ჯო როგანი
ჯო როგანი | |
---|---|
![]() ჯო როგანი 2017 წელს | |
დაბადების სახელი | ჯოზეფ ჯეიმს როგანი |
დაბადების თარიღი |
11 აგვისტო, 1967 (57 წლის) ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოდკასტერი, კომენტატორი, კომიკოსი და მსახიობი |
აქტიური | 1988-დღემდე |
ორგანიზაცია | UFC |
ჯოზეფ ჯეიმს როგანი (11 აგვისტო, 1967) — ამერიკელი პოდკასტერი, UFC-ის კომენტატორი, კომიკოსი, მსახიობი და ყოფილი ტელეწამყვანი.
როგანი დაიბადა ნიუარკში, ნიუ-ჯერსიში. კომედიის სფეროში კარიერა 1988 წელს ბოსტონში დაიწყო. 1994 წელს ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ, მან Disney-თან კონტრაქტი გააფორმა და რამდენიმე სატელევიზიო შოუში, მათ შორის Hardball-სა და NewsRadio-ში, მსახიობის რანგში გამოჩნდა. იგი ასევე იყო დაინტერესებული ჯიუ-ჯიცუთი და შავი ქამარიც მოიპოვა ამ სფეროში. 1997 წელს მან UFC-ში ინტერვიუერად და კომენტატორად დაიწყო მუშაობა.
მან 2009 წელს დააარსა The Joe Rogan Experience. 2015 წლისთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტი იყო, რომელიც რეგულარულად მილიონობით ნახვას იღებდა თითოეულ ეპიზოდზე. Spotify-მ მისი ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება 2020 წელს 200 მილიონ დოლარად მიიღო.[1] მას შემდეგ როგანის აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წელს მან Spotify-თან ხელშეკრულება დაახლოებით 250 მილიონ დოლარად განაახლა, მაგრამ მათთვის ეს აღარ იქნება ექსკლუზიური.[2] მას ახლახან ჰყავდა მოწვეული UFC-ის ყოფილი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია.[3]