ჯოჯოოობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოჯოობა — ხალხური დღესასწაული თბილისში. იმართებოდა აღდგომის შემდეგ პირველ სამშაბათს. თბილისელი ქალები, განსაკუთრებით კი ქალიშვილები, შაქრის რამდენიმე ნატეხით ქალაქის ძველ უბანში — ავლაბარში, უფრო ზუსტად, ავლაბრის სამხრეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ძაღლის უბანში მიდიოდნენ, სადაც მდინარის კბოდეზე იმართებოდა ჯოჯოობა. მორწმუნე ქართველი მანდილოსნები ლოცულობდნენ და სურვილების შესრულებას ევედრებოდნენ მამაზეციერს. ლოცვა-ვედრების შემდეგ ისინი შაქრის ნატეხებს ქარაფიან ნაპირზე მობინადრე „ჯოჯოებს“. მიუხედავად იმისა, რომ ამ რიტუალს მრავალი მლოცველი ასრულებდა, ამ დღესასწაულის წარმოშობა XIX საუკუნეში ქალაქელებს აღარ ახსოვდათ. ეს იყო ერთ-ერთი ძველი თბილისური წეს-ჩვევა, რაც შთამომავლობამ რაღაც სახელცვლილებით შემოინახა. ჯოჯოობის წარმოშობის შესახებ შემორჩენილი გადმოცემის თანახმად ძალიან დიდი ხნის წინ აქ, ამ ადგილზე ცხოვრობდა ერთი უცხო კაცი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, მაგალითად ხელის ერთი მოსმით თუ შეხებით ადამიანის ტანზე გამოყრილ ჭორფლებს აქრობდა. მაგრამ რა კავშირი იყო ძაღლის უბნის ჯოჯოსა და იმ სასწაულმოქმედ ადამიანს შორის, ამ საკითხზე გადმოცემებით არაფერია ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]