ჯო აბერკრომბი
ჯო აბერკრომბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1974[1] (49 წლის) |
დაბადების ადგილი | ლანკასტერი |
საქმიანობა | მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და მემონტაჟე |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | მანჩესტერის უნივერსიტეტი და ლანკასტერის სამეფო წიგნიერების სკოლა |
ჟანრი | ფენტეზი |
Magnum opus | თვით მახვილი |
საიტი | joeabercrombie.com |
ჯო აბერკრომბი (ინგლ. Joe Abercrombie; დ. 31 დეკემბერი, 1974) — ბრიტანელი მწერალი ფენტეზის ჟანრში. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „პირველი კანონის“ ტრილოგია. ასევე აქვს წიგნები, რომლის მოვლენებიც იგივე სამყაროში ვითარდება. მისმა რომანმა „ნახევრად მეფე“ 2015 წელს ლოკუსის ჯილდო მიიღო საუკეთესო წიგნისთვის მოზარდებისთვის.
ჯო აბერკრომბი ლანკასტერში, ინგლისში დაიბადა. განათლება მიიღო ლანკასტერის სამეფო სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც ფსიქოლოგიას სწავლობდა.
სანამ ფრილანსერი ფილმების მემონტაჟე გახდებოდა, აბერკრომბი სატელევიზიო კომპანიაში ასისტენტად მუშაობდა, სადაც ხშირად ჩაის ადუღებით იყო დაკავებული. მემონტაჟედ მუშაობის დაწყების შემდეგ, აბერკრომბის ბევრად მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რის შედეგადაც გადაწყვიტა დაბრუნებოდა 6 წლით ადრე, უნივერსიტეტში გაჩენილ ამბიციას „მარტოდმარტო თავდაყირა დაეყენებინა ფენტეზის ჟანრი“. „თვით მახვილზე“ მუშაობა 2002 წელს დაიწყო და 2004-ში დაასრულა. გამომცემლობებისგან წლობით ღებულობდა უარს, სანამ ხელშეკრულება ჯილიან რედფერნთან, გოლანცის გამომცემლობასთანარ დადო. „თვით მახვილი" 2006 წელს გამოიცა და გაგრძელებაც მალევე მოგყვა.
2008 წელს ჯო აბერკომბი საუკეთესო დამწყები მწერლების კატეგორიაში ჯონ ვ. კემპელის ჯილდოს ფინალისტი იყო.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს იყო ლოკუსის ჯილდოს გამარჯვებული კატეგორიაში „საუკეთესო რომანი მოზარდებისთვის“; 2017 წელს მიენიჭა ფენტეზის საერთაშორისო ჯილდო საუკეთესო კრებულისთვის.
ბიბლიოგრაფია:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი კანონის ტრილოგია
- თვით მახვილი (2006)
- სანამ მათ ჩამოახრჩობენ (2007)
- მეფეების უკანასკნელი არგუმენტი (2008)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.