ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი“

ავტორი ჰიროჰიკო არაკი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი მოგზაურობა, ფანტაზია
გამოცემის თარიღი 1987

ჯოჯოს უცნაური თავგადასავალიიაპონური მანგას სერია დაწერილი და ილუსტრირებული ჰიროჰიკო არაკის მიერ. 1987 წლიდან 2004 წლამდე სერიებად დაიწყო გამოიშვება „შუეიშას მანგა გაზეთებში" და 2005 წელს ყოველთვიურ სეინენ მანგას ჟურნალში გადავიდა. სერია დაყოფილია ცხრა ნაწილად, თითოეულ მათგანი ახალ გმირსა და მის თავგადასავალზე არის. ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი არის „შუეშიას" უდიდესი მიმდინარე მანგას სერია მოცულობის მიხედვით, მასში 130 ტომი გამოიშვა 2021 წლის მაისის მონაცემებით.

1993 წლიდან 2002 წლამდე A.P.P.P. Co.-მ 13 ეპიზოდიანი ანიმაციური სერიალი გამოუშვა, რომელიც არის მანგას მესამე ნაწილზე, „სტარდასტ ქრუსეიდერები“-ის მიხედვით გამოშვებული. 2007 წელს სტუდიამ გამოუშვა ანიმე ფილმი პირველი ნაწილის ადაპტირებით, „პანტომ ბლოდ“, რომელიც იაპონიის კინოთეატრებში გამოვიდა. 2012 წლის ოქტომბერში, „დავიდ პროდაქშენი"-ს მიერ წარმოებული ანიმე სატელევიზიო სერიალი, რომელიც ადაპტირებდა „პანტომ ბლოდ“ და „ბათელ თენდენცი“ დაიწყო გამოშვება „ტოკიო მხ"-ზე. 2019 წლის ივლისს, სტუდიამ გამოუშვა ოთხი სეზონი, რომელიც ადაპტირებულია მანგას მეხუთე ნაწილის, „გოლდენ ვინდ"-ზე. 2017 წელს აპონიაში მეოთხე ნაწილის მიხედვით, „დაიმონდ იზ ანბრეიქებელ“ ცოცხალი ფილმი გამოვიდა.

ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი ცნობილია თავისი ხატვის სტილითა, პოზებით და ხშირი ხსენებით დასავლურ პოპულარულ მუსიკასა და მოდაზე. ამ ანიმეში ბრძოლები ხშირია, რომლებიც ორიენტირებულია სტენდების გარშემო (ფსიქო-სულიერი გამოვლინებები უნიკალური ზებუნებრივი შესაძლებლობებით). დღემდე გაყიდულია 100 მილიონზე მეტი დაბეჭდილი ასლი, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მანგას სერიად აქცევს. მასზე შეიქმნა მედია ფრენჩაიზი, მათ შორის, ერთჯერადი (one-shot) მანგა, მსუბუქი რომანები და ვიდეოთამაშები. მანგა, სატელევიზიო ანიმე და ცოცხალი ფილმი ჩრდილოეთ ამერიკაში „ვიზ მედია“-ს მიერ ლიცენზირებული არის , რომელიც 2005 წლიდან აწარმოებს სერიის სხვადასხვა ინგლისურენოვან გამოშვებებს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჯოს უცნაური თავგადასავლის სამყარო ასახავს რეალურ სამყაროს ზებუნებრივი ძალებისა და არსებების დამატებით.[1] ამ გარემოში, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია თავისი შინაგანი სულიერი ძალა სტენდად (スタンド, სუტანდო) გადააქციოს; ასევე ენერგიის კიდევ ერთი ფორმა ჰამონი (波紋, "რიპლი") არის, საბრძოლო ხელოვნების ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მზის ენერგია სუნთქვის საშუალებით გამოიყენოს. ჯოჯოს უცნაური თავგადასავლი დაყოფილია ნაწილებად, განსხვავებული ისტორიებითა და პერსონაჟებით. სერიალის თითოეული გმირი ჯოსტარების ოჯახის წევრია, რომლის შთამომავლებს აქვთ ვარსკვლავის ფორმის დაბადების ნიშანი მარცხენა მხარზე და სახელი, რომლის შემოკლების შემდეგ ხდება "ჯოჯო". ჯოჯოს პირველ ექვს ნაწილში მომხდარი მოვლენები ჯონათან ჯოსტარის და დიო ბრანდოს მეტოქეობის გამო ხდება. ხოლო მომდევნო ნაწილები განსხვავებულ სამყაროში ხდება სადაც ჯოსტარების საგვარეულო ხე დიდად შეცვლილია.

ნაწილი 1: Phantom Blood (იაპონ. ファントムブラッド Fantomu Buraddo?)
ტომები 1–5, 44 თავი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში, მდიდარი მიწის მესაკუთრის ვაჟი, ჯონათან ჯოესტარი, თავის ახალ ნაშვილებ ძმას დიო ბრანდოს ხვდება, რომელსაც ის ეზიზღება და აპირებს ჯოესტარების ოჯახის მემკვიდრეს მოპარვას. როდესაც დიოს მცდელობები ჩაიშალა, ის ვამპირად გადაიქცევა ძველი ქვის ნიღბის გამოყენებით და ჯოესტარის ქონებას ანადგურებს. ჯონათანი მოგზაურობას იწყებს, ხვდება სანდო ხალხს ვინც მას დაეხმარება და ჰამონის (波紋, "Ripple") საბრძოლო ხელოვნების ტექნიკას ისწავლის, რათა შეაჩეროს დიო, რომელმაც თავისი მიზანი გახადა რომ ქვეყანას ებატონოს
ნაწილი 2: Battle Tendency (იაპონ. 戦闘潮流 Sentō Chōryū?)
ტომები 5–12, 69 თავი. 1938 წელს გერმანიის ექსპედიცია აღმოაჩენს ვამპირს და გაიგებენ რომ კიდევ არის მისნაირი ვამპირები იტალიაში. მთავარი პერსონაჟი ჯოსეფ ჯოსტარი გაიგებს ამის შესახებ და მათ დასამარცხებლად წავა. იქ შეხვდება სეზარ ზეპელის ვისთანაც ერთად ცდის მათ დამარცხებას. მაგრამ მათთვის ეგრეთ წოდებული სვეტის კაცები ძლიერები აღმოჩნდნენ, ამიტომაც ჯოსეფს მოუწია მისი საიდუმლო ტექნიკის გამოყენება და გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ის იწყებს ჰამონის ტრეინინგს სიზარ ზეპელისთან ერთად და მეორედ ხვდება სვეტის კაცებს.
ნაწილი3: Stardust Crusaders (იაპონ. スターダストクルセイダース Sutādasuto Kuruseidāsu?)

ტომები 13–28, 152 თავი. 1989 წელს დიო ბრანდო იღვიძებს მას შემდეგ, რაც მისი საფლავი ოკეანიდან ამოიღეს. დიომ მოახერხა ჯონათანის სხეულის ხელში ჩაგდება, რის გამოც ის გადარჩება. ის ღებულობს ახალ ძალას სახელად სტენდს, რასაც ასევე ჯონათანის შთამომავლები ღებულობს, რომელიც შედგება ჯოზეფის, მისი ქალიშვილის ჰოლი კუჯოსა და შვილიშვილი ასევე მთავარი პერსონაჟი ჯოტარო კუჯოსგან. მაგრამ, ჰოლი საკუთარ მდგომარეობას ვერ უმკლავდება და 50 დღე აქვს სანამ მოკვდება. ჯოტარო, ჯოზეფი და მათი ახალი მოკავშირეები აპირებენ დიოს დამარცხებას ამ ვადის ამოწურვამდე და გზად დიოს მხლებლებს ხვდებიან.

ნაწილი4: Diamond Is Unbreakable (იაპონ. ダイヤモンドは砕けない Daiyamondo wa Kudakenai?)

ტომები 29–47, 174 თავი. 1999 წელს ჯოსტარების ოჯახი გაიგებს, რომ ჯოზეფს უკანონო ვაჟი ჰყავს, ჯოსკე ჰიგაშიკიტა, რომელიც გამოგონილ იაპონურ ქალაქ მორიოში ცხოვრობს. ჯოსკე მისტიურ მშვილდ-ისარზე გაიგებს, რომელიც სტენდს აძლევს მათ, ვისაც ისარი შეერჭობა. როდესაც ისინი ცდილობენ მშვილდი და ისარი იპოვონ, ჯოსკე და მისი მოკავშირეები სერიული მკვლელ მკვლელ იოშიკაგე კირას გადააწყდებიან, რომელსაც სტენდი აქვს.

ნაწილი5: Golden Wind (იაპონ. Golden Wind 黄金の風?, Ōgon no Kaze)

ტომები 47–63, 155 თავი. 2001 წელს, იტალიაში, ნეაპოლში, ჯორნო ჯოვანა, დიოს ვაჟი, ცდილობს მაფიის ბოსი გახდეს, რათა მოაშოროს ნარკოდილერები, რომლებიც თავიანთ პროდუქტს ბავშვებს ყიდიან. მისმა გუნდმა, რომელიც სტენდის მომხმარებლებისგან შედგება, მაფიის ბოს დიავოლოს უნდა დაუპირისპირდეს და დაიცვას მისი ქალიშვილი ტრიშ უნა, რომლის მოკვლასაც დიავოლო თავისი ვინაობის დასამალად აპირებს.

ნაწილი6: Stone Ocean (იაპონ. ストーンオーシャン Sutōn Ōshan?)

ტომები 64–80, 158 თავი. 2011 წელს, პორტ სენტ-ლუსიის მახლობლად, ფლორიდაში, ჯოტარო კუჯოს ქალიშვილი ასევე მთავარი პერსონაჟი ჯოლინ კუჯოს მკვლელობაში ადანაშაულებენ და ციხეში ჩასვეს. იგი სხვა სტენდის მოხმარებელ პატიმრებთან და მამასთან ერთად ციხის კაპელანის, მამაო ენრიკო პუჩის დასამარცხებას ცდილობს, ის დიოს ერთგულია და ცდილობს შექმნას ახალი სამყარო თავისი და დიოს ნებაზე.

ნაწილი7: Steel Ball Run (იაპონ. スティール・ボール・ラン Sutīru Bōru Ran?)

ტომები 81–104, 95 თავი. 1890 წლის ალტერნატიულ სამყაროში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფანი ვალენტინი ცხენების რბოლას ატარებს და გამარჯვებული 50 მილიონი დოლარს ღებულობს. ვალენტინი აპირებს რბოლა გამოიყენოს წმინდა გვამის მიმოფანტული ნაწილების შესაგროვებლად, საკუთარი მიზნებისთვის. მრბოლელები ჯაირო ზეპელი და ჯონი ჯოსტარი ვალენტინის ხრიკს აღმოაჩენენ და თავი მისი დაქირავებული მკვლელებისგან უნდა დაიცვან.

ნაწილი8: JoJolion (იაპონ. ジョジョリオン Jojorion?)

ტომები 105–131, 110 თავი. ჯოჯოლიონ ხდება იმავე სამყაროში როგორც რკინის ბურთის რბოლა. 2012 წელს იასუჰო ჰიროსე იპოვის ერთ მიჭს სანაპიროზე დამარხულს, რომელსაც მისი წარსული არ ახსოვს. იასუჰე მას ჯოსკეს დაარქმევს და ცდის რომ მისი მეხსიერება დაიბრუნოს. მაგრამ ისინი გაარკვევენ რომ ჯოსკე ორი ადამიანის შერწყმა არის. ჯოსკე ასევე კრიმინალური სინდიკატის საქმიანობას უპირისპირდება, რომელიც იდუმალ ლოკაკაკას ხის ნაყოფს ყიდის, რომელსაც შეუძლია განკურნოს ადამიანები და სანაცვლოდ რაღაც "წაიღოს".

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაკი დასავლური ხელოვნებით შთაგონებულია, როგორიცაა პოლ გოგენის ეს ნამუშევარი, რომელმაც შთააგონა, რომ თავად უჩვეულო ფერები გამოეყენა საკუთარ ხელოვნებაში.

ჯოჯოს უცნაური თავგადასავალისთვის არაკის კლასიკური მეთოდის გამოყენება სურდა, საფუძვლად თანამედროვე ელემენტების დანერგვამდე. მაგალითად, ის ხშირად რეალისტურ სტილში ხატავს, მაგრამ სიურეალისტურ ფერებს იყენებს. არაკის მიზანი ჯოჯოში ნამდვილი სულების დახატვა იყო, რის გამოც იგი მდინარე კაპასთან ტონოში, ივატეში გაემგზავრა, რათა კონცეფცია უკეთ გაეგო.[2] არაკი აცხადებს, რომ 1980-იანი წლების ხელოვნებით შთაგონებულია, დასავლური ხელოვნების დაჩრდილვის ტექნიკით და კლასიკური ფერწერით; მანგას შეღებვა გამოთვლებს და არა თანმიმდევრულობას ეფუძნება, არაკი ასახელებს მხატვრებს, რომლებიცაა პოლ გოგენი, როგორც ინსპირაცია.[3] ის ასევე აცხადებს, რომ იდუმალება მანგას ცენტრალური თემაა, რადგან ბავშვობაში იგი ამით მოხიბლული იყო. გარდა ამისა, არაკის სურდა სუპერძალები და ენერგია ჯოჯოს უცნაურ თავგადასავალში გამოეკვლია, რამაც გამოიწვია სხვადასხვა კონცეფციები, როგორიცაა ჰამონი და სტენდები.[3] მან თქვა, რომ მისი სერიების ბრძოლების ზებუნებრივი საფუძველი ბრძოლის ველი ქალებისა და ბავშვებისთვის გაათანაბრა, რათა შეებრძოლონ ძლიერ მამაკაცებს. განსაკუთრებით „სტარდასტ კრუსეიდერები“-სთვის, არაკიმ პერსონაჟების უნარების დიზაინში როლური თამაშების გავლენა მოახდინა. მანგას თაობათა ამბის შექმნისას არაკი სიკვდილზე და იმ მემკვიდრეობაზე ბევრს ფიქრობდა, რაც ადამიანებმა თავიანთი შთამომავლებისთვის დატოვეს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ. მან შთაგონება მიიღო "რუთსი"-დან: ამერიკული ოჯახის საგა და ედემის აღმოსავლეთი. არაკიმ ყურადღება გაამახვილა რუთსი-ზე მის ოჯახზე ორიენტირებული ისტორიისთვის და მან მიიღო იდეა გადახლართული ბედის და მეტოქეობის შესახებ ორ ოჯახს შორის ედემის აღმოსავლეთიდან. ის ისტორიებზე დიდად ფიქრობდა, რომლებიც კარგად მიიღეს პროტაგონისტების შეცვლის შემდეგ, რამაც გავლენა მოახდინა არაკის გადაწყვეტილებაზე, ჯონათან ჯოსტარის მოკვლა და ახალი თაობზე ამბების დაწერა და მისი „სული“ საკუთარ შთამომავლებს გადასცა.

გმირებს მოდელები არ ჰქონდათ, გარდა ჯოტარო კუჯოსა, რომელიც კლინტ ისტვუდზე დაფუძნებული იყო. არაკიმ განაცხადა, რომ მას სურდა განსხვავებული ტიპის მთავარი გმირი ყველა ნაწილისთვის გამოეცადა; მაგალითად, ნაწილი 1-ის ჯონათან ჯოსტარი სერიოზული და პატიოსანი ადამიანი იყო, ხოლო ნაწილი 2-ის ჯოზეფ ჯოსტარი ხუმარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი პიროვნული თვისებები განსხვავებული არის, ორივე ფიზიკურად ერთმანეთს გვანან, რათა გარკვეული უწყვეტობა ჰქონდეთ, რადგან 1980-იან წლებში მთავარი გმირის სიკვდილი ყოველკვირეულ „შონენ ჯამპის“ სერიაში გაუგონარი იყო. არაკის თანმიმდევრული ფოკუსირება ჯოსტარების ოჯახზე მიზნად სიამაყის განცდას ისახავდა, ისევე როგორც საოცრებასა და საიდუმლოებას შთამომავლობის გარშემო.

არაკიმ თავდაპირველად სერია ტრილოგიად დაგეგმა, რომლის დასასრული დღევანდელ იაპონიაში განვითარდებოდა. მიუხედავად ამისა, არ უნდოდა მესამე ნაწილი, რომელიც ყოველკვირეულ „შონენ ჯამპ“-ის გამოშვებაში პოპულარული იყო, ასე დასრულებულიყო, ამიტომაც ის მოგზაურობის ჟანრად შეცვალა, რომელიც ფილმ „80 დღე დედამიწის გარშემო“-თი შთაგონებული იყო. მეოთხე ნაწილიდან მან თქვა, რომ ის ტოვებდა „დაკუნთული კაცების" სტილს რადგან მისმა პოპულარობამ იკლო, მას უნდოდა რომ მოდაზე კონცეტრილებულიყო. როცა არაკი პერსონაჟების ტანსაცმლის დიზაინს ქმნიდა, არაკი რეალობაზე მეტად მოდაზე კონცენტრირებული იყო. მეექვსე ნაწილისთვის არაკიმ ქალ პროტაგონისტზე პირველად დაწერა, რომელიც თავდაპირველად ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ ასევე საინტერესო იმის გამო თუ რამდენი ადამიანობა გააჩნდა. მან შემდეგ აღწერა მეორე ნაწილის მეორადი პერსონაჟი ლისა ლისა, როგორც იმ დროისთვის ახალი და გაუგებარი, მანგასა და საზოგადოებაში და მან თქვა რომ სახალისო იქნებოდა მებრძოლე ტიპის ქალი პერსონაჟით ხალხის მოლოდინების გამოწვევა. მას აზრად არ მოსვლია პარალიზებული პერსონაჟის შექმნა, არაკიმ ახსნა რომ მეშვიდე ნაწილში პარალიზებული ჯონი ისეთი ტიპის პერსონაჟი იყო რომელსაც გაზრდა შეეძლო, ფიზიკურად და მენტალურად, დოღის დროს სადაც ის იძულებული იქნებოდა სხვებზე და ცხენებზე დამოკიდებულიყო.

არაკი იყენებს „ონომატოპოეია"-ს და პოზებს სერიაში, რომლებიც იაპონიაში არის ცნობილი როგორც „ჯოჯო-დაჩი", უმეტესად ყდაზე არის გამოსახული. არაკის იტალიაში მოგზაურობამ და მიქელანჯელოს ქანდაკებების შესწავლამ, მანგაში პოზების გამოყენება შთააგონა.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწერილი და ილუსტრირებული ჰიროჰიკო არაკისგან. 1987 წლის 1 იანვარს ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი ყოველკვირეულ შონენ ჯამპში შუეიშასგან პირველად გამოიშვა. სერია რვა ნაწილად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი ახალ პროტაგონისტზე რომლებსაც ზედმეტ სახელი „ჯოჯო" ქვიათ და მათ თავგადასავალზე არის დაწერილი. პირველი ნაწილი სათაურად „ფანტომ ბლოდი" 1987 წლის ოქტომბრამდე გამოდიოდა; მეორე ნაწილი, „ბათელ თენდენცი" 7 ტომად 1987 წლის ნოემბრიდან 1989 წლის მარტამდე გამოდიოდა; მესქმე ნაწილი, „სტარდასტ კრუსეიდერები" 16 ტომად 1989 წლის მარტიდან 1992 წლის აპრილამდე გამოდიოდა; მეოთხე ნაწილი, „დაიმონდ იზ ანდრეიქებელ" 18 ტომად 1992 წლის აპრილიდან 1995 წლის ნოემბრამდე გამოდიოდა; მეხუთე ნაწილი, „გოლდენ ვინდ" 17 ტომად 1995 წლის ნოემბრიდან 1999 წლის აპრილამდე გამოდიოდა.

2002-დან 2009 წლამდე, სერიის პირველი ექვსი ნაწილი „შუეიშა“-მ ბუნკობანის ფორმატში ხელახლა გამოუშვა; 2017 და 2018 წლებში „სტილ ბალ რან“ იმავე ფორმატში ხელახლა გამოვიდა. „შონენ ომნიბუს“ სერია, რომელიც პირველ ოთხ ნაწილს ხელახლა ქმნის, როგორც ისინი თავდაპირველად გამოჩნდა კვირაობით „შონენ ჯამპ“-ში (ფერადი გვერდების, სარეკლამო ტექსტისა და შემდეგი თავების გადახედვის ჩათვლით) 2012-დან 2016 წლამდე გამოქვეყნდა. 2012 წლიდან სერიის რვავე ნაწილი ციფრულად არის გაფერადებული და განაწილებული „შუეიშა“-ს მიერ სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის ბრენდის სახელწოდებით "ჯოჯო-დ". 2013-2015 წლებში პირველი სამი ნაწილის პრემიუმ მყარი ყდა გამოქვეყნდა ბრენდით "ჯოჯონიუმ"

1990-იანი წლების პირველ ნახევარში „ვიზ მედია“-ს ჯოჯოს უცნაური თავგადასავალის ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისური ენით გამოშვება მოისურვა, 2002 წელს გამოცხადდა რომ სერიის ყოველ თვიური კომიქსის გამოშვება წარუმატებელი იყო. 2005 წლის ნოემბრიდან 2010 წლის დეკემბრამდე, „ვიზმა“-მა გამოაქვეყნა „სტარ დასტ კრუსეიდერები“, 16 ტომად, რომელიც სერიის ყველაზე ცნობილი ნაწილი იყო, თუმცა კომპანიას მოუწია რამდენიმე პერსონაჯისა და სტენდების სახელების შეცვლა, საავტორო უფლებების შიშის გამო და ასევე ზოგიერთ სცენებს ცენზურა დაედო, მათ შორის ცხოველებზე ძალადობის სცენები იყო, რომლებიც თავად არაკიმ გადახატა. 2013 წელს „ვიზ“-მა სერიის გამოშვების მიმართ ინტერესი გამოთქვა, მაგრამ ეს ძნელი იყო რადგან არაკი იყენებდა მუსიკალური ბენდების სახელებს. 2014 წლის სექტემბერს „ვიზ“-მა სერიის „პანტომ ბლოდი“ სამი ტომი ციფრულად გამოუშვა. 2015 და 2016 წლებში „ბათელ თენდენცი“ ოთხ ტომად გამოქვეყნდა. 2016 წლიდან 2019 წლამდე „სტარ დასტ კრუსეიდერები“ ათ ტომად გამოიცა. 2019 წლიდან 2021 წლამდე „დაიმონდ იზ ანბრეიქებელ“ ცხრა ტომად გამოქვეყნდა. ხოლო 2021 წლის აგვისტოში „გოლდენ ვინდ“-ის გამოქვეყნება დაიწყო. ვიზ აგრძელებს სერიის ციფრულად გამოქვეყნებას.

ანიმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიო A.P.P.P[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

13 ეპიზოდიანი ანიმაცია მესამე ნაწილის მიხედვით, „სტარდასტ კრუსეიდერები", A.P.P.P-მ გამოუშვა. პირველი ექვსი ეპიზოდი, რომელიც იწყება მანგას მეორე ნახევრიდან, გამოუშვა „pony canyon"-მა „VHS"-სა და „Laserdisc"-ზე 1993 წლიდან 1994 წლამდე. 2000 წლიდან 2002 წლამდე სერიას უშვეებდა „Klock Worx" DVD-ზე და VHS-ზე, რომლებიც იყო მანგას დასაწყისის მიხედვით. 2003 წლიდნ 2005 წლამდე „Super Techno Arts"-მა გამოუშვა ინგლისური გახმოვანება ჩრდილოეთ ამერიკაში. A.P.P.P-მ ასევე გამოუშვა „ჯოჯოს უცნაური თავგადასავალი:ფანტომ ბლოდ", კინო ადაპტაცია მანგას პირველი ნაწილის; 2007 წლის 17 თებერვალს გამოვიდა იაპონიის თეატრებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის 1000manga არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. Clamp (2009). The Official xxxHOLiC Guide, translanted and adapted by William Flanagan, New York: Del Rey Manga, გვ. 154–163. ISBN 978-0-345-51000-6. 
  3. 3.0 3.1 Hirohiko Araki Lecture Part 2: Drawing Manga, Araki-Style. Comipress. ციტირების თარიღი: August 3, 2014