილტონში, ახალი ზელანდია, ფერმერების პერსი და ჯესი კოლინზების ოჯახში. არის მათი ექვსი შვილიდან ყველაზე პატარა. საშუალო განათლება დასახლება უოლტონის სკოლაში მიიღო.

ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა რომ ესწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1977-1978 წლებში სწავლობდა კენტერბერის უნივერსიტეტში. 1979 წელს გადავიდა ოკლენდის უნივერსიტეტში, სადაც ჯერ მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო შემდეგ სამართლისა და დაბეგვრის მაგისტრის ხარისხი.

უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო პოლიციელი დევიდ ვონ ტუნი, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა ჰონკონგში.

იურიდიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა იურისტის სპეციალობით დასაქმების, უძრავი ქონების, კომერციული და საგადასახადო სამართალში. 1981-1990 წლებში იგი იყო ოთხი განსხვავებული იურიდიული ფირმის თანამშრომელი, რის შემდეგაც მან დააფუძნა საკუთარი კომპანია Judith Collins and Associates, სადაც იგი 2000-იანი წლების დასაწყისამდე გადიოდა პრაქტიკებს. 2000-2002 წლებში ასევე მუშაობდა MinterEllisonRuddWatts-ის ადვოკატად სპეციალურ საკითხებში[3].

თავისი პროფესიული იურიდიული მოღვაწეობის პერიოდში იყო რამდენიმე იურიდიული ასოციაციის აქტიური წევრი, კერძოდ, იყო ოკლენდის იურისტების საოლქო ასოციაციის პრეზიდენტი და ახალი ზელანდიის იურისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა Casino Control Authority (1999—2002 წწ.) და იყო Housing New Zealand Limited-ის დირექტორი (1999—2001 წწ.)[3].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად მხარს უჭერდა ლეიბორისტებს, მაგრამ 1999 წლიდან შეუერთდა ახალი ზელანდიის ეროვნულ პარტიას[4]. ასევე დაკავებული იყო საზოგადოებრივი აქტიურობით[3].

2002 წელს კოლინზი აირჩიეს ახალი ზელანდიის პარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნული პარტიის რიგებიდან (პარტიამ 120 კაციან პარლამენტში მიიღო 27 ადგილი) და წარმოადგენდა კლივდონის საარჩევნო ოლქს[5]. საპარლამენტო კარიერის დაწყების დროს კოლინზი მეორე ოფიციალური წარმომადგენელი იყო ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა საკითხებში. 2003 წლიდან მისი პასუხისმგებლობის სფერო შეიცვალა და გადავიდა ტურიზმისა და იუსტიციის საკითხებზე. 2005 წელს სოციალური უზრუნველყოფის საკითხებით დაკავდა და ამ თანამდებობაზე შეცვალა თავისი კოლეგა კეტრინ რიჩი. მოგვიანებით ჯუდით კოლინზი პარტიას წარმოადგენდა ოჯახებისა და წყნარი ოკეანის კუნძულების საქმეთა კომიტეტში.

2008 წლის არჩევნებში, საარჩევნო ოლქების საზღვრების რეფორმირებასთან დაკავშირებით, კოლინზი ამჟამად უკვე პაპაკურის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს[6]. ამასთანავე, ახალი ზელანდიის ეროვნულმა პარტიამ, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა ამ არჩევნებში, ჩამოაყალიბა მთავრობა, სადაც კოლინზმა მიიღო პოლიციის მინისტრის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მინისტრისა და ვეტერანების საკითხთა მინისტრის თანამდებობები. 2011 წლის არჩევნების შემდეგ იგი დანიშნეს იუსტიციის მინისტრად და ეროვნული უმცირესობების საკითხების მინისტრად[7].

2014 წლის გაზაფხულზე ჯუდით კოლინზი გადადგა ყველა თანამდებობიდან, იგი გამოძიების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ წლის ბოლოს იგი გაამართლეს[8]. 2015 წლის 7 დეკემბერს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კიმ გამოაცხადა, რომ ჯუდით კოლინზი დაუბრუნდებოდა მინისტრთა კაბინეტს და ისავე ჩაიბარებდა პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამინისტროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://elections.nz/guidance-and-rules/for-candidates/becoming-a-candidate-in-the-2020-general-election/
  2. https://elections.nz/guidance-and-rules/candidate-hub/becoming-a-candidate/being-a-candidate-at-the-2023-general-election/
  3. 3.0 3.1 3.2 Hon Judith Collins. New Zealand Parliament (2014-12-04). ციტირების თარიღი: 2015-06-13.
  4. Orsman, Bernard (2002-05-08). „National purge sweeps into safe seat“. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
  5. Tunnah, Helen (2002-05-11). „National Party puts Kyd out in wilderness“. ციტირების თარიღი: 2013-04-19.
  6. Official Count Results – Papakura. Chief Electoral Office (2008-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  7. Collins, Judith. Hon Judith Collins – Biography. New Zealand National Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-27. ციტირების თარიღი: 2012-12-30.
  8. „Judith Collins cleared of involvement in SFO smear campaign“. 2014-11-25.