ჯუგჯური
| ჯუგჯური | |
|---|---|
ჯუგჯური რუკაზე (წითლად) | |
| კოორდინატები: 58° ჩ. გ. 136° ა. გ. / 58° ჩ. გ. 136° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხაბაროვსკის მხარე |
| უმაღლესი წერტილი | ტოპკო |
| სიმაღლე | 1906 მ |
| სიგრძე | 700 კმ |
ჯუგჯური (რუს. Джугджур) — მთები შორეულ აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში. მაქსიმალური სიმაღლე 1906 მ (მთა ტოპკო), ჩამოყალიბდა უახლესი ასიმეტრიული აზევების შედეგად. ზღვის მხარე ღრმად არს დანაწევრებული, კონტინენტური მხარე, სადაც ალდანის აუზის მდინარეებია, დამრეცია. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამოზიდულია გვიანდელი კამბრიულისწინა გრანიტები და გნასიები, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — მეზოზოურში დანაოჭებული ფიქლები და კირქვები, რომლებზეც ზემოდან გადაფარებულია ცარც-პალეოგენური ლავები და ტუფები. ჰავა ზომიერად ცივი მუსონურია. ზამთარი მკაცრი იცის. სანაპიროს გასწვრივ ქონდარა ფიჭვის რაყებია. ზღვისპირა კალთები 1300 მ სიმაღლემდე შემოსილია ოხოტის მთის ტაიგით (აიანის ნაძვი), ალდანისაკენ დახრილი კალთები — ნათელწიწვოვანი ტაიგით (დაურის ლარიქსი), ზევით ქონდარა ფიჭვის რაყებია, დაკბილულ თხემზე — მთის ტუნდრა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯუგჯური — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 578.