შინაარსზე გადასვლა

ჯო ლოკი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ბრიტანელ მსახიობს ეხება. ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის შესახებ იხილეთ ჯო ლოკი (მუსიკოსი).

ჯოზეფ უილიამ ლოკი (ინგლ. Joseph William Locke; დ. 24 სექტემბერი, 2003) — მენელი მსახიობი. ცნობილია მთავარი როლისთვის Netflix-ის თინეიჯერულ სერიალში „გულის გამჩერებელი“, სადაც განასახიერებს საშუალო სკოლის მოსწავლეს, ჩარლი სპრინგს. ამ როლისთვის მოიპოვა საბავშვო და საოჯახო ემის პრემიის ნომინაცია გამორჩეული მთავარი შესრულების კატეგორიაში.[1][2] 2024 წელს შეასრულა ბილი მაქსიმოვის / უილიამ კაპლანის როლი Marvel-ის კინოსამყაროს მინისერიალში „აგატა: მთელი ეს დრო“ და ტობიას რაგის როლი ბროდვეის მიუზიკლში „სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან“.

ჯოზეფ უილიამ ლოკი დაიბადა 2003 წლის 24 სექტემბერს. გაიზარდა დაგლასში, კუნძულ მენზე.[3][4][5][6] განათლება მიიღო ბალაკერმინის საშუალო სკოლაში.[7][8] 2022 წლის აპრილში ITV-ის გადაცემაში „This Morning“ თქვა, რომ სწავლობდა პოლიტიკას, ისტორიასა და ინგლისურს.[9]

საშუალო სკოლაში სწავლისას, ლოკმა და მისმა სამმა თანასკოლელმა შეადგინეს პეტიცია, რომ მთავრობას გადაეხედა სირიელი დევნილების კუნძულ მენზე მიღების საკითხი.[3]

ჯო ლოკმა მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ეროვნული თეატრის კავშირებში, გაიეტის თეატრის სპექტაკლებში კენსინგტონის ხელოვნებათა ცენტრის ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად.[10][11]

2022 წელს ლოკმა დაიწყო ჩარლი სპრინგის, თავისი პირველი საეკრანო როლის, შესრულება Netflix-ის თინეიჯერულ სერიალში „გულის გამჩერებელი“, რომელიც ეფუძნება ელის ოსმანის ამავე სახელწოდების ვებკომიქსსა და გრაფიკულ რომანს.[12] იგი ამოირჩიეს 10 000 პოტენციური მსახიობიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღია კასტინგში.[13][14] ლოკმა, რომელიც პირველის სეზონის გადაღებისას 17 წლის იყო, შეასრულა 14-15 წლის საშუალო სკოლის მოსწავლის როლი.[14][15]

2024 წელს ლოკმა მონაწილეობა მიიღო Marvel Studios-ის „ვანდავიჟენის“ სპინ-ოფში „აგატა: მთელი ეს დრო“.[16] უკანასკნელში განასახიერა გოთი პერსონაჟი, რომელსაც თავდაპირველად „თინეიჯერს“ უწოდებდნენ,[17] თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უილიამ კაპლანი იყო.[18] იმავე წელს, ლოკმა ითამაშა ტობიას რაგი ბროდვეის მიუზიკლში „სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან“.[19]

ლოკი Instagram-ზე 12 წლის ასაკში დაკამინგაუტდა და დედამისს უთხრა, რომ გეი იყო. მალევე მიხვდა, რომ ოჯახისგან განსხვავებით, მსოფლიოსთვის ამის გასამხელად მზად არ იყო, და პოსტი წაშალა. 15 წლის ასაკში ხელმეორედ დაკამინგაუტდა.[20] ლოკმა არაერთხელ ისაუბრა კუნძულ მენზე ახალგაზრდა გეი მამაკაცად ცხოვრების გამოცდილებაზე და არაერთი პარალელი გაავლო ჩარლისთან „გულის გამჩერებელში“.[21][22]

2022 წლის აგვისტოში კუნძული მენის ჯანდაცვის მინისტრმა ლოური ჰუპერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება შეცვლიდა გეი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის სრული აკრძალვის კანონს მას შემდეგ, რაც კუნძულის ყოველწლიურ ღირსების მარშზე ნაჩვენებ ვიდეო შეტყობინებაში ლოკმა ამ „არქაული“ წესის შეცვლისკენ მოუწოდა.[23][24]

აღნიშვნა
მიუთითებს, რომ ნაშრომი ჯერ არ გამოსულია released მიუთითებს, რომ ნაშრომი ჯერ არ გამოსულია
წელი ქართული სახელწოდება ორიგინალური სახელწოდება როლი შენიშვნები
2022–დღემდე „გულის გამჩერებელი“ „Heartstopper“ ჩარლი სპრინგი მთავარი როლი; 24 ეპიზოდი
2024 „The Great Stand Up to Cancer Bake Off“ საკუთარი თავი მონაწილე; 1 ეპიზოდი[25]
„აგატა: მთელი ეს დრო“ „Agatha All Along“ ბილი მაქსიმოვი / უილიამ კაპლანი / ვიკანი მთავარი როლი; 9 ეპიზოდი[26]
წელი ქართული სახელწოდება ორიგინალური სახელწოდება როლი ადგილი სქ.
2022 „სასამართლოები“ „The Trials“ ნოა Donmar Warehouse [27]
2024 „სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან“ „Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street“ ტობიას რაგი ლანტ-ფონტენის თეატრი, ბროდვეი [28]

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯილდო წელი კატეგორია ნომინირებული ნამუშევარი შედეგი სქ.
საბავშვო და საოჯახო ემის პრემია 2022 გამორჩეული მთავარი შესრულება „გულის გამჩერებელი“ ნომინირებული [29]
National Television Awards 2022 ამომავალი ვარსკვლავი „გულის გამჩერებელი“ ნომინირებული [30]
Queerty Awards 2023 შესრულება – ტელევიზია „გულის გამჩერებელი“ მოგებული [31]
WhatsOnStage Awards 2023 საუკეთესო პროფესიონალური სადებიუტო შესრულება „სასამართლოები“ მოგებული [32]
Broadway.com Audience Awards 2024 რჩეული შემცვლელი (მამაკაცი) სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან ნომინირებული [33]
Independent Spirit Awards 2025 საუკეთესო შესრულება „აგატა: მთელი ეს დრო“ მოსალოდნელია [34]
სატურნის ჯილდო 2025 ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება ტელესერიალში „აგატა: მთელი ეს დრო“ მოსალოდნელია [35]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Williams, K-Ci (22 April 2022). „Netflix's Heartstopper Stars Want Everyone to See 'How Amazing and Beautiful Queerness Is'. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 April 2022. ციტირების თარიღი: 23 April 2022.
  2. Schneider, Michael (1 November 2022). „Netflix Leads Nomination Tally for First-Ever Children's & Family Emmys“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2023. ციტირების თარიღი: 1 November 2022.
  3. 3.0 3.1 Turton, Sam. (29 November 2019) Students present Syria petition. Isle of Man Today. ციტირების თარიღი: 11 June 2022
  4. Cleal, Sam (producer). (29 April 2022). Kit Connor and Joe Locke take the BFF Test. https://www.youtube.com/watch?v=JyXpzxRr_T0.
  5. თარგი:Cite instagram
  6. Heartstopper's Joe Locke in running for National Television Award“. ITV News. 27 May 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2022. ციტირების თარიღი: 30 June 2022.
  7. Students petition Tynwald to reverse Syrian refugee position (26 November 2019). ციტირების თარიღი: 23 April 2021
  8. Netflix show starring Manx actor streams next week (17 April 2022). ციტირების თარიღი: 17 April 2022
  9. Duke, Simon. (28 April 2022) Heartstopper actors force hasty change to This Morning schedule. ციტირების თარიღი: 21 June 2022
  10. Joe's heart-stopping moment, as he gets picked for lead Netflix role (2 May 2021). ციტირების თარიღი: 21 June 2022
  11. Manx actor lands role in Netflix series (24 April 2021). ციტირების თარიღი: 21 June 2022
  12. Stroude, Will (22 April 2021). Heartstopper: Kit Connor and Joe Locke to star in Netflix adaption of gay graphic novel“. Attitude. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2021. ციტირების თარიღი: 21 June 2022.
  13. Joe Locke (21 April 2022). ციტირების თარიღი: 25 April 2022
  14. 14.0 14.1 Harrison, Ellie. (25 April 2022) Heartstopper's Joe Locke: 'Lots of queer teenagers feel like they don't deserve love'. ციტირების თარიღი: 4 May 2022
  15. Who Plays Charlie Spring In Netflix's Heartstopper? Everything You Need To Know About Joe Locke (22 April 2022). ციტირების თარიღი: 24 April 2022
  16. Otterson, Joe (1 November 2022). Heartstopper Star Joe Locke Joins WandaVision Spinoff Agatha: Coven of Chaos for Disney+ (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2022. ციტირების თარიღი: 1 November 2022.
  17. Joe Locke fuels the mystery of his 'Agatha All Along' 'Teen,' addresses those fan theories en-GB (3 September 2024). ციტირების თარიღი: 6 September 2024
  18. Campione, Katie. (10 October 2024) Agatha All Along Recap: Teen's Identity Is Revealed As The Coven Faces Another Trial en-US. ციტირების თარიღი: 10 October 2024
  19. Warner, Sam (1 February 2024). „Broadway debut in Sweeney Todd: The Musical“. DigitalSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2024. ციტირების თარიღი: 4 February 2024.
  20. Piepenburg, Erik (29 July 2023). „They Put the Heart in 'Heartstopper'. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2023. ციტირების თარიღი: 31 July 2023.
  21. James, Alastair. Heartstopper's young stars are ready to share the love in Netflix's most uplifting LGBTQ series yet (13 April 2022). ციტატა: „The conversation then turns to how the actors relate to their characters. As a young gay man, Joe, who is 18 and from the Isle of Man, compares his schooldays with what Charlie goes through.“ ციტირების თარიღი: 26 April 2022
  22. Levesley, David. (3 June 2022) Joe Locke: 'I'd love to play the first queer Disney prince or Marvel superhero'. ციტატა: „While his generation are universally well equipped on navigating sexuality thanks to social media, and growing up gay, he says, wasn't too big a deal at school, the Isle of Man's policies on it have not always been as forward-thinking.“ ციტირების თარიღი: 3 June 2022
  23. „Manx actor Joe Locke calls for gay men blood donation U-turn“. BBC News. 15 August 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 August 2022. ციტირების თარიღი: 10 September 2022.
  24. Wakefield, Lily (17 August 2022). „Isle of Man vows to drop queer blood ban after Heartstopper actor calls out 'archaic' rule“. PinkNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2022. ციტირების თარიღი: 10 September 2022.
  25. The Great Stand Up to Cancer Bake Off (5 February 2024). ციტირების თარიღი: 18 March 2024.
  26. Glazebrook, Lewis. (14 October 2024) Agatha All Along Midseason Trailer Confirms Major Theory On Billy Maximoff's Origin & Sets Up Scarlet Witch's Return en. ციტირების თარიღი: 15 October 2024
  27. Millward, Tom. (29 June 2022) Heartstopper's Joe Locke and William Gao among the cast of The Trials at Donmar Warehouse. ციტირების თარიღი: 30 June 2022
  28. Joe Locke. Playbill. ციტირების თარიღი: 7 December 2023
  29. Schneider, Michael (11 December 2022). Heartstopper Leads All Winners at 1st Annual Children's & Family Emmys (FULL LIST)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2023. ციტირების თარიღი: 23 December 2022.
  30. Earp, Catherine (13 October 2022). „National Television Awards: Full winners list“. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2022. ციტირების თარიღი: 5 November 2022.
  31. Performance TV Winners. ციტირების თარიღი: 1 March 2023
  32. The 23rd Annual WhatsOnStage Awards – full list of winners (12 February 2023). ციტირების თარიღი: 13 February 2023
  33. The Great Gatsby, The Notebook and Back to the Future Lead Nominations for Broadway.com Audience Choice Awards (6 May 2024). ციტირების თარიღი: 20 May 2024
  34. Lang, Brent (December 4, 2024). „Spirit Awards 2025 Nominations: 'Anora' and 'I Saw the TV Glow' Lead Film Categories, 'Shogun' Rules TV“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 5, 2024. ციტირების თარიღი: December 9, 2024.
  35. Hipes, Patrick. (December 5, 2024) 'Dune: Part Two', 'Fallout' Lead Saturn Awards Nominations. ციტირების თარიღი: December 9, 2024