ჯუბრან ხალილ ჯუბრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუბრან ხალილ ჯუბრანი
არაბ. جُبْران خَليل جُبْران[1]
Kahlil Gibran 1913.jpg
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1883(1883-01-06)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ბიშარი, Mount Lebanon Mutasarrifate, Ottoman Syria
გარდაცვალების თარიღი 10 აპრილი, 1931(1931-04-10)[2] [3] [4] [5] [6] [7] [14] [8] [9] [10] [11] [12] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ[15]
დასაფლავებულია ბიშარი
საქმიანობა მწერალი[16] [12] [13] , პოეტი[12] [13] , მხატვარი და ფილოსოფოსი
ენა ინგლისური ენა და არაბული ენა
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
State of Greater Lebanon
mandatory Lebanese Republic
ალმა-მატერი ჟიულიანის აკადემია
ჟანრი პოეზია, parable, მოთხრობა, იგავი და პიესა
Magnum opus The Prophet, Broken Wings, Sand and Foam და The Processions
მეუღლე [15]
ხელმოწერა Collage Gibran signatures.png
საიტი kahlilgibran.com

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი (დ. 6 იანვარი, 1883, სოფ. ბეშარა, ლიბანი — გ. 10 აპრილი, 1931, ნიუ-იორკი) — ლიბანელი მწერალი და მხატვარი. რომანტიკული მიმდინარეობის ფუძემდებელი არაბულ ლიტერატურაში. ქრისტიანი (მარონიტი) იყო. 1895-იდან აშშ-ში ცხოვრობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალილ ჯუბრანი ლიბანში ბშარის რეგიონში გაიზარდა. ბავშვობაში ფორმალური განათლება არ მიუღია, ვინაიდან ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. თუმცა მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ქრისტიანი მოძღვრები, რომლებმაც მას ბიბლია, სირიაკი (არამეულის დიალექტი) და არაბული ენები ასწავლეს. ადრეულ ბავშვობაში მისი ოჯახის ქონებას ოსმანთა მმართველებმა კონფისკაცია გაუკეთეს მამამისის გადასახადებისგან თავის არიდების გამო. უსახლკაროდ დარჩენილმა ოჯახმა გადაწყვიდა ჯუბრანის ბიძას ამერიკაში გაჰყოლოდა. ხალილის მამა ციხიდან 1894 წელს გამოუშვეს, თუმცა მან ლიბანში დარჩენა არჩია.

იმ დროისთვის ბოსტონის საუზ ენდში ამერიკაში სიდიდით მეორე ლიბანური დასახლება იყო და ჯიბრანთა ოჯახმა აქ გადაწყვიტა დასახლება. დედამისმა კარდაკარ გამყიდველად დაიწყო მუშაობა და ხალილმა სკოლაში წასვლა შეძლო. ვინაიდან მას მანამდე ფორმალური განათლება არ მიუღია, ის სპეციალურ კლასში დასვეს იმიგრანტთათვის, რათა ინგლისური შეესწავლა.

ადრეული მოზარდობის წლებში ჯუბრანის მონახაზებმა მის მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია, რომლებმაც ის ბოსტონელ ფოტოგრაფსა და გამომცემელ ფრედ ჰოლანდ დეის შეახვედრეს, რომელიც თავის მხრივ მისი არტისტული ნიჭის გამომჟღავნებაში ეხმარება. ხალილის პირველი სამხატვრო გამოფენა 1904 წელს მოეწყო ბოსტონში, რის შემდეგაც ის პარიზში მიდის ხელოვნების შესასწავლად ოგიუსტ როდენთან (1908 – 1910).

ჯუბრანის ადრეული ლიტერატურული ნამუშევრები არაბულ ენაზე იყო, თუმცა 1918 წლიდან ის ინგლისურ ენაზე იწყებს წერას. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “წინასწარმეტყველი” (The Prophet), რომელიც 26 პოეტური ესესგან შედგება. მისი თქმით ეს წიგნი ბაჰაიზმის წმინდა ლიდერს აბდულ-ბაჰას ეძღვნება. ჯიბრანის ინიციატივით 1920 ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა არაბი ემიგრანტების ლიტერატურული საზოგადოება "ალ-რაბიტა ალ-კალამიია" ("თანამოკალმეთა ასოციაცია").

ჯუბრან ხალილ ჯუბრანი გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1931 წლის 10 აპრილს ღვიძლის ცეროზისა და ტუბერკულოზის შედეგად. დაკრძალულია მარ-სარქისის ეკლესიაში ლიბანში. ის ყველაზე განთქმული ლიბანელ-ამერიკელი მწერალია და “წინასწარმეტყველი” მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად რჩება, რომლის ციტატებსაც ხშირად ქორწინებებსა და ნათლობებზე კითხულობენ. ჯიბრანის ნამუშევრებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ამერიკულ პოპ-კულტურაზე 1960-იანებში. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ქრისტიანობასა და აღმოსავლეთის ორთოდოქსულ ეკლესიებში გავრცელებულ კორუმპირებულ პრაქტიკას ასახავს. მის ნაწარმოებებში ჯუბრანი ამხელდა მოძველებულ ადათ-წესებს, ადამიანთა ექსპლუატაციას, აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისათვის ("მოტეხილი ფრთები", 1912, "ვარდა ალ-ჰანი" და სხვ.), ემხრობოდა ლიბანში სოციალური წყობის შეცვლის რევოლუციური-გლეხური ამბოხის გზას ("ურწმუნო ხალილი"), შემდეგ რეფორმისტულს ("მოციქული", 1923). აღსანიშნავია მისი ლექსების ციკლი "პროცესიები" (1919). მის შემოქმედებას ეტყობა ფ. ნიცშეს გავლენა ("ქარიშხლები", 1920). ფილოსოფიური ხასიათისაა მისი ინგლისურენოვანი ნაწარმოებები "იესო - ადამიანისშვილი" (1928), "მიწის ღმერთები" (1931).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Medici F. The Strange Case of Kahlil Gibran and Jubran Khalil Jubran
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 RKDartists
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 AlKindi
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  15. 15.0 15.1 არაბული ვიკიპედია — 2003.
  16. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118680935 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.