ჯოზეფ ბონანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯო ბონანო)
ჯოზეფ ბონანო

ჯოზეფ (ჯო) ბონანო (იტალ. Joe Bonanno; დ. 18 იანვარი, 1905 — გ. 11 მაისი, 2002) — ნიუ-იორკის მაფიის ბოსი, წარმოშობით კასტელამარე დელ გოლფოდან, (სიცილია). ნიუ იორკის ხუთი მაფიოზური ოჯახიდან ერთ-ერთის - ბონანოს დანაშაულებრივი ოჯახის ბოსი (1931-1968) წლებში. 1931 წელს ლაკი ლუჩიანოსთან ერთად მონაწილეობდა მაფიის კომისიის დაარსებაში. 1964 წელს ბონანომ, ჯო პროფაჩისთან ერთად განიზრახა დანარჩენი სამი ოჯახის ბოსების მოკვლა და ნიუ იორკის დანაშაულებრივი სინდიკატის მთლიანად მის ხელში აღება, თუმცა ჩანაფიქრი პროფაჩის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა - ჯო კოლომბომ გასცა და მაფიის კომისიას ყველაფერი მოახსენა. ამის შემდეგ ჯო ბონანო მიიმალა. მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში იგი არავის არ ჰყავდა ნანახი, ბევრი თვლიდა რომ ბონანო უკვე მოკლული იყო, თუმცა 1966 წელს ყველასათვის მოულოდნელად იგი მანჰეტენის სასამართლოს შენობის წინ გამოჩნდა. 1968 წელს შემდგარი მაფიის კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯო ბონანოს მიეცა უფლება პენსიაზე გასულიყო, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 2002 წლის 11 მაისს, 97 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]